imedi /  10 თებერვალი 2019, 19:11 / სანდო წყარო

ნიგერიაში საარჩევნო კომისიის ოფისი არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაიწვა

ხანძარი

შემთხვევის ადგილი

ნიგერიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქვეყნის საარჩევნო კომისიის ოფისი დაიწვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ხანძრისას დაიწვა ყველაფერი რაც კი არჩევნებისთვის საჭირო იყო, მათ შორის ბიულეტენები და საარჩევნო ყუთები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

პრესსპიკერმა მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა და თქვა, რომ საბოტაჟზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

ყველა სიახლე

ელექტროენერგია

23 აპრილი 2019, 22:27

ეკონომიკა

როგორია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. გრაფიკა

იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არ შექმნილიყო, საქართველომ 2018 წელს 13 მილიარდ 197 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა. აქედან საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის ელექტროწყაროებიდან გამომუშავდა ელექტროენერგიის 89%, დანარჩენი 11% კი საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან იყიდა.

კლიმატი

23 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

მილიონამდე ბიოლოგიურ სახეობას გადაშენება ემუქრება

სუფთა ჰაერის, სასმელი წყლის CO2-ის გადამამუშავებელი ტყეების სწრაფად გაქრობა და სხვა სახის ბუნებრივი რესურსების მოხმარება, უახლოეს მომავალში გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მსოფლიოს ეკონომიკაზე, არამედ ადამიანების ირგვლივ, გარემოში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზეც.

საოკუპაციო ხაზი

23 აპრილი 2019, 21:53

ძალოვნები

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავა

სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ დაკავებას ადასტურებს. სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ღვინო

23 აპრილი 2019, 21:48

კულტურა

ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორია ერთ წიგნად გამოიცა

კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

23 აპრილი 2019, 21:42

მსოფლიო

საფრანგეთის მუზეუმიდან გასულ წელს მოპარული ნახატი უკრაინაში იპოვეს

პოლიციის განცხადებით, ნახატს მიაგნეს ერთ-ერთი უკრაინელი კაცის სახლში, რომელიც იუველირის მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. მათივე ინფორმაციით, ქორდობაში ეჭვმიტანილი ყველა უკრაინელი დაკავებულია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა საფრანგეთის ელჩთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ნამუშევარი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნენსის მუზეუმში დააბრუნეს.

მეტრო

23 აპრილი 2019, 21:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა მოიფიქრა როგორ არ გასცდეს მეტროში თავის გაჩერებას თუ ჩაეძინა

სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ნიუ-იორკის მეტროში წინდახედული ამერიკელია აღბეჭდილი. ვიდეოს გმირს იმის შიშით, რომ საკუთარ სადგურს ძილის გამო არ გასცდეს, სპეციალური ქუდი ახურავს, რომელზეც ეკრანია გაკეთებული.

23 აპრილი 2019, 21:23

თემა

როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი? 5 სცენარი

თქვენმა ბიზნესმა რომ იარსებოს, აუცილებელია მისი განახლება და ბაზრის სხვა წარმომადგენლებთან მუდმივი, ჯანსაღი კონკურენცია. ამისათვის შეგიძლიათ ახალი პროდუქტის შექმნა, საორგანიზაციო პროცესის მოდერნიზება ან ინოვაციური ბიზნეს-მოდელის შემუშავება. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. შესაძლებელია გახვიდეთ ახალ ბაზარზე ან თქვენს საქმიანობაში პრინციპულად ახალი მიმართულება შექმნათ. ბიზნესის განვითარების ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს, თუმცა სპეციალისტები ამ მიმართულებით საუკეთესო ხუთეულს გამოყოფენ.

სუდანი

23 აპრილი 2019, 21:21

მსოფლიო

სუდანელი გენერლის თქმით ჯარისკაცები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ

გენერალ-ლეიტანტის განცხადებით, სამხედროებს ქვეყანაზე კონტროლი უსაფრთხოების მიზნით აქვთ აღებული, დემონსტრანტებს კი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. "ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვსურს და აქ (სამართავად) დარჩენას არ ვაპირებთ", - თქვა ბურჰანმა.

სასამართლო

23 აპრილი 2019, 21:05

საქართველო

რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ ბორჯომში დეპუტატები, დიპლომატები და მესამე სექტორი მსჯელობენ

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. იქ იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები, მესამე სექტორი, დიპლომატიური კორპუსი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გოლანის მაღლობები

23 აპრილი 2019, 20:34

მსოფლიო

გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს ტრამპის საპატივცემულოდ მის სახელს დაარქმევენ

ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს ნაბიჯი ისრაელის მხრიდან ტრამპის მიმართ გამოხატული მადლობა იქნება იმის გამო, ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა. 25 მარტს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე.

23 აპრილი 2019, 20:24

მსოფლიო

დუტერტე კანადას: გაიტანეთ ნაგავი ან მე ჩამოვიტან და დავყრი თქვენს ნაგავს

Reuters-ის ცნობით, დუტერტე ქვეყნიდან ნაგვის გატანას მომავალ კვირამდე ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ნაგვს კანადაში თვითონ ჩაიტანს. "გაიტანონ ნაგავი ან მე წავიღებ მათს ნაგავს და კანადაში დავყრი", - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2019, 20:15

კულტურა

პრეზიდენტმა ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინანდალში, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგაზაფხულო საგამოფენო სეზონი, ქართველი მხატვრის ემა ლალაევა-ედიბერიძის პერსონალური გამოფენით გახსნა. გამოფენაზე მხატვრის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის პარალელურად კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:08

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილი: მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის

თბილისის რაიონულ სასამართლოში მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც მისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილი

23 აპრილი 2019, 20:02

ძალოვნები

ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი თანამშრომლობისთვის მზად არის.

23 აპრილი 2019, 19:59

ეკონომიკა

PMCG: თბილისში სასტუმროების ფასი 4,2 %-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. თბილისში სასტუმროს ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა.საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 31.9%-ით გაიზარდა, მათ შორის ტურისტული ვიზიტები - 32.6%-ით.

„ბიბლიური თავისუფლება“

23 აპრილი 2019, 19:53

საქართველო

„ბიბლიურმა თავისუფლებამ“ თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე „ანათემას გადასცა“

„გირჩის“ მიერ შექმნილმა რელიგიურმა ორგანიზაციამ „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელძღვანელი სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა.

23 აპრილი 2019, 19:33

მსოფლიო

ტრამპი ამბობს რომ Twitter-ი გამომწერებს აკლებს

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Twitter-ზე მისი გამომწერთა რიცხვი 100 მილიონზე მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა მან კონგრესს Twitter-ის რეგულირებისკენ მოუწოდა.

როს უილსონი

23 აპრილი 2019, 19:32

საქართველო

უილსონი: გვჯერა, ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა რომ პანკისში უსაფრთხოება უზრუნველყოს

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს „სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება რეგიონში“. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას თქვა.

ნიშნობა

23 აპრილი 2019, 19:32

ტაბლოიდი

პატარძალმა ნიშნობის ბეჭდის დიზაინი დაიწუნა და საქმროს მისი გადადნობა მოსთხოვა

ბრიტანელმა პატარძალმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიშნობის ბეჭდის ფოტო, რომლის დიზაინიც არ მოეწონა. ეს არის ვერცხლის ბეჭედი, რომლის თავიც ძაღლის თათის ფორმისაა, თათში კი ბრილიანტია მოთავსებული.

23 აპრილი 2019, 19:25

ტექნოლოგიები

შექმნეს მაჯის საათი, რომელიც ადამიანებს ალერგიული შეტევისგან იხსნის

ადამიანებისთვის, რომლებსაც ალერგიის მძიმე ფორმები აწუხებთ, ეპინეფრინის ნემსი მწვავე შეტევის ბლოკირების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. სპეციალისტები ამბობენ რომ წამალი და ნემსი ალერგიის მძიმე ფორმებით დაავადებულებს მუდამ თან უნდა ჰქონდეთ. ახლახანს ბრიტანელმა სტუდენტებმა გამოიგონეს მაჯის საათი EpiWear-ი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ავადმყოფს გადაარჩენს.