საგარეო უწყება პარიზში მყოფი ქართველებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს
ბოლო საათებში პარიზის ცენტრში მომხდარი იციდენტის გამო, რომლის დროსაც სროლას ორი პოლიციელი ემსხვერპლა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.
თუმცა, უცხოური მედია იუწყება, რომ სროლები ამ წუთებშიც გრძელდება და შესაძლოა მომხდარი ტერაქტადაც შეფასდეს.
ინციდენტი ცოტა ხნის წინ ელისეს მინდვრების ქუჩაზე მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
თუმცა, უკანასკნელი ცნობებით უკვე ორი პოლიციელია გარდაცვლილი. საქმეს ანტიტერორისტული სამსახური იძიებს.
სამართალდამცველების ცნობით, ადამიანი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. თუმცა, ლაპარაკია ასევე სავარაუდოდ ორ თავდამსხმელზე.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 10:40
ტაბლოიდი
დარიო ვიტალე Emporio Armani-სა და Giorgio Armani Accessories-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა
„Armani-ს აქვს ძლიერი მემკვიდრეობა და ცნობადი სტილი - ტრადიციები, რომლებიც ათწლეულებს ითვლის და რომლებმაც მოდის ისტორია ჩამოაყალიბა. მე ამ ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვუდგები, რადგან ჩვენ ერთად ვეყრდნობით ამ მდიდარ საძირკველს და ახალ ეპოქას ვხსნით“, - განაცხადა ვიტალემ.
17 სექტემბერი 2026, 10:35
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:33
სპორტი
ირაკლი დოლაბერიძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას დაესწრო
აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხი. ახალგაზრდული ოლიმპიადა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება.
17 სექტემბერი 2026, 10:33
მსოფლიო
The Guardian: ტრამპი კანადისთვის ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შეთავაზებას „სასაცილოს“ უწოდებს და ბრიუსელს ტარიფებით ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს „სერიოზული ტარიფებითა და სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით“ დაემუქრა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კანადას ბლოკის პირველი ასოცირებული წევრობის შეთავაზება გაუკეთა. მან ინიციატივას „სასაცილო“ უწოდა, იუწყება The Guardian-ი.
17 სექტემბერი 2026, 10:32
სამართალი
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 70 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 10:31
კულტურა
ვატიკანი ისტორიაში პირველად „ოსკარზე“ ფილმს წარადგენს
„ჯაკომოს ისტორია იმსახურებს, რომ მის შესახებ ყველამ შეიტყოს, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ გვექნება შესაძლებლობა, ფილმი „ოსკარის“ პრემიის ნომინანტთა სიაში ჩავრთოთ“, - განაცხადა ვატიკანის საზოგადოებასთან ურთიერთობის დიკასტერიის ხელმძღვანელმა, პაოლო რუფინიმ.
17 სექტემბერი 2026, 10:27
სამართალი
პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:20
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.
17 სექტემბერი 2026, 10:11
რეგიონი
გივი მიქანაძემ ბათუმში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026 გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გახსნა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
17 სექტემბერი 2026, 10:07
მსოფლიო
მედია: კიევზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია
რუსეთმა გვიან ღამით კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, იუწყება უკრაინული მედია.
17 სექტემბერი 2026, 09:49
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება.
17 სექტემბერი 2026, 09:40
რეგიონი
კახეთში რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ამ დროისთვის გადამუშავებულია 11 ათასამდე ტონა ყურძენი
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს.
17 სექტემბერი 2026, 09:35
ჯანდაცვა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
17 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების კვლევითი ინსტიტუტის (KNPRC) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
დელეგაციის წევრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
17 სექტემბერი 2026, 09:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი დავხედავთ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, პირდაპირ ჩანს, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის - ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი
უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა - აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“’-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მთავარი რეცეპტია მშვიდობის შენარჩუნების.
17 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებსა და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს შეეხება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 08:56
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში
ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 08:46
სპორტი
სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ემზარ ზენაიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
ემზარ ზენაიშვილი გახლდათ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ზაფხულისა და ზამთრის არაერთ ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე.
17 სექტემბერი 2026, 08:42
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა.


