რამდენად ეფექტიანია საქართველოში ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამაზე ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რადგან მსხვერპლი ყოველთვის არ მიმართავს შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ანგარიშში წერს, რომელიც 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2018 წლის სტატისტიკით, ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია. უწყების ინფორმაციით, 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იყოს გამოწვეული. 2017 წელს ოჯახში ძალადობის ინციდენტზე „112-ში“დაფიქსირებულია 22,478 შეტყობინება, ხოლო შსს-ს მიერ რეგისტრირებულია 2,192 ოჯახური დანაშაულის შემთხვევა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. შედეგად, აუდიტის სამსახური წერს, რომ არავინ აკონტროლებს იმას, მართლაც არის თუ არა მსხვერპლი დაცული მოძალადისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ.
აუდიტის სამსახური ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მექნიზმად ითვლება ქცევის კორექციის კურსი. მართალია საქართველოში კანონით გათვალისწინებულია მოძალადის მიერ ქცევის კორექციის კურსის გავლა, მაგრამ მსგავსი სერვისი რეალურად არ არსებობს.
"სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა ნიშნავს, რომ მოძალადემ უნდა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, რითაც დაზარალებულს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ასეთი პრაქტიკა აქტიურად გამოიყენება სლოვენიაში და მისი მიზანია დისკომფორტი და ბარიერი შეუქმნას მოძალადეს, რაც მას ძალადობის გამეორების სტიმულს დაუკარგავს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. საქართველოს პრაქტიკით კი რიგ შემთხვევებში, საცხოვრებელი ადგილიდან მსხვერპლის და მასზე დამოკიდებული პირების გარიდება ხდება", - წერია ანგარიშში.
როგორია ოჯახში ძალადობის 2015-2017 წლების სტატისტიკა, აუდიტის სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გრაფიკა გააკეთა

ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოსა და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები
საქართველოს დელეგაცია მოგეხსენებათ, რომ არის პარტნიორი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატო-ს საპარლამენტო განზომილებები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ვილნიუსში იმყოფება.
01 ივნისი 2026, 12:06
მსოფლიო
ნატოს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა
„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე, ბუნებრივი ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 12:02
ჯანდაცვა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გენმდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია
სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები. ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიების და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება. და ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ., რომელიც დელეგაციასთან ერთად, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
01 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაწვევის ასაკის უკრაინელი კაცები დროებითი დაცვის გაფართოებული სქემიდან გამორიცხოს
Euractiv-ის ცნობით, აღნიშნული წინადადება ევროკავშირის დროებითი დაცვის დირექტივის მომავალი გაგრძელების განხილვისას გაჟღერდა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევს, ევროპაში თავშესაფრის მიღების ეროვნული სისტემებისთვის მიმართვის გარეშე იცხოვრონ და იმუშაონ.
01 ივნისი 2026, 11:26
მსოფლიო
მადიარის მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, უნგრეთის პრეზიდენტი არ გადადგა
პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნა პრეზიდენტის ინსტიტუტის გადააზრებისა, მაგრამ მან თავისი მოვალეობები მოქმედი კონსტიტუციით უნდა შეასრულოს. მან დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეიცავდა ცალმხრივ მოთხოვნებსა და მითითებებს მისი გადადგომის შესახებ, რაც ნეგატიურად მოქმედებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებაზე.
01 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს. ასე ბუნდოვნად იმიტომ ვამბობ, რომ საელჩო და მე - ელჩი არ ვმართავთ ვებსაიტს - აცხადებს პეტერ ფიშერი, თუმცა, გერმანულმა მხარემ რუსეთის შესახებ ინფორმაციის განახლება მოახერხა
მალე ჩვენს ვებსაიტს ექნება ახალი დიზაინი და გონივრულ ვადაში დაინახავთ საქართველოს შესახებ ცვლილებებს, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, „რადიო თავისუფლების" კითხვას იმის შესახებ, თუ "რატომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტად იქ ჯერაც სალომე ზურაბიშვილი წერია, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.
01 ივნისი 2026, 11:16
კულტურა
კანიე უესტმა სტადიონებზე გამართული კონცერტების დასწრების რეკორდი მოხსნა
სააგენტოს მონაცემებით, წინა რეკორდი ჯგუფ Coldplay-ს ეკუთვნოდა. 2025 წლის იანვარში კოლექტივი 111 000 მაყურებლის წინაშე წარსდგა ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ნარენდრა მოდის სახელობის სტადიონზე.
01 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში სიძულვილისგან თავისუფალი ლექსიკის დაბრუნებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
01 ივნისი 2026, 11:11
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული
საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე.
01 ივნისი 2026, 11:11
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, გამოეხმაუროს მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
01 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული
„ყველა მათგანს ერთი და იგივე გზავნილი გადავეცი: აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება სწრაფად იყოს მიღწეული. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 11:04
საზოგადოება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 11:02
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული
თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
01 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა
48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.
01 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.
01 ივნისი 2026, 10:11
საზოგადოება
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.
01 ივნისი 2026, 10:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.
01 ივნისი 2026, 10:07
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება
14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ
01 ივნისი 2026, 10:03
მსოფლიო
საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
„მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 4 წელზე მეტია აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნაოსნობის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და საერთო უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკრონმა.


