imedi /  25 აპრილი 2019, 16:14 / სანდო წყარო

ლიბიიდან ქართველი მეზღვაურები საქართველოში დღეს გამოემგზავრებიან

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიბიაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, რომლებიც მეზღვაურები არიან, სამშობლოში დღეს გამოემგზავრებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა.

მისი განცხადებით, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმის გამო ვერ ტოვებდნენ ქვეყანას. მისი განმარტებით, ლიბიის საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.

"გუშინ გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლებულიყვნენ, ანუ შეზღუდვა მოეხსნათ. ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში და უახლოეს მომავალში აქ იქნებიან", - თქვა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

დავით რაზმაძე ლიბიაში 21 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი. ის ნაოსნობისას დაიკარგა.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 10:10

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

სიმფსონები

04 მარტი 2021, 09:55

კულტურა

Fox-მა ანიმაციური სერიალი „სიმფსონები“ კიდევ ორი სეზონით გაახანგრძლივა

„სიმფსონებს ძალიან უხარიათ, რომ გაგრძელდებიან. ისინი ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებენ: ჰომერი დაკარგავს თმას, მილჰაუსი გაიკეთებს კონტაქტურ ლინზებს, ბარტი კი 33-ედ აღნიშნავს თავის მე-10 იუბილეს“, - ამბობს სერიალის შემქმნელი მეთ გრენინგი.

ანდრეი ბაბიში

04 მარტი 2021, 09:45

პოლიტიკა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

„თქვენო აღმატებულებავ! გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. ძალიან ვაფასებ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება საერთო ინტერესების ყველა სფეროში. გიდასტურებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ მილოცვაში.

მიანმარი აქცია

04 მარტი 2021, 09:31

მსოფლიო

​მიანმარში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

გაეროს შეფასებით, ეს ყველაზე „სისხლიანი დღე“ იყო ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ.დაღუპულთა შორის 14, 17 და 19 წლის მოზარდებიც არიან. აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის არჩეული ლიდერების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც სამხედროებმა დააკავეს.

Facebook

04 მარტი 2021, 09:09

ტექნოლოგიები

Facebook-ი პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ხსნის

„4 მარტიდან ვხსნით შეზღუდვებს პოლიტიკასა და არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამაზე. 2020 წლის ნოემბერში ჩვენ ეს შეზღუდვები იმის გამო დავაწესეთ, რომ თავი აგვერიდებინა არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენი სერვისის ბოროტად გამოყენებისა და გაუგებრობებისგან. ბოლო თვეებში ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ამ ტიპის რეკლამის თავისებურებები და ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს სერვისში აუცილებლად შევა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მაიკ პომპეო

04 მარტი 2021, 08:59

მსოფლიო

მაიკ პომპეო 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

„მე ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის. ჩვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ და ვზრუნავთ ამერიკაზე. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, არ გამოვრიცხავ, 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას“, - აღნიშნა პომპეომ.

პაატა იმნაძე

04 მარტი 2021, 08:50

COVID19

პაატა იმნაძე: მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია

„ჯანმო-ს მიერ აღიარებული, ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთან. იყო ასეთი დაპირება მაგრამ სამწუხაროდ თვითონ ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვაქვინებს, რომ ჩვენც გვიწილადონ. ამჟამად ჩვენ ორი კომპანიისაგან ველოდებით მოწოდებას. რომელი რომელს დაასწრებს, ვერ გეტყვით. ჩვენ ორივეს მისაღებად მზად ვართ. სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება მათ, მაგრამ ორივეს მისაღებად და ვაქცინაციის სასწრაფოდ დასაწყებად ქვეყანა დიდი ხანია მზად არის“, - განამრტავს იმნაძე.

საქართველოს პასპორტი

04 მარტი 2021, 08:40

საზოგადოება

დავით ზალკალიანმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს

„ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ე.წ. ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმების, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამო წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ გამოცდილება, რომელსაც ქვეყნის გარეთ შეიძენენ. მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული ისე, რომ მათი უფლებები იყო დაცული და ასევე ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი

04 მარტი 2021, 08:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური სურათი იქმნება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები იყოს თანხვედრაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან

ვიზიტის შეჯამებისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ანკარა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში გაძლიერდება.

04 მარტი 2021, 08:18

პოლიტიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. სამუშაო შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ჯგუფის ერთ-ერთ თანათავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და ფუნდამენტურად დახვეწს როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს.

ამინდი

04 მარტი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი, შესაძლებელია ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღე იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

კერსტი ვალიულაიდი და გიტანას ნაუსედა

04 მარტი 2021, 08:00

პოლიტიკა

ესტონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსის ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, - წერს კალიულაიდი.

მაიკლ კარპენტერი

04 მარტი 2021, 01:14

პოლიტიკა

მაიკლ კარპენტერი: აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოში დიალოგს ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი

„პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

04 მარტი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალს მასთან პაემნებზე დახარჯული 35 დოლარის დაბრუნება სთხოვა

„მგონი ბარებსა და რესტორნებში სამჯერ ვიყავით, სადაც ყოველთვის მე ვიხდიდი. ვფიქრობ 35 დოლარი სამართლიანი თანხაა იმ საკვებსა და სასმელისთვის, რომელიც მე ვიყიდე. მგონი პატიოსანი გოგო ხარ და იმედი მაქვს, ფულს დამიბრუნებ“, - დაუწერა კაცმა და შეტყობინებას თავისი ელექტრონული საფულის შესახებ ინფორმაცია მიამაგრა.

ჯო ბაიდენი

04 მარტი 2021, 00:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ტეხასისა და მისისიპის შტატებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებას ნეანდერტალელების აზროვნების გამოვლენა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტეხასისა და მისისიპის შტატებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმებას ნეანდერტალელების აზროვნების გამოვლენა უწოდა.

04 მარტი 2021, 00:36

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის თვითმკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

04 მარტი 2021, 00:23

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 00:21

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავიშოღლუ. ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს თანამდრბობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია.

04 მარტი 2021, 00:18

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 315 ადამიანი გარდაიცვალა.

ნიკოლა სარკოზი

04 მარტი 2021, 00:11

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი: სასამართლოს განაჩენი უსამართლობაა - ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ჭეშმარიტებამ იზეიმოს

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც სასამართლომ კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო, განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ აქვს.