Imedi /  08 აპრილი 2019, 16:36 / სანდო წყარო

მთავრობა ზაზა ოქუაშვილის საქმეზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ აპირებს საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

„აღსანიშნავია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რამე სახით საკუთრების შეზღუდვას ან მისi რეალიზაციის აკრძალვას. საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური.

საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია - შპს “ოჯთ”-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან, 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მომართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.

იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 17:18

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პატრიკ ფრანცენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

ტინი კოქსი

25 იანვარი 2021, 17:18

პოლიტიკა

ტინი კოქსი: არჩევნები კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იყო - პარტიებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოწოდება ჭკვიანური რჩევაა

25 იანვარი 2021, 17:05

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საბჭო, ამ წუთებში, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავს, რომლის მომხსენებელი მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსია.

25 იანვარი 2021, 16:57

სამართალი

აქტივისტს, რომელმაც ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალი წარუდგინეს

გამოძიება ირაკლი ფანგანს 156-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც პატიმრობასა ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, ფანგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.

25 იანვარი 2021, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში, შახტიდან 9 მუშის ცხედარი ამოასვენეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს. მუშები შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდნენ, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და 20-ზე მეტი მუშა მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა.

მიხეილ სარჯველაძე

25 იანვარი 2021, 16:48

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა

ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 16:47

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებას, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წელს ჩატარდება და ჩვენი პოლიტიკური პარტია მზად არის, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების განხილვა, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესის სტანდარტების გაუმჯობესება“, - განაცხადა კუჭავამ.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:44

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქართველებო, ამ პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მათ შორის მე არ მომაყოლოთ

„ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული, ჩემი ამოცანაა, რომ გითხრათ, მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“.

ბექა ოდიშარია

25 იანვარი 2021, 16:39

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მინდა გაჟღერდეს, რომ ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვნად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა

„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია; ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე რეგიონში ბოლო პერიოდში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი

25 იანვარი 2021, 16:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება ჩვენს თაობას ქვეყნის გაერთიანების საშუალებას მისცემს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

მამუკა მდინარაძე

25 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 16:25

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს ქუჩაში დგომისთვის წირავს

„ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან მე არაფერ შუაში ვარ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კოლეგები, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ამას აკეთებენ, მე პირნათელი ვარ თქვენთან რადგან მე ამას, რასაც ვეწინააღმდეგებოდი, რაც ცოტა ხანში მოხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება კრიზისი, რადგან ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. ოპოზიცია საკუთარ თავს, მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს წირავს ქუჩაში დგომისთვის, თან რევოლუციას მოუწოდებს ისე, რომ 60-ამდე ადამიანს იმუნიტეტს აკარგვინებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 16:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

სტრასბურგში, PACE-ის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

25 იანვარი 2021, 16:18

რეგიონი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის „სასამართლო სხდომა“ გადაიდო

ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გადაიდო. პროცესი 28 იანვარს, დილის 10 საათზე ჩატარდება. ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში გასული წლის 11 ივნისიდან იმყოფება.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 16:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია

საქართველოს მთავრობას პარლამენტისგან ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისთვის, რომ დროულად მივიღოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

დავით სერგეენკო

25 იანვარი 2021, 16:09

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა დაჩქარდეს

წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინასა და შესაბამისად, პანდემიის ეფექტურ მართვაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვის თაობაზე მსჯელობდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანი

25 იანვარი 2021, 16:08

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინცორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2021, 15:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

სრულად ვემიჯნები პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია, ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე წერს. მისი თქმით, „დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას“.

არჩილ თალაკვაძე

25 იანვარი 2021, 15:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს - ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე დაკომპლექტდეს, როგორც ხალხმა აირჩია

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.