imedi /  14 აპრილი 2019, 22:13 / სანდო წყარო

საჭესთან 1 წამით ტელეფონზე დახედვისას მანქანა 20 მეტრს ისე გადის რომ თქვენ ვერაფერს ხედავთ

ავარიები

სიჩქარის გადაჭარბების გამო დაღუპულთა სტატისტიკა საქართველოში მძიმეა. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დაიღუპა 511 ადამიანი; 2015 წელს - 602 ადამიანი; 2016 წელს - 581 ადამიანი; 2017 წელს - 517 ადამიანი; 2018 წელს - 459 ადამიანი. საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით საქართველოში აქტიური კამპანია დაიწყო. დედაქალაქის ქუჩებში ინსტალაციები გამოჩნდა - ამოყირავებული ავტომობილები და ბილბორდები.

უკონტაქტო პატრულირება, ჯარიმების გამკაცრება, სიჩქარის მთვლელი კამერები, რადარები, ქულათა სისტემა, ამ შეზღუდვების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა შედეგი ჯერ ისევ მძიმეა - 2018 წელს ავტოავარიებს 459 ემსხვერპლა.

დედაქალაქსა და რეგიონებში ე.წ შავ წერტილებში ისევ ბევრი ადამიანი იღუპება. თბილისში ასეთია მტკვრის სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ბელიაშვილის ქუჩა, სადაც ხშირად ავარიულ სიტუაციებს რესტორნებიდან გამოსული ქვეითები ქმნიან.

რიცხვები ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივ შეგნებას ჯარიმების შიში აღემატება, გამკაცრებული სანქციებისა და კონტროლის პირობებშიც, გადაჭარბებული სიჩქარე მაინც მთავარ პრობლემად რჩება.

საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება რომ აუცილებელია, ამას თბილისსა და ავტომაგისტრალებზე გამოჩენილი ინსტალაციებიც მოწმობს. ევროკავშირის ქვეყნებში ამ საკითხზე წლების წინ დაიწყეს მუშაობა, გადაიღეს ბევრი კლიპი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების დარღვევით გამოწვეულ ტრაგედიას მძაფრად ასახავს. ის რაც ახლა თბილისში უკვირთ, არგენტინაში წლების წინ ავტომაგისტრალზე დაამონტაჟეს, რომ მძღოლებს საკუთარი თვალით ენახათ დარღვევის მოსალოდნელი შედეგი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი კამპანია შედეგიანია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მისი ყოველდღიური ნახვა. 

წამი ცვლის - თუკი თქვენ დაშვებული 70 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობთ და მხოლოდ წამით დახედავთ ტელეფონს. ამ ერთ წამში თქვენი ავტომობილი დაახლოებით 20 მეტრს გადის ისე, რომ თქვენ წინ ვერაფერს ხედავთ. ამას გვახსენებს კამპანია, რომელიც ქუჩებში აქტიურად გვხვდება, სარეკლამო ბილბორდებსა თუ ეკრანებზე.

ყველა სიახლე

ხვიჩა კვარაცხელია

10 სექტემბერი 2026, 12:08

სპორტი

Ballon d'Or: ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა

Ballon d`O-ი ქართელ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა“ ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:57

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.

10 სექტემბერი 2026, 11:42

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

10 სექტემბერი 2026, 11:29

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთის პოლიციამ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გააფართოვა

ბრიტანეთის პოლიციამ ოპოზიციური პოპულისტური პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაფართოვდება და მასში შეიტანა დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ბრალდებებიც, რომელთა მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების საკითხში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას გეგმავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს

ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.

10 სექტემბერი 2026, 11:06

ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2026, 11:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უნდა გადამოწმდეს ყველა ის გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კემბრიჯის პროფესორ ჯეისონ არდეის ეხებოდა, რათა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი ამ მასალების გამოქვეყნებამ პროფესორის ირგვლივ დატრიალებულ ტრაგედიას.

10 სექტემბერი 2026, 11:00

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

10 სექტემბერი 2026, 10:47

მსოფლიო

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით

აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 10:37

პოლიტიკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.

10 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

10 სექტემბერი 2026, 10:14

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა ფრიდრიხ მერცი

10 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:12

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.