შალვა შავგულიძე მთაწმინდელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
შალვა შავგულიძე
ფოტო: არქივი
ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ნომერ მე-10 საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"არჩევნების დღე არის ის მომენტი, როცა კონსტიტუციური დებულება, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ხალხია, უშუალო და პირდაპირ მოქმედებაშია, ვინაიდან ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობასა და სიღარიბეს, თავისუფლებას, საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციას და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის. მივმართავ მთაწმინდელებს არ დავრჩეთ სახლში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძე, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია, საბურთალოს რაიონშია ჩაწერილი, ამიტომ მთაწმინდაზე ხმა არ მიუცია. საარჩევნო უბანზე ის შვილს მიჰყვა.
21 მარტს პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესახებ განაცხადეს. სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება, რომელსაც ის წარსულში დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელებს უწოდებდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 19 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამ ორი პარტიის კანდიდატი შალვა შავგულიძეა.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 10:50
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის შვიდ მოქალაქეს და ორ გემს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის შვიდი მოქალაქე და ორი გემი სასანქციო სიიდან ამოიღო. შესაბამისი განკარგულება ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
25 ივნისი 2026, 10:21
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 10:19
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს
მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია. დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
25 ივნისი 2026, 10:18
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.
25 ივნისი 2026, 10:06
რეგიონი
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
25 ივნისი 2026, 10:05
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
25 ივნისი 2026, 10:01
მსოფლიო
POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:55
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 09:50
კულტურა
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა
ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.
25 ივნისი 2026, 09:47
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
25 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 09:43
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება
ჯიღაურაში, ზაქაროსა და ნავაზში. იგება ასფალტის საფარი, გარკვეულ ადგილებში ეწყობა სანიაღვრე არხები და წესრიგდება მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წეროვნის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც პარალელურად, ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობაც გრძელდება.
25 ივნისი 2026, 09:39
კულტურა
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს
ხელოვნების სტუდია „არტ იბერიამ" და თეატრალურმა სტუდია „ბერიკამ" თამარ ქორიძის ხელმძღვანელობით ერთობლივი, წლის შემაჯამებელი ქორეოგრაფიულ–თეატრალური კომპოზიცია წარადგინეს, რომლის სახელწოდებაცაა „მზისკენ’’და აგებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე.
25 ივნისი 2026, 09:32
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო მუნიციპალურ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამასთანავე, მარტყოფში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრული განახლება მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სართიჭალაშიც.
25 ივნისი 2026, 09:28
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩივთქილისსა და საბეჭისში.
25 ივნისი 2026, 09:25
საზოგადოება
ბათუმში დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოს საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, საზღვაო განათლების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციამ, საერთაშორისო აღიარების გეოგრაფიის გაფართოებამ და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე და გააძლიერა ახალგაზრდების ინტერესი ამ პროფესიის მიმართ.
25 ივნისი 2026, 09:20
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას დაეხმარება.
25 ივნისი 2026, 09:18
პოლიტიკა
ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.
25 ივნისი 2026, 09:03
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
25 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. არიან დაღუპულები
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ახლოს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


