imedi /  18 მარტი 2019, 15:18 / სანდო წყარო

სამხრეთ აფრიკაში ტროპიკული ციკლონის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

სტიქია

მოზამბიკი

ტროპიკულმა ციკლონმა „იდაიმ“ მოზამბიკის საპორტო ქალაქს, ბეირას "მასობრივი და საშინელი" ზიანი მიაყენა. ამის შესახებ წითელ ჯვარში აცხადებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხუთშაბათს ციკლონი ქალაქს 177 კილომეტრ საათი სიჩქარით დაატყდა თავს, თუმცა სამაშველო სამსახურებმა ბეირამდე ჩაღწევა, მხოლოდ კვირას მოახერხეს. არსებული მონაცემებით, ციკლონმა სამხრეთ აფრიკაში 150-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მანამდე 100-მდე ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მათგან 80-ზე მეტი აღმოსავლეთ და სამხრეთ ზიმბაბვეში დაიღუპა. 68 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა მოზამბიკში. 

ციკლონის გამო ვერ დაფრინავენ ვერტმფრენები, არ მუშაობს სატელეფონო და მობილური კავშირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ციკლონით დაზარალებულ რაიონებს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. 

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 22:35

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს!“ - წერს სააკაშვილი.

20 ივნისი 2019, 22:26

საქართველო

პარლამენტთან ოქრუაშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. ვიდეო

პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობს, თვდაცვის ყოფილ მინისტრს, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირებაა.

20 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

20 ივნისი 2019, 22:12

საქართველო

პარლამენტში გიორგი გახარია მივიდა

საქართველოს პარლამენტის წინ თბილისში, სადაც ახლა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. „ყველას მოვუწოდებ დაემორჩილონ კანონს. ის რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. დანარჩენს რომ გამოვალ მერე გეტყვით“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტის შენობაში შესვლამდე.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ გავრილოვის ინციდენტი „ნაციონალების“ დაგეგმილი პროვოკაციაა

ჩემი ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან გრიგოლ ვაშაძის ახლო ნაცნობია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამარცხვინო იყო, რომ რუსი დეპუტატი ჩამოვიდა ჩვენს პარლამენტში და პარლამენტის სპიკერის სავარძელში თავხედურად დაჯდა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 22:00

საქართველო

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს. ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

ირმა ინაშვილი

20 ივნისი 2019, 20:33

საქართველო

ინაშვილი გავრილოვის ინციდენტს დადგმულს უწოდებს

„რუსეთი რომ ოკუპანტია, ის თავად არ უარყოფს ამას. სხდომა უნდა წაეყვანა თუ არა რუს დეპუტატს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ვინ დასვა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე? „ქართულმა ოცნებამ“! ისევ ვამბობ: მთელი ეს სპექტაკლი გააზრებულად დადგეს „ქართულმა ოცნებამ“ და სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტჯგუფებმა“, - დაწერა ინაშვილმა Facebook-ზე.

ვატო შაქარიშვილი
ჯაბა ჯიშკარიანი

20 ივნისი 2019, 20:09

საქართველო

პარლამენტთან ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას საკრებულოს წევრების ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გამოჩენას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

აქცია პარლამენტთან

20 ივნისი 2019, 20:06

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. LIVE

„სირცხვილია“ ამ სახელწოდების აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „ნაციონალური მოძღაობის“ წევრები მიმართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეების ამ მოთხოვნას რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

საჰაერო ბურთი ლუქსორთან

20 ივნისი 2019, 19:43

მსოფლიო

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა საჰაერო ბურთი მთაში გაიტაცა

ეგვიპტეში ძლიერმა ქარმა მთაში საჰაერო ბურთი გაიტაცა, რომელზეც 11 ტურისტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო იუწყება. ინციდენტი ლუქსორის მახლობლად მოხდა. ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, საჰაერო ბურთზე ჩინეთის 5, ინდოეთის 4, დიდი ბრიტანეთის 1 და ეგვიპტის 1 მოქალაქე იმყოფებოდნენ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

20 ივნისი 2019, 19:38

საქართველო

გორისა და ატენის მიტროპოლიტი გავრილოვის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას საქართველოს საერთაშორისო სახისათვის დიდ მოვლენად აფასებს, რადგანაც მისი შეფასებით, მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები.

გრიგორი კარასინი

20 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

კარასინი: შეშფოთებულები ვართ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებებით

მოსკოვი შეშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ქმედებებით, რის გამოც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობა ჩაიშალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 19:07

საქართველო

პარლამენტის წინ აქციის გამო გზა გადაიკეტა. ვიდეო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით. აქციის მონაწილეები დღეს დილით პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვას აპროტესტებენ.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 19:01

საქართველო

სერგეი გავრილოვმა საქართველოს ტერიტორია დატოვა

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ. მანამდე სასტუმრო "რედისონიდან" რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა, რუსი დეპუტატების მიმართულებით ისროლეს წყლის ბოთლებიც.

ფრედი მერკური

20 ივნისი 2019, 18:53

კულტურა

YouTube-ზე ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა გამოაქვეყნდა

კომპანია Universal Music-მა YouTube-ზე ჯგუფ Queen-ის ლიდერის ფრედი მერკურის აქამდე უცნობი სიმღერა „Time Waits For No One“ გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოს ანოტაციაშია ნათქვამი, სიმღერა მერკურის გარდაცვალებამდე 5 წლით ადრე, 1986 წელს არის ჩაწერილი და ის აუდიოს სახით არადროს გავრცელებულა.

მეუფე კალისტრატე

20 ივნისი 2019, 18:45

ეკონომიკა

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გადაიდო

ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო გადაიდო. ამის შესახებ „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭომ განაცხადა. როგორც საბჭოში ამბობენ, ღონისძიება და მასთან დაკავშირებული აქტივობები 26 ივნისისთვის გადაიდო.

დონალდ ტრამპი

20 ივნისი 2019, 18:34

მსოფლიო

ტრამპი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდებას გამოეხმაურა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ფოტო

ამ დროისთვის ეზოში სავარაუდოდ 200-მდე პოლიციელია. თვითონ პარლამენტში კი ვითარება მშვიდია. შენობაში მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან. სხდომათა დარბაზში კი კვლავ რჩებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

ზურაბ ჯაფარიძე

20 ივნისი 2019, 18:27

საქართველო

საპატრიარქოსთან „გირჩის“ აქცია ტარდება

პოლიტიკურ გაერთიანების განცხადებით ხელისუფლებასთან ერთად თბილისში განვითრებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი მასპინძლობდნენ საქართველოს დედაქალაქში გამართულ ფორუმს. გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასეთ ფორუმებს რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს.

სასამართლო

20 ივნისი 2019, 18:18

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ექიმს გირაო შეეფარდა

საქმეზე დაკავებულ ექიმს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარი, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.