imedi /  28 იანვარი 2019, 18:44 / სანდო წყარო

2018 წელს გერმანიაში ავტობუსებსა და მატარებლებში 14 ათასზე მეტი არალეგალი დააკავეს

არალეგალები

გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2018 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტობუსებსა და მატარებლებში 14 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Rheinische Post-ი პოლიციის მოხსენებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოხსენებების მიხედვით, დაკავებულ კანონდამრღვევთა დიდი ნაწილი ავღანელი და ნიგერიელია. 2018 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სარკინიგზო ტრანსპორტში 7943 არალეგალი, ხოლო ავტობუსებში - 6066 არალეგალი დააკავეს.

გამოცემის ცნობით, გერმანელი სამართალდამცველები ავტობუსების მგზავრებს ხშირად შეამოწმებენ, რათა არალეგალები გამოავლინონ. 

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 22:09

COVID19

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კარანტინის რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

10 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალების მიერ 12 ქალაქში მოწყობილია 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

10 აპრილი 2020, 22:03

COVID19

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით აშშ-დან საქართველოს 79 მოქალაქე ჩამოიყვანა. ქართველ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად თვითმფრინავში სომხეთის მოქალაქეებიც არიან. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

საუნივერსიტეტო კლინიკა

10 აპრილი 2020, 22:01

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფ ორსულ ქალს კორონავირუსზე პირველი უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ორსული ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში მე-15 დღეა მკურნალობს და მასთან კორონავირუსზე აღებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება მეორე ტესტს, მისი აღება ხვალ იგეგმება.

ბიურო პარლამენტი

10 აპრილი 2020, 21:54

COVID19

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

13 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებაზე და საგანგებო მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებენ.

ენდრიუ კუომო

10 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ენდრიუ კუომო: პრეზიდენტი მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განგაში უნდა აეტეხა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო იმ ამერიკელი პოლიტიკოსების რიგებს შეუერთდა, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებენ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 21:43

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსმა უკვე 100 376 ადამიანი იმსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 1 650 000-ს აღემატება.

თელავი სარწყავი არხი

10 აპრილი 2020, 21:38

რეგიონი

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს

თელავში სარწყავი არხის გაწმენდა მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით 25 მარტიდან ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

10 აპრილი 2020, 21:14

COVID19

დონალდ ტრამპი: მაშინ, როდესაც ჩვენი ერი უხილავ მტერს ებრძვის, კვლავ ვადასტურებთ, რომ ამერიკელებს ლოცვის ძალის სჯერათ

წითელ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამერიკელებს ქვეყნისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი ვიდეო

10 აპრილი 2020, 21:12

COVID19

როგორ ვრცელდება კორონავირუსი დაინფიცირებული ადამიანის ხველის დროს. ვიდეო

ფინელმა მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ხველის მოდელირებული ვერსია შექმნეს. კვლევის შედეგები აალტოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სპეციალისტებმა შექმნეს სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვრცელდება კორონავირუსის ნაწილაკები დახურულ სივრცეში.

ვულკანი მერაპი

10 აპრილი 2020, 21:11

მსოფლიო

კუნძულ იავაზე სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე აქტიური სტრატოვულკანი მერაპი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტის სიმაღლემ 3 კილომეტრი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო ANTARA ადგილობრივ გეოლოგიური რისკების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 20:50

COVID19

წალენჯიხაში „ევექსის“ ცხელების ცენტრი 15 პაციენტის მიღებას შეძლებს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წალენჯიხის რაიონული საავადმყოფო ვითარების გაცნობის მიზნით დაათვალიერა. შემუშავებულია რეკომენდაციები. „ევექსის“ კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა და 3 პაციენტის მიღების რესურსი აქვს. შემდეგ ეტაპზე კი პერსონალი 15 ადამიანის მიღებას შეძლებს.

10 აპრილი 2020, 20:46

COVID19

The Guardian: იტალიური მაფია კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

მწვავე პანდემიის ფონზე იტალიური მაფია ქველმოქმედებით დაკავდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფებები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან და მათ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან. კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას. დღეისათვის იტალიაში კორონავირუსის 147 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი 19 ათასს უახლოვდება.

აზიური კრაზანა

10 აპრილი 2020, 20:45

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან

დიდ ბრიტანეთში გიგანტური აზიური კრაზანების შემოსევისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კრაზანას ერთი კბენა ალერგიის მქონე ადამიანს კლავს. The Mirror-ის ინფორმაციით, მწერებთან საბრძოლველად ქვეყნის ხელისუფლებამ 7,6 მილიონი გირვანქა გამოყო.

საქართველოს პროკურატურა

10 აპრილი 2020, 20:37

სამართალი

კაცს, რომელმაც კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადააგდო ბრალი წარედგინა

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ქ.ბორჯომში ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა პირი 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

ზუგდიდის „ევექსი“

10 აპრილი 2020, 20:33

COVID19

ზუგდიდის „ევექსის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს

ზუგდიდის „ევექსის“ რეფერალურ კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს. მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისთვის გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ერთ-ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონიდანაა და ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადება აქვს.

10 აპრილი 2020, 20:30

COVID19

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მცირდება

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 396 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 9 აპრილის მონაცემებთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. აღნიშნულს ცხადყოფს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

10 აპრილი 2020, 20:30

COVID19

UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოს ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.

10 აპრილი 2020, 20:28

საზოგადოება

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს. ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა. „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა.