imedi /  02 აპრილი 2019, 17:26 / სანდო წყარო

დეპუტატებმა PACE-ს დელეგაციის სიიდან ბესელიას და კვაჭანტირაძის ამოღება გააპროტესტეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  სხდომა კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფიო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრები დაასახელა, რომელშიც ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე არ არიან. ახალი სიის მიხედვით, ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის, ეკა ბესელიას კი - სოფიო კილაძე. 

ცვლილების შესახებ განმარტების გასაკეთებლად კომიტეტის სხდომას გიორგი კახიანი შეუერთდა, თუმცა მალევე მან კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ეკა ბესელიას განცხადებით, მომავალი წლის იანვრამდე, როგორც უნდა მოინდომოს ირაკლი კობახიძემ, ის და ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან. 

"კობახიძეს თუ უნდა სადამსჯელო აქტი განახორციელოს, ასეთი რამეებით პატარა ასაკში არიან დაკავებულნი, როცა ბავშვები ერთობიან. შემდეგ მშობლები უხსნიან, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. კიდევ უფრო სერიოზულ ასაკში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახდები, უნდა გააცნობიერო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეიძლება ასე მოქცევა. ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენო", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ეს ცვლილება პარლამენტის დადგენილების პროექტშია ასახული. აღსანიშნავია, რომ PACE-ს დელეგაციაში დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის კვოტა გათვალისწინებული არ არის. 

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ლიბერალები ცდილობენ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. არა უშავს, ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია გავუძლოთ ასეთ შემოტევებს

„ლიბერალები ნელა - ნელა კარგავენ ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ისინი ამით ცდილობენ, რომ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი ხვალინდელი დღე განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით.

ჯოზეფ კენტი

17 მარტი 2026, 18:09

მსოფლიო

„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ - აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.

17 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებებით ზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 18:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის

„ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება ეს ავი სურვილი, საქართველოს გამოყენებისა იმ გარკვეული გეგმების ჭრილში, რაც ჯერ კიდევ თავში აქვთ იმ არაფორმალურ ძალებსა და ცხელ თავებს - რაღაც გარკვეული იქნებ მოახერხონ მაინც საქართველოში კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების რევოლუციით დემონტაჟი, იქნებ მოახერხონ ხალხის მოტყუება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ჰააგის ხსენებაც სწორედ მაგიტომ იყო. შემდგომ გაემიჯნნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფრის სურვილი ხომ ჩანს? ტყუილის მასშტაბს ხომ გრძნობს ჩვენი საზოგადოება? ამიტომაც არის, რომ ეს ტყუილი არ გასდით. არც გაუვათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლეზეა, იმისთვის რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

17 მარტი 2026, 17:58

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის“ საბჭოს წევრებზე.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის

ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 მარტი 2026, 17:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ძირს ვუთხრით ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი მოკავშირეებთან ერთად ძირს უთხრის ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ზვიად გაბისონია

17 მარტი 2026, 17:50

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება.

17 მარტი 2026, 17:49

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დავით კარგარეთელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები აუცილებელია დოკუმენტის სრულყოფისთვის, რათა საბოლოო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სრულად მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

17 მარტი 2026, 17:38

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს ანდრანიკ ჯანამიანს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს ანდრანიკ ჯანამიანს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მარტი 2026, 17:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ბრიუსელის რიტორიკაზე: ასეთი რიტორიკის ამოცანა არის ერთადერთი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო - არ ვაპირებთ, შევცვალოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ქართველი ხალხის დავალებით მიიღო პარლამენტმა

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 მარტი 2026, 17:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალების გაერთიანების იდეით მიმართავს.

17 მარტი 2026, 17:34

საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2026, 17:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანებაზე: საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა

„ამასთან დაკავშირებით შეიძლება შიგნით ვინმეს აქვს გარკვეული მოსაზრება - იქნებ ამის თქმა არ ღირდეს, იქნებ საზოგადოება ამაზე ღიზიანდებოდეს. ყველამ კარგად იცის, რომ გარედან იმართება [რადიკალური ოპოზიცია]. საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აქვთ კონკრეტული მიზანი და აბსოლუტურად არ აინტერესებთ არანაირი დემოკრატია, მისგან წინსვლა თუ უკუსვლა. არც ის აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაპანაძე

17 მარტი 2026, 17:30

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა იყო საზოგადოების და ქართველი ხალხის

„ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა იყო საზოგადოების და ქართველი ხალხის. დამკვეთი ერთიანობისა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა, საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანებისა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

17 მარტი 2026, 17:15

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული და სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ 72 ადამიანს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული ძმები წულუკიძეები. ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

17 მარტი 2026, 17:14

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ვლოცულობთ პატრიარქისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას

როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

ვახტანგ კალოიანი

17 მარტი 2026, 17:13

საზოგადოება

ვახტანგ კალოიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: სისხლდენა გაჩერებულია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება

ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად, - განაცხადა რეანიმატოლოგმა, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 17:13

მსოფლიო

ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 17:11

რეგიონი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.