imedi /  02 თებერვალი 2019, 21:03 / სანდო წყარო

ვენესუელაში ოქროს შესყიდვის გამო აშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) თურქეთზე ზეწოლას ზრდის, რომ ვენესუელასი ოქროს შესყიდვა შეაჩეროს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ვენესუელასი ოქროს ყიდულობენ, თურქეთი ერთ-ერთია, რომელიც აშშ-ს ყველაზე მეტად აღიზიანებს.ასევე არსებობს ეჭვი, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქრო ხვდება ირანის ბაზარზე რაც არღვევს აშშ-ს სანქციებს - წერს bbc წყაროზე დაყრდნობით. 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მხარს უჭერს ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.  

ვენესუელასა და თურქეთს შორის ოქროთი ვაჭრობის მოცულობა იზრდება. გასულ წელს ქვეყანამ თურქეთში ექსპორტზე 900 მილიონი დოლარის ოქროს ექსპორტი განახორციელა.

ვენესუელას მთავარი შემოსავლის წყაროა ნავთობი, მაგრამ აშშ-ს სანქციების შემდეგ ამ სექტორიდან შემოსავლები შემცირდა. ამიტომ კარაკასი ალტერნატიულ წყაროს ეძებს. ეს კი ოქროა.  

2018 წლის იანვარში ვენესუელას ოქროს რეზერვები 150 ტონას შეადგენდა, მაგრამ ნავთობის მოპოვების ვარდნის და ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანამ ოქროს რეზერვები გაყიდა. ბოლო მონაცემებით, მარაგი 75 წლიან მინიმუმზეა და 132 ტონას შეადგენს.

ყველა სიახლე

რამუშ ჰარადინაი

19 ივლისი 2019, 19:40

მსოფლიო

კოსოვოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

კოსოვოს პრემიერმინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. Euronews-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 1998-1999 წლებში კოსოვოში მომხდარ სამხედრო დანაშაულში ეჭმიტანილად ცნო.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 19:35

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა

„გიორგი გაბუნია აქ შემხვდა დღეს. მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე, ეს არის ქიბარის პოზიცია. დანარჩენი მათზე არის დამოკიდებული. ჩემი ნახვით რა თქმა უნდა გახარებული არ ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა ეს არის რეალობა",- განაცხადა პაატა სალიამ.

19 ივლისი 2019, 19:19

სპორტი

საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბიში შეხვედრა აღარ გაიმართება

„რუსეთის ნაკრები საქართველოში არ ჩამოვა. როგორც გვითხრეს უსაფრთხოების საკითების გამო არ ჩამოდიან. რას ვიზამთ,ჩვენ ალტერნატიულ გუნდს ვეძებთ," - განაცხადა გოჩა სვანიძემ. საქართველო რუსეთს მსოფლიოს თასის მზადების ფარგლებში 27 აგვისტოს უნდა შეხვედროდა.

19 ივლისი 2019, 19:17

ტექნოლოგიები

„მთვარეულმა“ კაცმა ძილში მერლინ მონრო დახატა

ლი ჰედვინი, არის „მთვარეული“ კაცი რომელიც ძილში ხატავს. მეცნიერები ამბობენ რომ ეს იშვიათი შემთხვევაა. ლი ჰედვინმა ძილში ხატვა კედლებზე 4 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლის ასაკში კი ამერიკელი მსახიობის მერლინ მონროს სამი პორტრეტი შექმნა, ისე რომ მის შესახებ არაფერი იცოდა.

19 ივლისი 2019, 18:47

ძალოვნები

პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს ეს მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია.

19 ივლისი 2019, 18:41

საქართველო

აშშ-ის საელჩო: სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად

აშშ-ის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

FaceApp

19 ივლისი 2019, 18:30

ტექნოლოგიები

FaceApp-მა ბოლო 10 დღეში შემქმნელებს $1 მილიონზე მეტი მოუტანა

აპლიკაცია FaceApp-მა ბოლო 10 დღის განმავლობაში შემქმნელებს 1 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. ამის შესახებ Forbes-ი მობილური აპლიკაციების ბაზრის შემსწავლელ კომპანია App Annie-ზე დაყრდნობით წერს. 9-19 ივლისის პერიოდში აპლიკაცია 6,5 მილიონჯერ ჩამოიწერეს. სარგებლის უდიდესი ნაწილი - 746 ათასი დოლარი კომპანიას Apple-ის მომხმარებლებმა მოუტანეს.

ხატია დეკანოიძე

19 ივლისი 2019, 18:25

საქართველო

ხატია დეკანოიძე: ეჭვი არ უნდა შევიტანოთ ევროპულ ინსტიტუტებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ევროპულ ინსტიტუტებში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს. ამავდროულად დეკანოიძე ფიქრობს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე იქონიოს გავლენა.

19 ივლისი 2019, 18:07

საქართველო

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საბერძნეთი მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.ეს ინფორმაცია ქრონიკას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დღეს საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგებისინფორმაციით, ათენიდან 23 კილომეტრზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

19 ივლისი 2019, 17:40

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სამ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

19 ივლისი 2019, 17:25

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან ერთბაშად 1.31 თეთრით, ევროსთან 2.19 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8845 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8714 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.31 თეთრი შეადგინა.

პარიზი

19 ივლისი 2019, 17:14

მსოფლიო

საფრანგეთის სამხედრო სტრატეგიაზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებიც იმუშავებენ

შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა „წითელი გუნდი“, რომელიც მომავლის შესაძლო საფრთხეებზე იმსჯელებს. თავდაცვის ინოვაციური სააგენტოს ინფორმაციით, მწერლები კატასტროფების შესაძლო სცენარებს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც შესაძლოა სამხედრო სტრატეგებს გამორჩეს მხედველობიდან.

ვენეციის კინოფესტივალი (არქივი)

19 ივლისი 2019, 17:11

კულტურა

დასახელდა ფილმი, რომლითაც ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნება

2019 წელს ვენეციის კინოფესტივალს იაპონელი რეჟისორის ჰიროკაძუ კორედის ფილმი „სიმართლე“ გახსნის. ინფორმაცია ფესტივალის ვებგვერდზე გავრცელდა. ეს იაპონელი კინორეჟისორის პირველი ფრანგული ფილმია, რომელშიც კატრინ დენევი, იტან ჰოუკი და ჯულიეტ ბინოში მონაწილეობენ.

19 ივლისი 2019, 17:11

მსოფლიო

კონტაქტური ლინზებით შხაპის მიღების ჩვევის გამო ბრიტანელმა მხედველობა დაკარგა

მხედველობის დაკარგვის მიზეზი თვალის იშვიათი ინფექცია გახდა. 41 წლის ქალს თვალები სტკიოდა, თუმცა ექიმს მხოლოდ 2 თვის შემდეგ მიმართა. მისი თქმით, ის ხმარობდა ერთჯერად ლინზებს, რომელსაც შხაპის და აბაზანის მიღების დროს არ იღებდა.

რობერტ დე ნირო

19 ივლისი 2019, 16:44

კულტურა

სკორსეზემ „ირლანდიელში“ მთავარ როლზე რობერტ დე ნირო მიიწვია

ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს განგსტერული დრამა „ირლანდიელის“ პრემიერა 2019 წლის 27 ნოემბერს შედგება. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც რეჟისორმა Netflix-ის ონლაინ-სერვისისთვის შექმნა. ფილმი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მკვლელ ფრენკ შირანის შესახებ მოგვითხრობს.

რობერტ ქოჩარიანი

19 ივლისი 2019, 16:40

მსოფლიო

სომხეთის ექსპრეზიდენტის საქმეს ევროსასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ერევნის სასამართლოსა და თავად ქოჩარიანის ერთობლივ განცხადებას ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღებამდე ქოჩარიანის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში შეჩერდება, თავად ექსპრეზიდენტი კი პატიმრობაში დარჩება.

ვეშაპები

19 ივლისი 2019, 16:22

მსოფლიო

ჯორჯიის შტატში 50-მდე ვეშაპმა წყლიდან ნაპირზე ამოცურა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში 50-მდე ვეშაპმა წყლიდან ნაპირზე ამოცურა. CBSNews-ის ინფორმაციით, სანაპიროზე მყოფი ათობით ადამიანი ვეშაპების წყალში დაბრუნებას ცდილობდა, თუმაც სამი ვეშაპი მაინც დაიღუპა. ვეშაპების სანაპიროზე ამოცურვის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. დაღუპული ვეშაპების გვამების შესწავლა უკვე დაწყებულია.

სოფი ლივებრანტი

19 ივლისი 2019, 16:12

ტაბლოიდი

შვედი მომღერალი ანსამბლ „ბასიანთან“ ერთად მღერის. ვიდეო

ვიდეო სოციალურ ქსელში ფოლკლორის ცენტრმა გაავრცელა, რომელსაც შვედი მუსიკოსი ქალი ესტუმრა. 22 ივლისს 20:00 საათზე ანსამბლ ,,ბასიანისა" და სოფის ერთობლივი კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ეზოში გაიმართება. ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. დასწრება თავისუფალია.

ეკა გიგაური

19 ივლისი 2019, 16:00

საქართველო

ეკა გიგაური: განცხადება, თითქოს სტრასბურგში ვიღაც მოსყიდულია, არასერიოზულია

"როგორც წესი, როცა იცვლება მეპატრონე, იცვლება სარედაქციო პოლიტიკა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ახალმა მეპატრონემ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს და უნდა იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის უფლება და არ უნდა მოხდეს მათი კანონდარღვევით გათავისუფლება სამსახურიდან",- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მიწისძვრა

19 ივლისი 2019, 15:55

მსოფლიო

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ათენის ნაწილის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა, კერა 12 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ათენიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა. მსხვერპლის და შესაძლო ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.