imedi /  21 აპრილი 2019, 23:18 / სანდო წყარო

ვიცეპრემიერი: ჩნდება ეჭვები ხომ არ არის ეს პროტესტი ხელოვნურად შექმნილი

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვები, რომ ჰესებთან და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პროტესტის ფაქტები ხელოვნურად ხომ არ არის შექმნილი. ამის შესახებ მან გადაცემა "იმედი LIVE"-ს ეთერში განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პრობლემა არის ჰესებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველგან, "ვერ დაასახელებთ ჰესს, რომლის წინააღმდეგაც პროტესტი არ არის და მათ შორის წინააღმდეგობებია ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ამიტომ არსებობს ეჭვი, მართული ხომ არ არის ეს აგრესია, ვინმეს ხომ არ აწყობს ეს აგრესია ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზეზების გამო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაფინანსების ინტერესები არსებობდეს და ა.შ.", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

"არ შეიძლება იმის ვერდანახვა, რომ ხდება გარკვეული თამაში ადამიანების ემოციებზე", - თქვა ვიცეპრემიერმა.

მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე სახელმწიფომ ნებართვა 2017 წლის ზაფხულში გასცა და მას შემდეგ აქტიური კომუნიკაცია იყო ინვესტორს, სახელმწიფოსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

"რატომ ბზობა დღეს, რატომ 5-მეგავატიან ჰესზე, კითხვები ჩნდება თუ რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი იქ სადაც ასეთი პროტესტი არ უნდა ყოფილიყო. მთავარია ის, რომ დღეს ვიხილეთ კანონდარღვევათა სერია, დღეს და ხვალ ამ სერიას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან.

ეს არის საერთო შეთანხმება იმაზე თუ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

პანკისის ხეობაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 35-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს. დაშავებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც. 

ყველა სიახლე

სოფო კილაძე

10 აპრილი 2020, 16:36

COVID19

სოფო კილაძემ ზღვის უბანში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა

სოფო კილაძემ ზღვის უბანში თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებს გაესაუბრა და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. კილაძე ადმინისტრაცის მხრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებსაც გაეცნო.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 16:35

COVID19

მარნეულში, სოფელ მარადისში ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

„სოფელში დაახლოებით 40 ოჯახია, ინფიცირების წყარო ამ წუთისთვის დადგენილი არ არის. ქალს საზღვრის გადმოკვეთის ისტორია არ აქვს, ფაქტი დღეს დადასტურდა და დადასტურების წუთიდან ყველა უწყება ჩართული ვართ და ყველა კავშირს ვიკვლევთ“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

10 აპრილი 2020, 16:34

საზოგადოება

თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

10 აპრილი 2020, 16:30

პოლიტიკა

ბრიტანელი ევროპარლამენტარი: ნატოში გაწევრიანების პროცესი საქართველოში კარგად მიმდინარეობს

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო - შავი ზღვის სახელმწიფო, რომელზეც ბრიტანეთმა თავისი ფსონი უნდა დადოს, - ამის შესახებ ბრიტანელი ევროპარლამენტარი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ჯეფრი ვან ორდენი წერს. ევროპარლამენტარის აზრით, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გატარება თავის ყველაზე პრიორიტეტულ მიზნად აქცია, და ამ მიზანს მხარს უჭერს არა მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება, არამედ საქართველოს მოსახლეობის 80%.

10 აპრილი 2020, 16:27

საზოგადოება

მეუფე გერასიმე: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება

„ბზას გაყიდვით არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ ვინც სახლიდან მოიტანს, რაც შეეხება წირვას, ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან თემა გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად აღვნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით“- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ალექს კინტანილია

10 აპრილი 2020, 16:25

COVID19

ესპანელმა ფეხბურთელმა შექმნა რესპირატორი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს დაეხმარება

ესპანელმა ფეხბურთელმა, ალექს კინტანილიამ მეგობრებთან ერთად შექმნა სპეციალური რესპირატორი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებს დაეხმარება. “იბიცას” მცველი ინჟინრებთან და სპეციალისტებთან ერთად მექანიკური რესპირატორის პროექტირებასა და ტექნიკურ დახვეწაზე 19 დღის მანძილზე მუშაობდა. ასეთი ფუნქციების ხელსაწყოს მინიმალური ღირებულება 20 ათასი ევროა, მაშინ როცა ფეხბურთელის მიერ შექმნილი რესპირატორი მხოლოდ 2 ათასი ევრო ღირს. ეს რესპირატორი ხელოვნური სუნთქვის პროტოტიპია, რომელიც ინფიცირებული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული და დაავადებისგან განკურნების ალბათობას ზრდის.

რუსეთის პატრიარქი კირილი

10 აპრილი 2020, 16:18

COVID19

რუსეთის ეკლესიამ მრევლს ვნების კვირასა და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს ვნების კვირასა და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ და ღვთისმსახურებაზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი მითითებები ქვეყნის ყველა ეპარქიაში უკვე გაიგზავნა.

კორონავირუსი

10 აპრილი 2020, 16:17

COVID19

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან ინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი 5 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან COVID-19-ით დაინფიცირებული 65 წლის ქალის ოჯახის ოთხი წევრი და ერთი მეზობელი წყალტუბოს კარანტინში გადაიყვანეს.

10 აპრილი 2020, 16:08

COVID19

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცემა. ინიციატივა „დინა თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისურლაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელიცაა. დაახლოებით 150-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც მოწყვლად ოჯახებს თელაველმა ფეხბურთელმა გაუგზავნა, ადგილობრივმა მერიამ დღეს მიიღო. პროდუქტების დარიგება ეტაპობრივად ხდება.

პაცინეტი

10 აპრილი 2020, 16:01

COVID19

მარინა ენდელაძე: ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 38 პაციენტია გაწერილი, მათ შორის იყვნენ მძიმე პაციენტებიც

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 38 პაციენტია გაწერილი, მათგან იყო მძიმე პაციენტები - მძიმე პნევმონიით და სეფსისით. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი

10 აპრილი 2020, 16:00

COVID19

101 წლის ბრიტანელი კაცი კორონავირუსისგან განიკურნა

101 წლის ბრიტანელმა კაცმა კორონავირუსი დაამარცხა. ის დაავადებას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა და მიიჩნევა ყველაზე უხუცეს პაციენტად, რომელმაც ეს ვირუსი გადაიტანა.

მარიამ ჯაში

10 აპრილი 2020, 15:59

საზოგადოება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მარიამ ჯაშს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ დიდი გზა გაიარა და ის პროგრესი, რომელიც ამ სისტემამ მიაღწია ისეთი ადამიანების დამსახურებაა, როგორიცაა მარიამ ჯაში. მხარს ვუჭერთ მარიამს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს, რომლებიც საქართველოში თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. - ნათქვამია მადლობის წერილში​

10 აპრილი 2020, 15:49

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 118 235 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 607 კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ავიამზიდი შარლ დე გოლი

10 აპრილი 2020, 15:43

COVID19

ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროში დაადასტურეს, რომ ავიამზიდ „შარლ დე გოლზე“ 50 ადამიანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ავიარეისი

10 აპრილი 2020, 15:36

COVID19

თბილისი-ლარნაკას სპეცრეისით საქართველოში მოქალაქეები დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში თვიმფრინავი დაეშვა, რომელმაც სპეცრეისით საბერძნეთიდან, იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. რეისი თბილისი-ლარნაკას მიმართულებით შესრულდა. მგაზვრები თერმოსკრინინგს გაივლიან, რის შემდეგაც ისინი 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

10 აპრილი 2020, 15:32

COVID19

BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა. უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ყველა ქვეყანაში მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.

10 აპრილი 2020, 15:27

საზოგადოება

კახა კალაძე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ორგანიზებით მიმდინარე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აქციას გაეცნო. 300-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები საკრებულოს კომპანია „გრინლაიფმა“ (150 ნობათი), კომპანია „სოლო დეველოპმენტმა“ (100 ნობათი) და აუდიტის სამსახურმა (60 ნობათი) გადასცეს.

10 აპრილი 2020, 15:18

ეკონომიკა

გამოკითხულ მეწარმეთა 52% აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა

კვლევა მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 25-30 მარტის ჩათვლით, კერძო სექტორზე ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვების დაწესებამდე პერიოდს. შეზღუდვების დაწესების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებას პალატა უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც სავაჭრო პალატის ცნობით, კვლევის საკითხები თანამშრომელთა სამუშაო ადგილებიდან დათხოვნას და არსებულ პირობებს, გამოწვევებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს შეეხო.

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ესპანეთში 24 მარტიდან პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 605 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 843 ადამიანს შეადგენს, ხოლო 157 022 ადამიანი დაინფიცირდა.

დიმიტრი ხუნდაძე

10 აპრილი 2020, 15:07

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო

პაციენტის მომართვიანობს შემთხვევაში მინდა სწორად შევაფასოთ, რამდენად არის კლინიკების რესურსი საკმარისი, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსებს შეხვდა და აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო.