imedi /  17 მარტი 2019, 20:50 / სანდო წყარო

ახალ ზელანდიაში ტერაქტში დაღუპულებიდან ყველაზე პატარა 3 წლის ბავშვი იყო. ისტორია

ახალი ზელანდია

შემთხვევის ადგილი

15 მარტს ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია. ამ ეტაპზე მსხვერპლთა ოფიციალური სია ჯერ დაზუსტებული არ არის, რადგან ცხედრების ამოცნობა მიმდინარეობს. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე უცხოელები. ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

ტერაქტის შედეგად დაღუპულებს შორის ყველაზე უმცროსი 3 წლის არის. ის თავდასხმის დროს "ალ-ნურის" მეჩეთში მამასთან და უფროს ძმასთან ერთად იყო. ახალზელანდიურ მედიაში იწერება, რომ ის მამას ჩააკვდა ხელებში. 

დაღუპულებს შორის ყველაზე უფროსი (ამ დროისთვის) 71 წლის დაუდ ნაბია. ის ერთერთი პირველი იყო, ვისი გარდაცვალებაც ოფიციალურად დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც მეჩეთში თავდამსხმელი შევარდა, დაუდ ნაბიმ მისი შეჩერება სცადა და სხვებს გადაეფერა რათა ტყვია მას მოხვედროდა. მისნაირად მსროლელის შეკავებას 50 წლის ნაიმ რაშიდიც შეეცადა, რაშიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

ტერაქტს ემსხვერპლა ნაიმ რაშიდის შვილი, 21 წლის ტალხა რაშიდიც. ტერაქტის დროს დაიღუპნენ ავღანეთის, ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის მოქალაქეები. 

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა. 

კაცს, რომელიც 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორი მეჩეთის თავდასხმაშია ბრალდებული, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინასწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება. 

ტერორისტული აქტიდან მალევე ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ტერაქტის ადგილიდან ამოღებული იარაღის ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია.

სუსმა ახალ ზელანდიაში ნაპოვნ ქართულწარწერიან იარაღზე სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2019, 16:01

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის გომადან ქალაქ ბუტემბოს კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ქალაქ გომაში ვირუსის გავრცელების გამო ეპიდემიის საფრთხე იზრდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონგოში ებოლას ვირუსმა 1600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ბაჩუკი ქარდავა

16 ივლისი 2019, 15:53

ძალოვნები

ბაჩუკი ქარდავას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა

ქარდავას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დასრულდა. მისი ინფორმაციით, შეკითხვები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და გამოძიებას ძირითადად აინტერესებდა იყო თუ არა 20 ივნისის აქცია ორგანიზებული, რაზეც ქარდავა პასუხობს, რომ აქცია სრულიად სპონტანური იყო. ქარდავას გამოკითხვისას პოლიტიკურ ლიდერებსა და მათ მოწოდებებზეც ჰკითხეს, თუმცა მისი თქმით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ყოფილა.

16 ივლისი 2019, 15:43

საქართველო

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია დაგმეს

პარლამენტთან გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ოკუპაცია და რუსული პროპაგანდა დაგმეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მათ მიმართ რუსოფობიური დამოკიდებულება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

16 ივლისი 2019, 15:37

საქართველო

შსს-მ სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზა

სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

16 ივლისი 2019, 15:27

ეკონომიკა

ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ განაშენიანების პროექტზე საქმის წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა

გადაწყვეტილებას საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და მოქალაქეთა ჯგუფისგან ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ მართველი გუნდი რეგლამენტის დარღვევაშიც დაადანაშაულა და პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატა.

16 ივლისი 2019, 15:14

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia 🇬🇪 მიმართულება მეოთხე - სვანეთი🚩

ზაზა კოშკაძე

16 ივლისი 2019, 15:12

კულტურა

ბოიკოტის გამო მწერალ ზაზა კოშკაძეს ფესტივალზე გასამგაზვრებელ თანხას კოლეგები უგროვებენ

World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ.

16 ივლისი 2019, 15:10

ვიდეო

#spendyoursummeringeorgia მიმართულება მესამე 🇬🇪 - იმერეთი 🚩

არიანა გრანდე

16 ივლისი 2019, 15:02

ტაბლოიდი

არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის ახალი კოლექციის სახეა

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი არიანა გრანდე Givenchy-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარადგენს. ეს არის პირველი ერთობლივი კამპანია-Arivenchy, რომლის შთამბეჭდავი ფოტოსესია კრეიგ მაკდინმა გადაიღო და შავ-თეთრი ფოტო მასალა პოპ-ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარა.

ნაჯიბ რეზაკი

16 ივლისი 2019, 14:51

მსოფლიო

მალაიზიის ყოფილი პრემიერის საკრედიტო ბარათიდან საიუველირო ნივთებზე ერთ დღეში $800 000 დაიხარჯა

მალაიზიის ყოფილი პრემიერმინისტრის ნაჯიბ რეზაკის საკრედიტო ბარათიდან იტალიაში საიუველირო ნივთების შესაძენად, დღეში $800,000-ზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა.

16 ივლისი 2019, 14:41

მსოფლიო

ბულგარეთში ჰაკერებმა მილიონობით ადამიანის მონაცემები მოიპარეს

მინისტრის თქმით, ჰაკერების ხელში 5 მილიონზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის პირადი მონაცემები აღმოჩნდა. როგორც მარინოვმა განმარტა, მოპარული მონაცემები მათ ადგილობრივ მედიასაშუალებებს რუსულ სერვერზე დარეგისტრირებულები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.

16 ივლისი 2019, 14:30

თემა

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ძლიერ ემოციას ადამიანი ხშირად ტირილის გარეშე ვერ უმკლავდება. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, საკუთარი ცრემლები უცხო თვალს მოარიდოს. ერთი შეხედვით, ტირილში უცნაური არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. საინტერესოა, რატომ ვღვრით ცრემლებს? კაცები მართლა უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები? ადამიანის გარდა სხვა სულიერი არსებებიც ტირიან?

მერაბ წკრიალაშვილი

16 ივლისი 2019, 14:05

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის განმარტებით დუმილის უფლება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ჯერ საქმის მასალები არ მიუღია, რადგან მისი დაცვის ქვეს მყოფისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ფლოიდ ნაიმორდ ქოვი

16 ივლისი 2019, 14:02

ტაბლოიდი

ვიეტნამის ომის 78 წლის ვეტერანმა სკოლის დიპლომი აიღო

ქოვის ვიეტნამის ომში იქამდე მოუწია წასვლა, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა. ამის გამო კი დიპლომის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთხელ ქოვიმ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს იმის შესახებ უამბო, რომ დედამისი იმედგაცრუებული იყო იმ ფაქტით, რომ მას სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.

16 ივლისი 2019, 13:56

მსოფლიო

მუმბაიში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში კი 40-მდე ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შენობა დაახლოებით ასი წლის წინ აშენდა. კორპუსში 15 ოჯახი ცხოვრობდა.

16 ივლისი 2019, 13:25

თემა

ვინ არის ინტერნეტის „მრევლი“ და რა კავშირი აქვს მას რელიგიასთან?

წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მე-8 საუკუნის ბაღდადში ან მედიჩის ფლორენციაში. ამ დროს და ამ ადგილებში რელიგია იყო ჰაერი, რომლითაც ადამიანები სუნთქავდნენ, წყალი, რომელსაც სვამდნენ და ეს იყო ნებისმიერი სოციალური კავშირის საფუძველი. ანტიკური ქალაქები საერთო სალოცავების - ეკლესიების ან მეჩეთების ირგვლივ შენდებოდა,სკოლებში კი ძირითადად რელიგია ისწავლებოდა. ასეთი ადგილები ქმნიდნენ სოციალურ კაპიტალს და უზრუნველყოფდნენ ორმხრივს ნდობას ადამიანებს შორის, მიუხედავად მათ შორის არსებული სხვაობისა. დღეს ამ როლს ინტერნეტი ასრულებს, რომელიც ყველგანაა და ხელმისაწვდომიa სმარტფონების მეშვეობითაც. მეცნიერული და აკადემიური აზროვნების განვითარებამ რელიგია ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა, თუმცა ინტერნეტის სახით მას დღეს უკვე ძლიერი მეტოქე ჰყავს.

16 ივლისი 2019, 13:13

საქართველო

მერია ახალგაზრდულ ბანაკებსა და ლაშქრობებს მოაწყობს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალგაზრდული პროექტები, რომელთა მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა, ტრადიციულად წელსაც განხორციელდება.

ვიორიკა დენჩილე

16 ივლისი 2019, 13:08

მსოფლიო

რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვიორიკა დენჩილეს განმარტებით, ორივე პოლიტიკოსს მოსახლეობაში „ცუდი იმიჯი“ ჰქონდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ორივე ექსმინისტრი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თავად პრემიერი კი „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“.

16 ივლისი 2019, 12:59

ძალოვნები

მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

16 ივლისი 2019, 12:56

ძალოვნები

ასპინძაში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.