ასოცირების კომიტეტმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, მერვე სხდომა გამართა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა.
პარლამენტის ცნობით, სხდომაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში გაწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რომელმაც უკვე მისცა 300 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შენგენის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
,,უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გრძელი გზა წარმატებით განვლო. 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით, რითაც უკვე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და რომლის მიღწევაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპარლამენტს. ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი; ქართული ექსპორტის მესამედი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე თავსდება. საქართველო გაწევრიანდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შეთანხმებები გააფორმა Europol-სა და EuroJust-თან, რაც იძლევა ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მთელი ეს დადებითი დინამიკა ხდება საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის ფონზე. ამ გამოწვევების პირისპირ ჩვენ მარტო არ ვართ. ვხედავთ და ვაფასებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მყარ და უწყვეტ მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მხარდაჭერის გამომხატველი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 2018 წლის ივნისში რუსული აგრესიიდან 10 წლის თავზე მიიღო“, - განაცხადა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ევროპარლამენტის მერვე მოწვევის ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა.
,,ეს არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბოლო სხდომა ამ შემადგენლობით და მოხარული ვარ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობით ბოლო პერიოდში მიაღწია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება, ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკა, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ქმედებები, რომ საფრთხე არ შეექმნას უვიზო მიმოვლის საკითხს. მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა.
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის და ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა.
სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო გახარიამ ისაუბრეს.
„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეტყობინება. პირველივე დღიდან მიმდინარეობს პროცესის განხორციელების მონიტორინგი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილებას შენგენის ზონაში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს გაწევრიანების შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში და შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
ევროპარლამენტარებს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.
ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა:
· მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ განვითარებას და კვლავ ეხმიანება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობაა;
· კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა 2018 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებს შორის დაწესებული ახალ უმაღლესი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში;
· კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;
· კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეუფერხებელი მუშაობისთვის, იწონებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს, მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების საპოლიციო და საბაჟო უწყებებთან, მუდმივ საინფორმაციო კამპანიებს მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებისთვის;
· კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას იყოს ევროპის მთავარი პარტნიორი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებისთვის და ასევე იწონებს, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირები ვითარდება;
· კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია;
· ასოცირების კომიტეტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერა, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარ უჭერს სამშვიდობო პროცესის და მის უალტერნატივობას, ასევე იწონებს მთავრობის პოლიტიკას მთელ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;
ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომას თბილისში 2019 წლის მეორე ნახევარში გამართავს.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან კრისტოფ კამპთან შეხვედრა გამართა.
02 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში, რკინიგზის სადგურთან აფეთქება მოხდა
თვითმხილველებისა და რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი სადგურის პირდაპირ იყო. Bild-ი წერს, რომ უცნობი საგანი სადგურისკენ მიმავალ გასასვლელში მდებარე თურქული საიუველირო მაღაზიის წინ აფეთქდა. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ღამის 3:15 საათზე, შენობის გასასვლელში მოხდა.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება - თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
02 სექტემბერი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას
ეს არის კოორდინირებული კამპანია იმისთვის, რომ საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე და გვაპარებენ წვეთ-წვეთად. ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი არ არსებობს არც ერთი მიზანი, რომელიც ამაზე ზემოთ დგას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 13:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე: ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე
დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე საუბრისას.
02 სექტემბერი 2026, 13:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:51
მსოფლიო
FT: ევროკავშირი კალასის საგარეო პოლიტიკური სამსახურის რეფორმას აჩქარებს
გამოცემის ცნობით, ეს საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნით ხდება, რომლებიც წლის ბოლომდე ბრიუსელის საგარეო პოლიტიკური აპარატის რეფორმირებას ითხოვენ. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ეს ნაბიჯი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ინსტიტუციური რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას ნიშნავს.
02 სექტემბერი 2026, 12:41
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სააკაშვილის განცხადებაზე: არაერთი განცხადება მოვისმინეთ ოპოზიციური ლიდერებისგან, რომ თითქოს საქართველომ უნდა დაივიწყოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, თქვას უარი და გააგრძელოს ცხოვრება იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი არასდროს შეეგუება ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ
მისი განცხადებები როგორც წესი არათანმიმდევრულია და ამაში გასაკვირი არაფერია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ ის გარკვეულწილად გაემიჯნა გიორგი ბარამიძის განცხადებას, დღეს გამოდის და ფაქტობრივად იგივე ნარატივს ავრცელებს, რაც დაიწყო გიორგი ბარამიძემ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
02 სექტემბერი 2026, 12:41
საზოგადოება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია
02 სექტემბერი 2026, 12:20
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.
02 სექტემბერი 2026, 12:06
საზოგადოება
ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:51
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
02 სექტემბერი 2026, 11:47
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „პოლიტიკური ემიგრანტის“ სტატუსი ინდულგენცია აღარ არის, ხოლო სახელმწიფო წყობილების რყევად შეფასებულ ქმედებებში მონაწილეობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ გაძევებით დასრულდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება 2025 წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებული და 27 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, შემდეგ კი მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული დენის კულანინის საკითხზე ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას.
02 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
02 სექტემბერი 2026, 11:41
საზოგადოება
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.
02 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
Bloomberg: Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $95,50 დოლარამდე გაიზარდა
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
02 სექტემბერი 2026, 11:36
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
02 სექტემბერი 2026, 11:29
საზოგადოება
კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს
რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
02 სექტემბერი 2026, 11:27
საზოგადოება
მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.


