imedi /  08 აპრილი 2019, 13:38 / სანდო წყარო

„შენების მოძრაობა“ საპენსიო რეფორმის კორექტირების საჭიროებაზე საუბრობს

შენების მოძრაობა

"შენების მოძრაობა" დაგროვებითი საპენსიო რეფორმის გაგრძელებას ემხრობა, თუმცა მათი თქმით, მას კორექტივები სჭირდება. პარტია ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ დაასრულონ "გაუაზრებელი და პოპულისტური თავდასხმა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე". ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მათი თქმით, დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე გადასვლა არათუ დროული, არამედ დაგვიანებულიც არის და რეფორმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს.

პარტიამ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლების მხრიდან რეფორმის სწორად წარმართვისთვის არის გადასადგმელი. მათი თქმით, წარმატებული საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელია შემცირდეს მოქალაქეებისა და კერძო დამსაქმებლების ფინანსური ტვირთი, გაიზარდოს სისტემის ეფექტურობა, ამაღლდეს მოსახლეობის ნდობა რეფორმის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს რეფორმის შეუქცევადობა სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგაც კი.

„საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 18%, რათა საპენსიო შენატანის ჩათვლით ფინანსური ტვირთი არ იყოს 20%-ზე მეტი. მომზადდეს და განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის სწრაფ განვითარებას, როგორც საპენსიო რეფორმისთვის აუცილებელ პარალელურ ღონისძიებას. საპენსიო რეფორმას უნდა ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ მასში სრულად იყვნენ ინტეგრირებული არამარტო ოფიციალურად დასაქმებული პირები, არამედ ყველა დასაქმებული მოქალაქე. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც სავალდებულო საპენსიო სქემაში სრულყოფილ მონაწილეებად აქცევს კერძო საპენსიო-სადაზღვევო ინსტიტუციებს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, რათა მოქალაქეებმა უკეთ იცოდნენ, რასთან გვაქვს საქმე და რა არის საპენსიო რეფორმა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კოკა ფრუიძემ.

"შენების მოძრაობა" საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა მოხდეს რეფორმის კორექტირება. 

 

 

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. 

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას მისცემს ვინმე, მისი დრო დასრულდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა, თუმცა ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში თუ მის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენოს

დემოკრატია არის მონაწილეობა და ის, ვინც უარს აცხადებს მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ისინი ოპოზიციის მეორე ნაწილზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2021, 08:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია კამალა ჰარისს: ვიცე-პრეზიდენტად თქვენი არჩევა არის შთამბეჭდავი გზავნილი, რომ დღეს პლანეტაზე ყველა ქალს შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის

გიორგი გახარია

23 იანვარი 2021, 08:28

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, მადლობას გიხდით ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის.

ვაქცინაცია

23 იანვარი 2021, 08:24

COVID19

ნიუ-იორკის შტატში ვაქცინების მარაგი ამოიწურა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, შტატში კორონავირუსის ვაქცინების მარაგი უკვე ამოიწურა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NY1 ავრცელებს.

Facebook

23 იანვარი 2021, 08:16

ტექნოლოგიები

Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

სოციალური ქსელი Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ სერვისი Downdetector-ი წერს.

ამინდი

23 იანვარი 2021, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 23 იანვარს ქუთაისში მზიან დღეს და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +10 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +12, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

23 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

გაერთიანებული სამეფო მიესალმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და მათი დადგენილებით რუსეთის პასუხისმგებლობას: მკვლელობებზე, წამებასა და მოქალაქეების იძულებით გადაადგილებაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების კონტროლის პერიოდში, რომელიც დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ემომალი რაჰმონი

23 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დუშანბეში თავისი სახელობის მუზეუმი გახსნა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა 22 იანვარს დუშანბეში თავისი სახელობის მუზეუმი გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Asia-Plus-ი წერს.

23 იანვარი 2021, 00:52

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 624 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 624 353 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 16 079 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი

23 იანვარი 2021, 00:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და მტკიცე და სასწრაფო ზომებია მისაღები.

თენგიზ ცერცვაძე

23 იანვარი 2021, 00:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელსაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვს

პოსტკოვიდური სინდრომის მეორე ჯგუფია, როცა კოვიდისგან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო იგივე სიმპტომები. ასეთი პაციენტები ჩვენთან ძალიან ბევრია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში ჯერ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რამდენად საშიშია პოსტკოვიდური სინდრომი.

მაია ბუწაშვილი

23 იანვარი 2021, 00:14

COVID19

მაია ბუწაშვილი: B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომლთაც COVID19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ

იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ B და C ჰეპატიტი და COVID19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსის კორექცია არ სჭირდებათ, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

23 იანვარი 2021, 00:11

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 323 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯენ ფსაკი

23 იანვარი 2021, 00:01

მსოფლიო

თეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღება მშვიდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის სათათბირო

22 იანვარი 2021, 23:59

ტაბლოიდი

კომაში მყოფმა რუსმა დეპუტატმა გარდაცვალების დღეს 8 კანონს „დაუჭირა მხარი“ 🤦‍♂️

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, „კომუნისტური პარტიის“ წევრის, ვახა აგაევის ხმა დაფიქსირებულია 8 კანონპროექტის კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ ის კომაში იმყოფებოდა და ხსენებული კანონპროექტების განხილვის დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს.

აშშ გვარდია

22 იანვარი 2021, 23:51

COVID19

6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმში განთავსებული ასობით გვარდიელი კორონავირუსით დაინფიცირდა

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასობით მებრძოლი, რომლებიც ვაშინგტონში, 6 იანვრის მოვლენების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

არჩილ თალაკვაძე

22 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქმე, რომელიც იყო დაწყებული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, საგარეო პოლიტიკის კუთხით ბოლომდე იქნება მიყვანილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმ გაწეული სამუშაოსთვის, მხარდაჭერისთვის და ცვლილებებისთვის, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენ დღეს გვაქვს ხელშესახები პროგრესი როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

22 იანვარი 2021, 23:24

COVID19

ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ბელგიის მთავრობამ საზღვარგარეთ არასავალდებულო მოგზაურობები 1-ელ მარტამდე აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

22 იანვარი 2021, 23:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ უნდა გავიკეთოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ვაქცინა

​​​​​​​კორონავირუსმა შექმნა სიძნელეები, საიდანაც სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ აზერბაიჯანის მსგავსად იმიტომ არ გამოიყენა ჩინური ვაქცინა, რომ დაზუსტებით არავინ იცის, რამდენად ეფექტურია ის.