imedi /  19 მაისი 2019, 09:59 / სანდო წყარო

ხულოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ხულოში ვახტანგ ბერიძემ საკუთარი არჩევანი 50-ე უბანზე, ღოჯომში გააკეთა. ბერიძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა

„ყველაზე უკეთ ვიცი რა პრობლემებია ხულოში, რა არის გასაკეთებელი და საჭირო, რა უნდა გაკეთდეს რომ ხულო იყოს წარმატებული, თვითმართველობა იყოს ძლიერი და ის საქმე კეთდებოდეს რაც არის ხალხის მოთხოვნა. ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები ყველას მერი. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების ახლიდან შესწავლა. გვაქვდ კონკრეტული გეგმა და გავაგრძელებთ მუშაობას,"- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

25 იანვარი 2022, 14:55

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე

„დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას. ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში, თუ მხარდამჭერ ტექსტებში“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

თამარ ტალიაშვილი

25 იანვარი 2022, 14:53

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ახლა თვალსაჩინო მაგალითს აჩვენებს - როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მეტყველებს იმაზე, რომ მათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს საპარლამენტო მანდატი და რას ნიშნავს იყო ოპოზიციაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა.

ეკა სეფაშვილი

25 იანვარი 2022, 14:51

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და კერძო სექტორის შეხვედრაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საინვესტიციო გარემოს განვითარების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის მიერ „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივების“ თემაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაიმართა.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:46

COVID19

ივანე ჩხაიძე: ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ვაკეთებთ პროგნოზს და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა

ჩვენ „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გვქონდა 20 დეკემბერს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს მოხდა დეკემბრის პირველ ნახევარში. ეს 2-3 კვირიანი განსხვავება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ გავაკეთოთ პროგნოზი და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა, - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2022, 14:44

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება

წინასწარ ცნობილია, რომ გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვასხვაობაა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა როდის და რა ფორმით განაახლებს პარტია სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას.

პაატა მანჯგალაძე

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დაკავებულია მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული

მე მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა, დაკავებული არის მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და მათ უჭირთ მთელ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იქნება ემოციაზე დაფუძნებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 იანვარი 2022, 14:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ორჯერ იყვნენ მოსულები სხდომათა დარბაზში, ორჯერვე ერთადერთი მიზნით - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში

„მათი საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება დღეს უკვე სიახლის მომტანი არ არის, იმიტომ რომ 2 წელი ხელიდან გაუშვეს და ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში არც კრიტიკული თვალსაზრისით, არც საკანონმდებლო მუშაობის კუთხით, არ შემოუტანიათ. ორჯერ იყვნენ მოსულები პარლამენტში, სხდომათა დარბაზში და ორჯერვე ერთადერთი მიზნის გამო - ამხტარიყვნენ მაგიდაზე, მოეწყოთ დებოში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:27

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში საჭიროებს კოვიდინფიცირებული ბავშვი ჰოსპიტალიზაციას

„ამ დროს შეიძლება გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მშობლებისთვის კარგად არის ნაცნობი და რასაც ვაკეთებდით ყოველ ზამთარს გრიპის შემთხვევების მატების დროს. ტემპერატურის მართვა კორონავირუსის დროს და ტემპერატურის მართვა გრიპის დროს არაფრით განსხვავდება. აბსოლუტურად ერთი და იგივე წესები. ასე რომ აუცილებლობა, რომ რახან ბავშვს აქვს კორონავირუსი, უნდა იყოს გადაყვანილი [კლინიკაში], მით უმეტეს „ომიკრონის“ შემთხვევაში, რომელიც „დელტაზე“ სამჯერ ნაკლებად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, არ არსებობს. სამჯერ ნაკლებია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა მდგომარეობაც იმდენად მძიმეა, რომ სჭირდებათ საავადმყოფოში მართვა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძე

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

ივანე ჩხაიძე: არავინ იცის, როგორი გართულება ექნება „ომიკრონს“ გადატანის შემდეგ

იაშვილის კლინიკაში ძირითადად ჰოსპიტალიზდებიან ბავშვები სწორედ მწვავე ფაზის შემდეგ გადატანილი მულტისისტემური ანთებითი სინდრომით, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ბავშვი არ შემოსულა, სადაც „ომიკრონი“ არის დადასტურებული, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რამდენად მაღალია „ომიკრონის“ პირობებში ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთების განვითარების ალბათობა.

25 იანვარი 2022, 14:25

COVID19

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი საათი რჩება „ომიკრონი“ პლასტიკურ ნაწარმსა და ადამიანის კანზე. დეტალურად

კიოტოს მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ შტამი პლასტმასისა და ადამიანის კანის ზედაპირზე მოხვედრის შემთხვევაში, წინა ვარიებზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობს.

25 იანვარი 2022, 14:20

საზოგადოება

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ეს ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

25 იანვარი 2022, 14:08

თავდაცვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თეონა აქუბარდიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევის სამმართველოს უფროსთან, დავით ფერაძესთან შეხვედრა გამართეს.

25 იანვარი 2022, 14:04

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 355 მილიონს გადააჭარბა

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 71 709 180 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 868 512 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების რიცხვით მეორე ადგილზე საფრანგეთია (16 917 8464), მესამეზე კი ინდოეთია (39 799 202).

ირაკლი ღარიბაშვილი

25 იანვარი 2022, 13:51

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გაგრძელდება, ბუსტერ-დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. აღინიშნა, რომ ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი არ იზრდება, რაც „ომიკრონის“ შტამის საკმაოდ სუსტ მიმდინარეობაზე მიუთითებს. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას და ორჯერადად ვაქცინირებული პირების ე.წ ბუსტერ დოზით აცრას.

25 იანვარი 2022, 13:35

მსოფლიო

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია

კამერუნში, სადაც აფრიკის ერთა თასის მატჩები იმართება, ერთ-ერთ თამაშზე დასწრების მცდელობისას, მოედნის შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა. მათგან ერთი ბავშვია. დაშავებულია 38 პირი.

25 იანვარი 2022, 13:23

COVID19

პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ.

25 იანვარი 2022, 13:18

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 143 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.790 პროცენტით, მაქსიმალური 9.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.795 პროცენტით განისაზღვრა.

25 იანვარი 2022, 13:15

საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა, რომ თავიდან აიცილონ ელექტროენერგიის დავალიანების დაგროვება

დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა გამოიწვია. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, იანვრის ბოლომდე გადავადდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 იანვარი 2022, 12:53

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დიდი ხანია გუბაზი პირდაპირ სააკაშვილის რუპორად არის ქცეული. სწორედ, გუბაზის პირით შეუთვალა ოპოზიციას მიშამ, რომ არიან ნულები და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ

როგორც გაფუჭებული საათი დღე-ღამეში ორჯერ აჩვენებს ზუსტ დროს, ხანდახან გუბაზის მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსებიც ამბობენ სიმართლეს. თუმცა, აქ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ეს უგვანო რას ამბობს, იმას აქვს მნიშვნელობა, რატომ ამბობს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას „ნულების პარადი“ უწოდა.

გუბაზ სანიკიძე

25 იანვარი 2022, 12:49

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე: ნულების პარადია, ჩემ თავსაც ვგულისხმობ

„ნულების გადანაცვლებით, ნულების პარადია... ჩემ თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციაში“ სტუმრობისას.