ზურაბიშვილი: გამსახურდიას რეფერენდუმი იარაღია, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღსა და დამოუკიდებლობოს 28-ე წლისთანვთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას.
ამ დღეს 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.
მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, - საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა.
ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას.
დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი.
ამ რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, - იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარდა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.
ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა.
ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის.ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას.
მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივისცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს,"- თქვა ზურაბიშვილმა.
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა. დღესვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 80 წელი შეუსრულდებოდა.
ყველა სიახლე
20 მაისი 2026, 09:44
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ილია ღლონტზე: ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს. რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი, როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს
სამოქალაქო აქტივისტი ილია ღლონტი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ღლონტი ტყუილს შეგნებულად ავრცელებს და ეს არის მავნებლობა, რადგან რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს.
20 მაისი 2026, 09:24
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი ვლადიმერ პუტინთან შესაძლო მომლაპარაკებლის თანამდებობაზე ანგელა მერკელს და მარიო დრაგის განიხილავს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები მსჯელობენ, შეძლებენ, თუ არა ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი მარიო დრაგი და გერმანიის ექს-კანცლერი ანგელა მერკელი გახდნენ ბლოკის ოფიციალური წარმომადგენლები, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები აწარმოონ. ინფორმაციას Financial Times-ს ავრცელებს.
20 მაისი 2026, 09:22
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
20 მაისი 2026, 09:12
რეგიონი
ბათუმში „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მორიგი პრემიერა გაიმართა
ინსცენირების ავტორი მაია ჯაფარიძე, რეჟისორი კი გოჩა კაპანაძეა. სპექტაკლი მუსიკალური კომედიაა, რომელიც ჯაზს, ქორეოგრაფიასა და მსუბუქ იუმორს აერთიანებს. სიუჟეტი 30-იანი წლების ჩიკაგოში ვითარდება, სადაც ორი მუსიკოსი სამსახურის ძებნის დროს შემთხვევით მკვლელობის მოწმე ხდება. ისინი თავის გადასარჩენად ქალის კოსტიუმებს ირგებენ დაქალთა ორკესტრში იწყებენ მუშაობას.
20 მაისი 2026, 09:07
კულტურა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლუიჯი პირანდელოს პიესების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
გამოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქართული თეატრალური და საგანმანათლებლო სივრცისთვის, რადგან პირანდელოს პიესები აქამდე ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს ფორმატში ხელმისაწვდომი არ ყოფილა. კრებულში შესულია ოთხი მნიშვნელოვანი პიესა.
20 მაისი 2026, 09:04
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია
აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობების შეფასებისა და დარგში არსებული საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ბენუა გლაუდი ეწვია.
20 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპის შემდეგ ჩინეთში ვლადიმერ პუტინი ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
20 მაისი 2026, 08:59
საზოგადოება
გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს: სკოლის დამთავრება თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია - მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები ამაყობენ თქვენით, მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული ახალგაზრდობა ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
20 მაისი 2026, 08:51
საზოგადოება
ისრაელის საელჩომ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის78-ე წლისთავი საზეიმო მიღებით აღნიშნა
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელსა და საქართველოს შორის თბილ და მტკიცე მეგობრობას, რომელიც 2,600-წლიან ისტორიულ კავშირებს ეფუძნება ისრაელის დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი თემა - „განახლების ძალა“ იყო.
20 მაისი 2026, 08:48
სამართალი
ისლამური სახელმწიფოს სამ დაკავებულ მებრძოლს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინებათ
მოპოვებული ფოტო მასალით ინფორმაცია დასტურდება. გაირკვა, რომ დაკავებულები პანკისის ხეობაში თანამოაზრეებს კონსპირაციულად ეძებდნენ და გადაბირებას ცდილობდნენ. „აისისის“ დაკავებული მებრძოლების სახლებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი ნივთიერება და ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკის მქონე ნივთები - მათ შორის დროშა.
20 მაისი 2026, 08:46
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას
ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
20 მაისი 2026, 08:40
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო ვალდებულია პოზიტიურად იმოქმედოს პროაქტიული ტემპით იმ მძიმე სენის მიმართ, რასაც ჰქვია შუღლის გაღვივების, შეურაცხყოფის ენა
„სახელმწიფო ვალდებულია პოზიტიურად იმოქმედოს პროაქტიული ტემპით იმ მძიმე სენის მიმართ, რასაც ჰქვია შუღლის გაღვივების, შეურაცხყოფის ენა, რომელსაც მუდმივად ვხედავთ და გვესმის სხვადასხვა ეთერიდან, პროპაგანდისტული პარტიების ტელევიზიების სოცქსელებიდან. კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს, აღსრულების მექანიზმებს შეიცავს ის სამმართველო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისდიქციაში შეიქმნება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
20 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ჩინეთში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტზე: გვექნება შეხვედრები ხელისუფლებასთან, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, კულტურაზე, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე ჩინეთში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს აფასებს.
20 მაისი 2026, 08:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებზე: სათქმელიც არაფერი აქვთ, შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ შეიძლება რაიმე პასუხი გასცენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას. თვითონაც იციან, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი
არ ვფიქრობ, რომ შეიძლება რაიმე პასუხი გასცენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას. თვითონაც იციან, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
20 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ უსამართლო მიდგომების ობიექტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.
20 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
დღეს ქართველი კანონმდებლები შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში შეხვედრას გამართავენ პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანთან. მხარეები საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრებენ.
20 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი ასურელ მამათა ხსენების დღესთან დაკავშირებით, ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს
მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, 14:00 საათზე პარაკლისს აღასრულებს.
20 მაისი 2026, 07:59
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი 21 მაისიდან გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ამინდი 21 მაისიდან გაუარესდება.
20 მაისი 2026, 01:19
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში
ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში ნატოელ მოკავშირეებს აცნობებს, რომ შეამცირებს იმ სამხედრო შესაძლებლობების რესურსს, რომელსაც აშშ ალიანსის ევროპული წევრების დასახმარებლად გამოყოფდა სერიოზული კრიზისის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 მაისი 2026, 00:57
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას
ჩვენი „ქალწული“ ოპო-შპანა ისე იქცევა, თითქოს არც სხვა დასავლურ ქვეყნებში უნახავთ მოძალადე დაუსჯელი პოლიციელები, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების წინააღმდეგაც არ ერიდებიან გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.


