Imedi /  19 მაისი 2019, 15:14 / სანდო წყარო

შსს: უბნებზე მომხდარი ინციდენტების გამო 5 ადამიანი იყო დაკავებული

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე. 

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში. პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამჟამად დაკავებულთა უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.

ყველა სიახლე

29 იანვარი 2022, 15:18

კულტურა

ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 15:02

ეკონომიკა

კელი დეგნანი ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურზე: მსგავსი პროექტები საქართველოში დიდ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას განაპირობებენ

„ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო ნათია, ბატონო სოსო, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო „პეის გრუპისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

კელი დეგნანი

29 იანვარი 2022, 14:42

ეკონომიკა

კელი დეგნანი: ფოთის პორტი არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, სიმბოლოა ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის

ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, პატივს ვცემთ თავისუფლებას, ნავიგაციას, წვდომას საზღვაო გზებზე და ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს პორტი არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:37

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა

ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაციაა, ამიტომ ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეშლი ბარტი

29 იანვარი 2022, 14:33

სპორტი

ეშლი ბარტი „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამარჯვებულია

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი „ავსტრალიის ღია პირველობის“ გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში მან ამერიკელი დანიელ კოლინზი 6:3, 7:6 დაამარცხა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:24

ეკონომიკა

პრემიერი ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნაზე: ჯამური ინვესტიცია შეადგენს $93 მილიონს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ $120 მილიონამდე გაიზრდება

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 იანვარი 2022, 14:19

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის

„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

29 იანვარი 2022, 14:04

რეგიონი

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ჯო ბაიდენი

29 იანვარი 2022, 13:30

მსოფლიო

WSJ: ბაიდენის სასანქციო გეგმა ეხება ბანკებსა და იმპორტს, მაგრამ ​SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას არ ითვალისწინებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თეთრი სახლი აპირებს, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, სახელმწიფო კომპანიებსა და იმპორტის სექტორს, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

გია აბაშიძე

29 იანვარი 2022, 13:28

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ შექმნან პანიკა საზღვრებთან რუსული ჯარების მომრავლების გამო, ნაცოპოზიცია კი ზედმეტად წიოკობს

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ოფიციალური კიევი დასავლეთს მოუწოდებენ, რომ არ შექმნან პანიკა საზღვრებთან რუსული ჯარების მომრავლების გამო. ჩვენი ნაცოპოზიცია კი ზედმეტად წიოკობს. იქ, სადაც არაა საჭირო, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

თამთა მეგრელიშვილი

29 იანვარი 2022, 13:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: რაო, მიხეილ, აბა, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო?! იცნობდი და თან როგორ - ქონებასაც ჩუქნიდი

მეგრელიშვილი აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ფიზიკური პირის მეგის ქარდავას ძმისთვის, ლევან ქარდავასთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.

29 იანვარი 2022, 12:56

მსოფლიო

Reuters: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო, რაც შესაძლოა მომავალში დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ დასჭირდეს

რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამ ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით წერს.

29 იანვარი 2022, 12:34

COVID19

29 იანვრის მონაცემებით, ბუსტერ დოზით 151 998 ადამიანია აცრილი

29 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 704 957 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

29 იანვარი 2022, 12:12

საზოგადოება

დიდუბის რაიონში, კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა.

29 იანვარი 2022, 11:51

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას 1-ელ თებერვალს მიიღებს

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი გადაწყვეტილებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში მიიღებს. სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან დაკავშირებით მსჯელობა 31 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. განხილვის შემდეგ დასკვნა მომზადდება, რომელსაც შემდეგ კომიტეტი პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ოთარ ჩოკოშვილი

29 იანვარი 2022, 11:25

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: შედარებით მძიმე ფორმების მიუხედავად, პაციენტებში ძალიან ნაკლებია დაავადების გართულება და ლეტალობაც

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით კლინიკები იმ მდგომარეობამდე არ არის, რომ ადგილები არ იყოს. შედარებით მძიმე ფორმების მიუხედავად, პაციენტებში ძალიან ნაკლები რაოდენობით ხდება დაავადების გართულება და ლეტალობაც, საბედნიეროდ, ბოლო მონაცემებით იკლებს.

სალომე ზურაბიშვილი

29 იანვარი 2022, 11:14

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ბოლო წელიწადნახევარია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მას ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

29 იანვარი 2022, 11:09

სამართალი

პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ორი ბრალდებული დააკავა

სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

29 იანვარი 2022, 11:07

სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.

29 იანვარი 2022, 10:57

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 310 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 310-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 704 957 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.