imedi /  17 მაისი 2019, 17:35 / სანდო წყარო

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სახალხო მსვლელობა იმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა დაიწყო.

მსვლელობაში მრევლი და სასულიერო პირები მონაწილეობენ. მსვლელობის შემდეგ სამების ტაძარში პარაკლისის ჩატარდება, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 14:33

COVID19

აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით

აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებით. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ აშშ-ში დღიურად კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კიბოთი ან გულის დაავადებით.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:32

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ კიდევ ერთი პაციენტი დაგვემატა. გარდა ამისა გვყავს ორი საეჭვო პაციენტი, რომლთაც დღეს ტესტირება უტარდებათ და ვნახოთ. ეპიდანამნეზი ისეთი აქვთ, რომ შესაძლოა კორონავირუსი მათაც დაუდასტურდეს. თუმცა, სანამ არ გვექნება დადასტურებული ანალიზის პასუხი, ვერაფერს ვერ ვიტყვით“, - განაცხადა გოფოძემ.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:27

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტოს დირექტორს კორონავირუსის პანდემიის გადავლის შემდეგ შეარჩევენ

საპენსიო სააგენტოს დირექტორს კორონავირუსის პანდემიის გადავლის შემდეგ შეარჩევენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავა გასაუბრების ახლა ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის. „საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სრულყოფილად ახორციელებს თავის ფუნქციებს.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: დღეის მონაცემებით 122 საწარმოა შემოწმებული

„საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. შემოწმებული საწარმოების დიდი ნაწილი ის სისტემური, მსხვილი საწარმოებია, რომლებიც არ გაჩერებულა და აგრძელებენ მუშაობას. ამ ნაწილში ჩვენ დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს ახალ პირობებზე მორგება და ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 14:16

სამართალი

თეა წულუკიანი: როგორც უწყების ხელმძღვანელს მინდა, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის

როგორც უწყების ხელმძღვანელს, შეიძლება მინდოდეს, რომ ბევრი პატიმარი ძალიან მალე წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება პრეზიდენტს აქვს და ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას, რატომ 9 და არა 19, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალთა საპატიმროში სიმშვიდეა.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:15

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში

„აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს - ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:12

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და იდეალებისადმი ურყევია

„საქართველო მადლობელია პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან პომპეოს პირდაპირი განცხადებებისთვის, ასევე კონგრესის მხრიდან მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოუცხადა 2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, - ნათქვამია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის წერილში, რომელსაც „real clear world“ აქვეყნებს. ელჩის თქმით, ამ კანონპროექტში, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება, გაჟღერებულია მოწოდება აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისკენ რუსეთის კიბერსაფრთხეებთან საბრძოლველად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, „აღიარებულია საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი“.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 14:12

COVID19

პაატა იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა

ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, მათი დაინფიცირება კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში მოხდა.

დავით ბაქრაძე

10 აპრილი 2020, 14:09

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო მხარდაჭერა საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული წინსვლის აღიარებაზე მეტყველებს

„საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მარტის დასაწყისში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ერთგულება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისადმი“, - წერს საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე „real clear world“ -ში გამოქვეყნებულ წერილში სათაურით - „საერთო ღირებულებები: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა“. მისი თქმით, ამ მრავალპარტიული შეთანხმების მიხედვით, რომელსაც წინ უძღოდა მოლაპარაკებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიის ხელშეწყობით, გაიზარდა პროპორციული სისტემით მიღებული მანდატების რაოდენობა.

ლევან გოფოძე

10 აპრილი 2020, 14:08

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 63 პაციენტი იმყოფება, მათგან სამია კორონავირუსით ინფიცირებული.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 14:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მიერ გადაგმული წარმატებული ნაბიჯები აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ეკონომიკური სირთულეები.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება მიმდინარეობს. „ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი. მარნეულსა და ბოლნისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე საუბრობდნენ პირველი დღიდან ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბზის ტოტები

10 აპრილი 2020, 13:57

საზოგადოება

სატყეო სააგენტო: ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან სისხლის სამართლის პასუხისგებას ითვალისწინებს

ბზის შეძენისას მოქალაეებმა ადგილწარმოების შესახებ ცნობა უნდა მოითხოვონ და რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ, - ამის შესახებ Imedinews-ს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტრადიციულად, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ნათია თურნავა

10 აპრილი 2020, 13:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამედიცინო დოლბანდი სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა მისი გარეთ გატანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში წარმოებული დოლბანდის პირბადეების ფასს განმარტავს. ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნედლეულს საქართველო საზღვარგარეთ კომერციულ ფასად ყიდულობს და ერთი პირბადის დამზადება ქვეყანას საშუალოდ 1 ლარი და 8 თეთრი უჯდება.

თეა წულუკიანი

10 აპრილი 2020, 13:54

COVID19

თეა წულუკიანი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე: დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არაა

დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე დასმულ კითხვას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც არსებული საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის დრო მოახლოვდება, გაგრძელებაზე მსჯელობაც იქნება უფრო აქტიური.

ლინდსი გრემი

10 აპრილი 2020, 13:49

COVID19

სენატორი ლინდსი გრემი: ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი

„რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიაში, რამაც ამერიკელების სიკვდილი და რეკორდული უმუშევრობა გამოიწვია, ჩინეთის მთავრობაა დამნაშავე. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

ნათია თურნავა ქართული წარმოების პირბადეებზე: ეს არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდენილი ნივთი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული წარმოების პირბადეს ყველაზე მოდური აქსესუარი უწოდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე პირველ რიგში არის პირადი დაცვის საშუალება და არა მოდური აქსესუარი.

პაატა იმნაძე

10 აპრილი 2020, 13:45

COVID19

პაატა იმნაძე: ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს

ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს COCID-19-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

10 აპრილი 2020, 13:35

სამართალი

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ნიგერიის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ეროვნული ბანკის თანამშრომლები სამსახურში გარკვეული სიმპტომების გამოვლენამდე დადიოდნენ

ეროვნული ბანკის თანამშრომლები იქამდე დადიოდნენ სამსახურში, ვიდრე მათ გარკვეული სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მათთვის სამსახურში სიარულის აკრძალვის საფუძველი არ არსებობდა და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.