იმამკულიევი: „ქართული ოცნება“ აგრძელებს აგრესიით და ზეწოლით ბრძოლას
აჰმედ იმამკულიევი
ფოტო: თამარ გოგესაშვილი
მარნეულში, 67-ე უბანზე ხმა მისცა ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა. მისი თქმით, მარნეული იქნება ქალაქი, საიდანაც მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დაიწყება.
მერობის კანდიდატმა საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ ,,ქართული ოცნება“ აგრესიითა და ზეწოლით ცდილობს საარჩევნო მარათონში გამარჯვებას.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრები კვლავ დაბომბა
რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის, ლოგისტიკური ცენტრები სანქტ-პეტერბურგში, ტვერსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 08:48
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა. 6%-იანი მკვეთრი ზრდის შედეგად, ბრენტის მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა დღეს 100 დოლარი და 14 ცენტი შეადგინა, ხოლო დასავლეთ ტეხასური ნავთობის ღირებულებამ 90 დოლარსა და 98 ცენტს მიაღწია.
24 ივლისი 2026, 08:35
მსოფლიო
აშშ-მა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს
შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს. ამის გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა მათ, მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის.
24 ივლისი 2026, 08:25
რეგიონი
უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა
უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში — სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისევე როგორც სოფელ შოყაში — დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც.
24 ივლისი 2026, 08:17
სამართალი
ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ
ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
24 ივლისი 2026, 08:09
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
24 ივლისი 2026, 08:01
საზოგადოება
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.
24 ივლისი 2026, 07:47
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის
„ჩვენმა სახელმწიფომ ხუთი, თუ ოთხი რევოლუციის მცდელობა აღკვეთა. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა იყო პარლამენტში, ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანს, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და უცებ ასეთი ადამიანი ასეთ საქციელს სჩადის. კითხვა იბადება, რას უნდა უკავშირშირდებოდეს, რამ განახორციელებინა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?! თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ, ვის მიერ იგეგმება და არაერთხელ გვისაუაბრია აკერმანის ტრენინგებზე, სხვა კი არაფერი ხდება.
24 ივლისი 2026, 05:15
მსოფლიო
ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები - „ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები.
24 ივლისი 2026, 04:55
მსოფლიო
აშშ 60 სავაჭრო პარტნიორს 10%-იდან 12.5%-მდე ტარიფებს უწესებს
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ხუთშაბათს ათეულობით ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროებით 10%-იან ტარიფს ჩაანაცვლებს - ამ უკანასკნელს ვადა აღმოსავლეთის დროით შუაღამისას ეწურება.
24 ივლისი 2026, 04:35
მსოფლიო
ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი
ილონ მასკმა გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეკვეცას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
24 ივლისი 2026, 02:32
საზოგადოება
GWP: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო აბონენტების ნაწილისთვის წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვის შესახებ ავრცელებს განცხადებას.
24 ივლისი 2026, 02:26
საზოგადოება
სახელმწიფო ელექტროსისტემა: ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემა იმ რეგიონებისა და თბილისის რაიონების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება.
24 ივლისი 2026, 02:13
საზოგადოება
დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა - ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს
დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა - ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ინფორმაციას სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 01:01
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი
ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით ამ ქვეყნების ღირსეული დამოკიდებულება სამაგალითოა.
24 ივლისი 2026, 00:35
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, დღეს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ქვეყანა განავითაროს.
24 ივლისი 2026, 00:09
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას
„საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
24 ივლისი 2026, 00:03
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჟენევაში გახლდით საკმაოდ საინტერესო ფორუმზე: ხელოვნური ინტელექტის როლი არსებულ რეალობაში“. ჩვენი ფუნქციაც და როლიც ის არის, რომ დავიცვათ საზოგადოება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, დავიცვათ ადამიანი და არა თუ დამაზიანებელი, პირიქით, გავხადოთ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტის შექმნისა და თვითრეალიზების დამხმარე საშუალებად
მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც ის დაესწრო იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ შეძლოს ხელოვნური ინტელექტის პოზიტიურ ჭრილში გამოყენება.
23 ივლისი 2026, 23:57
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ერთ-ერთი, რაც პროცესებს აფერხებს, არის ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ილუზიურ პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია. შეცოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები. ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდნენ ჯანსაღ აზროვნებას
ერთ-ერთი, რაც პროცესებს აფერხებს ეს არის ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მცირე მხარდამჭერები ჰყავთ მიუხედავად იმისა, რომ უნდათ წარმოაჩინონ თითქოს ისინი არიან უმრავლესობა და ამ ილუზიურ პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია. შეცოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები. ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდნენ ჯანსაღ აზროვნებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა
23 ივლისი 2026, 23:56
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს
მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არ მალავს, რომ ამ დრომდე იყო ბევრი სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ვერ ახერხებდა.


