Imedi /  06 აპრილი 2019, 11:42 / სანდო წყარო

დიდ დიღომში სარეკრეაციო ზონებზე მშენებლობას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

„ნუ ჩაგვაბეტონებ“ - ამ სახელწოდების საპროტესტო აქციას მართავს მოსახლეობა დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე. აქციის მონაწილეები სარეკრეაციო ზონებზე მშენებლობას აპროტესტებენ.

imedinews-ის ინფორმაციით,  მათი მოთხოვნაა მშენებლობების ნებართვის შეჩერება და სარეკრეაციო ზონების განადგურების აკრძალვა. 

ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე სკვერში სამშენებლო კომპანია „აკა დეველოპმენტი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიაში imedinews-ს განუცხადეს, რომ ამ მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და შემოსული განცხადება დახარვეხებულია.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 10:05

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 6 729 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 217 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 141 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 087ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 09:49

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრი შენდება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრში 570 მაყურებლისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზისა და 140-ადგილიანი მცირე დარბაზის გაკეთება იგეგმება

25 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.

25 იანვარი 2021, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 25 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

25 იანვარი 2021, 08:28

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ დღეს გაიმართება

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში.

25 იანვარი 2021, 08:16

პოლიტიკა

მიმდინარე კვირაში პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

მიმდინარე კვირაში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები დღის წესრიგს არ ცვლიან და პარლამენტში შესვლაზე, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, კვლავ უარს აცხადებენ.

პასე

25 იანვარი 2021, 08:00

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც განიხილავენ

PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიების განრიგში ნათქვამია, რომ 25 იანვარს ერთ0ერთ მომხსენებელი ტინი კოქსი იქნება, რომელიც კოლეგებს თავის ანგარიშს წარუდგენს. ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია 28 იანვარს დაიხურება.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 05:24

მსოფლიო

მედია: ჯო ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე მისი წინამორბედის აკრძალვას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანუელ ლოპეს ობრადორი

25 იანვარი 2021, 04:56

COVID19

მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ თავად მექსიკის პრეზიდენტი ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:40

მსოფლიო

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:21

COVID19

ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს

ქვეყანაში კორონავირუსის მუტაციის შემოტანის აღკვეთის მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნული ზომა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.

25 იანვარი 2021, 03:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 28 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 28 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 606 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარსელუ რებელუ დი სოუზა

25 იანვარი 2021, 03:35

მსოფლიო

პორტუგალიის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა

პორტუგალიის მოქმედმა პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოუზამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. აღნიშნულს პორტუგალიის შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს.

25 იანვარი 2021, 03:06

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 99 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 99 მილიონს გადააჭარბა.

ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 03:02

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 02:36

მსოფლიო

ამსტერდამის პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლით დაშალა - დაკავებულია 190 ადამიანი

ამსტერდამის პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქციაზე 190 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ამსტერდამის პოლიცია ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 02:11

COVID19

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 85 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 299 ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 02:04

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 577 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 577 301 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 688 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ბანკუკი

25 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

თურქეთში ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდებოდა🐕❤️

ქემალ სენტურკი კლინიკაში 14 იანვარს მოათავსეს, იმავე დღეს მისი ძაღლი ბონკუკი სახლიდან გაიპარა, სასწრაფო დახმარების მანქანას გაყვა და კლინიკის შესასვლელთან დადგა. საავადმყოფოს პერსონალმა ძაღლის პატრონის ვინაობა დაადგინა და ქემალის ოჯახს დაუკავშირდა. პაციენტის ნათესავებმა ძაღლი სახლში დააბრუნეს, თუმცა მეორე დღეს ის კლინიკასთან კვლავ დაბრუნდა და პატრონს მის გაწერამდე ყოველდღე ელოდებოდა.

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპი

25 იანვარი 2021, 00:45

ტაბლოიდი

მედია: დონალდ და მელანია ტრამპებს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ეძინათ

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50 წლის მელანია 74 წლის ტრამპთან განქორწინებას აპირებს. ექსპერტების ვარაუდით, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მეუღლისგან 50 მილიონი დოლარი და მათი 14 წლის ვაჟზე, ბერონზე მეურვეობა მიიღოს. წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ყოფილი სლოვენიელი მოდელი წუთებს ითვლიდა ტრამპის პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, რათა განქორწინების პროცესი დაეწყო.