Imedi /  19 აპრილი 2019, 15:08 / სანდო წყარო

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენა

ნათია კაპანაძე

ნათია კაპანაძე

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. 

ბორდის წევრთა განცხადებით, ეს არის ტელევიზიის გადაწყვეტილება.

იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა ბორდის ერთმა წევრმა ბეჟან გობაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტით არის არჩეული. 

თავად ნათია კაპანაძე პროცესს მართულს უწოდებს და გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

„რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევით. თუმცა შედეგიდან გამომდინარე, ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს“, - თქვა ნათია კაპანაძემ გადაწყვეტილების შემდეგ. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე სამეთვალყურეო საბჭომ დღეს იმსჯელა. სხდომა 13:00 საათზე იყო დანიშნული. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ითხოვდა.  

გადაყენების მიზეზებად სატელევიზიო რეიტინგის კლებას, პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბჭოსთან კომუნიკაციის არქონას ასახელებენ. ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ განცხადება გუშინ გააკეთა.

დღეს დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ტელეოპერატორი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. ტელეოპერატორების განცხადებით, უშუალო ფუნქციის გარდა ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, რასაც მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება.

ოპერატორების გაფიცვას აჭარის მუნიციპალიტეტებისა და თბილისის ბიუროს ოპერატორებიც შეურთდნენ.

ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო. კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე მეტი დრო დარჩა.

„ბათუმელები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა, თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 12:22

COVID19

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ

შიდა ქართლი თერმოსკრინიგი

02 აპრილი 2020, 12:18

COVID19

შიდა ქართლში თერმოსქრინიგი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ღამემ შიდა ქართლში. პირველადი თერმოსქრინინგი 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალი ტემპერატურის მქონე პირები გადამოწმების მიზნით ცხელების მართვის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

02 აპრილი 2020, 12:14

COVID19

ბათუმში შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ

ბათუმის შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ. ყველა ადამიანი გადის თერმოსკრინინგს. ავტომობილებს კი დეზინფექციას უტარებენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეების უმრავლეობა გამკაცრებული ზომებით კმაყოფილია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საპატრულო პოლიციისა და თავდცვის ძალები. კომენდატის საათის დროს აჭარაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდა.

02 აპრილი 2020, 12:13

პოლიტიკა

ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

არჩილ ტატუნაშვილი

02 აპრილი 2020, 12:11

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. „დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა. გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში.

რუსეთი კორონა

02 აპრილი 2020, 12:05

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ინფიცირების 3 548 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. 235 პაციენტის საავადმყოფოებიდან გაწერეს.

02 აპრილი 2020, 11:54

COVID19

ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

გენერალური პროკურატურა

02 აპრილი 2020, 11:50

სამართალი

ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო.

02 აპრილი 2020, 11:41

ვიდეო

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 11:41

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 11:39

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ურთულესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

„ამ ეტაპზე ყველაზე რბილი სცენარით მივდივართ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის ურთულესი სცენარიც. ეპიდვითარება არის ფეთქებადსაშიში, შესაძლოა ყოველ დღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისათვის მზად უნდა ვიყოთ და სწორედ ამ საკითხებს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ირაკლი მეზურნიშვილი

02 აპრილი 2020, 11:36

COVID19

ირაკლი მეზურნიშვილი: ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული როგორც პანდემიასთან, ისე ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლაში

,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან ბრძოლას ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასთან და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ, ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

02 აპრილი 2020, 11:34

ვიდეო

საქართველოს პატრიარქი მრევლს მიმართავს

 როდრიგო დუტერტე

02 აპრილი 2020, 11:34

მსოფლიო

ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა

ფილიპინებში პოლიციას და სამხედროებს კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა მისცეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ეს პირები სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.

სირია

02 აპრილი 2020, 11:34

მსოფლიო

სირიაში ომის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა

2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია.

ონლაინგაყიდვები

02 აპრილი 2020, 11:24

ეკონომიკა

ონლაინგაყიდვები ისევ დასაშვები გახდა

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“. აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა. იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

02 აპრილი 2020, 11:20

ვიდეო

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდგინდა

02 აპრილი 2020, 11:19

ვიდეო

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული

კახა ბეროზაშვილი

02 აპრილი 2020, 11:17

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

„კლინიკაში არის 46 პაციენტი, ველოდებოდით 21 პაციენტის პასუხს, საბედნიეროდ ყველა უარყოფითია, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. უმეტესი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 46 პაციენტიდან 6 მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 11:07

COVID19

ევროპის მედიკამენტების სააგენტო COVID 19-ის მკურნალობისას მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს

განსაკუთრებული აქცენტი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებზე გაკეთებული. ევროკავშირის დაქვემდებარებაში მომუშავე სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა ისინი მხოლოდ კლინიკური ტესტირებისას ან ეროვნული მასშტაბის პროგრამების ფარგლებში უნდა გამოიყენონ.