imedi /  01 მაისი 2019, 11:31 / სანდო წყარო

პრეზიდენტის თქმით საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, არ არის საჭირო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც პროვოკაციად შეიძლება იყოს აღქმული. 

"ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იყოს აღქმული. ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყოს, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეკითხვაზე, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"ვფიქრობ, ამას უკვე ვხედავთ შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების რაოდენობის გაზრდით. მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. და რა თქმა უნდა, პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან იმისთვის, რომ მეტად მოვემზადოთ თავდაცვის სფეროში. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.

ყველა სიახლე

09 მარტი 2021, 10:19

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ადამიანი თბილისში გადაიყვანეს, ხუთი ზუგდიდის კლინიკიდან გაეწერა

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

09 მარტი 2021, 10:18

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი, ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

კახა აბუაშვილი

09 მარტი 2021, 10:13

საზოგადოება

კაბუ „მთავარ არხს“ უპირისპირდება

მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“) „მთავარ არხს“ უპირისპირდება და სიცრუეში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში არხზე გასული სიუჟეტი აღწერის სქრინს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს.

09 მარტი 2021, 10:11

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დაესწრო.

ნათურა

09 მარტი 2021, 10:02

საზოგადოება

რომელ რაიონს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

09 მარტი 2021, 09:35

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა დღეიდან იწყება

კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.

09 მარტი 2021, 09:18

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

დაღუპული ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია უცვლელია. მათ მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ტოიოტა ქამრის“ ხუთ მგზავრს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

09 მარტი 2021, 09:13

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 9 მარტს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +9 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ გურამიშვილი

09 მარტი 2021, 08:53

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

მეუფე სტეფანე

09 მარტი 2021, 08:41

რეგიონი

მეუფე სტეფანეს განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი პროვოკაციის უკან, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. მეუფემ მედიასთან კომენტირებისას ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.

09 მარტი 2021, 08:26

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ. საარჩევნო კოდექსისი ცვლილებასტან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები ორი თვის ვადაში დასრულდება.

09 მარტი 2021, 08:19

პოლიტიკა

არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

სხდომაზე აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, განისაზღვრება სამუშაო ტაქტიკაც. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, გამოიყენოს შესაძლებლობა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

ნათია თურნავა
ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 08:08

ეკონომიკა

ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს პარლამენტში მოუსმენენ

რამდენად უსაფრთხოა „ნამახვანჰესის“ პროექტი, რა გავლენას იქონიებს გარემოზე და რა ტიპის კვლევები ჩატარდა ახალ ენერგოობიექტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა მთავრობის მეთაურის დავალებით, რამდენიმე დღის წინ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

09 მარტი 2021, 07:56

პოლიტიკა

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

შეფასებები გაკეთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ მოწოდებები კვლავ ისმის. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

კრისტიან დანიელსონი

09 მარტი 2021, 00:48

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავისი წარმომადგენელი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

09 მარტი 2021, 00:42

მსოფლიო

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კახიშვილი

09 მარტი 2021, 00:36

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: თუ დადგინდა, რომ ჩანაწერები 2010 წლის არის, ისმის კითხვა, რატომ არ გამოიძია იმდროინდელმა ხელისუფლებამ

გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, მონტაჟის კვალი ხომ არ არის; თუ ავთენტურობა დადასტურდება, უნდა გაირკვეს, ფიგურანტების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებას, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

ბორის ჯონსონი

09 მარტი 2021, 00:06

მსოფლიო

ბორის ჯონსონი: პრემიერ-მინისტრმა არაფერი უნდა თქვას, როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპის საბანკო ადმინისტრაცია

08 მარტი 2021, 23:37

მსოფლიო

ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო ადმინისტრაციის (EBA) განცხადებით, მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმისას საფრთხე დაემუქრა. უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს და სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს.

08 მარტი 2021, 23:30

COVID19

ნიდერლანდების მთავრობამ კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა

ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.