პარლამენტში პრემიერმინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მთავარი
მამუკა ბახტაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პარლამენტში პრემიერმინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. სხდომა ხმაურით გაიხსნა. თავდაპირველად დეპუტატებმა პროცედურებზე იკამათეს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა რეპლიკით სიტყვა პრემიერსაც რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრის მოსმენა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვეს. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ქვეყნის პრემიერმინისტრი იმ რეალურ გამოწვევებზე არ ლაპარაკობს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. მისივე შეფასებით, დღევანდელი გამოსვლა სადღეგრძელოებს ჰგავს.
"ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში კითხვის დასმის დროს ლარის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის მმართველობის პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა.
"ამ პარლამენტმა თქვენს წინამორბედს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ფრაქციის თავმჯდომარემ კითხვა დაუსვა - არის თუ არა განსაზღვრული მთავრობაში ის მიჯნა, რომლის ქვემოთაც ლარი უკვე აღარ გამყარდებაო. ალბათ, გახსოვთ, ხომ?! ალბათ, იცით, რომ ლარი უკვე გაუფასურების პიკზეა. ამ გაუფასურებულ ვალუტაში ინახავთ ჩვენი მოქალაქეებისგან იძულებით ამოღებულ ფულს, რომელიც თქვენ, თურმე უკეთესად იცით, სად წაიღოთ. ამ დროს, საინვესტიციო საბჭოც არ არის შექმნილი, რომელმაც უნდა დააბანდოს ეს თანხა. პარალელურად, 700 000-ზე მეტ სესხზე ჩვენს მოქალაქეებს უარი უთხარით, ფინანსებზე წვდომა შეუზღუდეთ. თქვენ ხართ მთავრობა, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა“, - განაცხადა კახიძემ.
საუბარი შეეხო საბანკო რეგულაციებსაც, რომელზეც პრემიერმა დაწვრილებით ილაპარაკა. "ეს იყო რეგულაციები ფინანსური სექტორის მისამართით და არა საბანკო რეგულაციები. მოდი, ყველამ კარგად გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ჩემი ინიციატივები ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ უკვე მთავრობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივები შემდეგში მდგომარეობდა - პირველი, რომ დაგვეწესებინა ჭერი საპროცენტო განაკვეთებზე და არ ყოფილიყო 700 და 800 პროცენტიანი სესხები საქართველოში, ის უსამართლო თამაშის წესები, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ. მეორე - ყოფილიყო ჯარიმებზე და საურავებზე მაქსიმალური ზღვარი, რომ ადამიანს სახლი არ დაეკარგა ამის გამო. შემოვიდა ზღვარი 200 000 ლარზე, რომ ყოფილიყო ლარიზაციის წახალისება, რომ ყოფილიყო რეალური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენს საბანკო სექტორში გაჩნდა პროდუქტი -7 პროცენტიანი სესხი ლარში. მინდა შეგახსენოთ თქვენს პერიოდში საპროცენტო განაკვეთი რამდენი იყო? 21 პროცენტი, გაიხსენეთ, სამჯერ შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.
რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები", - თქვა ბახტაძემ.
პრემიერს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც მოუხდა განმარტების გაკეთება.
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ ადამიანების გულის მოსაფხანად დამატება შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს სია კონკრეტული შედეგისთვის გვჭირდება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიაში რუსეთის მოქალაქეების შეყვანასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანების ბრალეულობის სტანდარტი, რომლებიც სიაში შევლენ, მაღალი უნდა იყოს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარების საშუალება ჰქონდეს.
„პარლამენტში, მათ შორის თქვენი მონაწილეობით მხარდაჭერილი რეზოლუცია გულისხმობს, რომ ამ სიაში ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არიან ან უკვე ბრალდებული, ან მსჯავრდებული. თუ ადამიანი მსჯავრდებული ან ბრალდებულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მოქალაქეა. თუ მას აქვს სასტიკი დანაშაული ჩადენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ის უნდა იყოს შესული ამ სიაში. ასეა? ასე, რომ მოქალაქეობას თავი დავანებოთ. ყველა ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა შევიდეს ამ სიაში. რატომ, რისთვის გვინდა, სიაში ადამიანების შეყვანა? რომ გული მოვიფხანოთ პოლიტიკურად და რეალურად მერე იმპლემენტაციის საშუალება არ მივცეთ ჩვენს მეგობრებს?! ჩვენ ხომ საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს სანქციების რეალურ ცხოვრებაში გატარება. შესაბამისი ორგანოები მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. არის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში, მათ შორის იმ ეპიზოდზე, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მოხდეს ამ სიის გაფართოება. იქნება მაღალი სტანდარტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მეგობრებს, გაატარონ ეს სანქციები რეალურ ცხოვრებაში. სხვანაირად, თუ გულის მოფხანა გვინდა, რომ სიაში უბრალოდ ჩავწეროთ ადამიანები და მერე არაფერი მოხდეს, ეს საქმეს არ მოიტანს. ჩვენ ეს სია გვინდა კონკრეტული შედეგისთვის“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძე განათლების საკითხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს.
„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას - განათლებას და საქართველოს მომავალს", - თქვა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, დადგნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღმა და მხარი დაუჭირონ ეროვნულ იდეას. „ორი დღის წინ ამ დარბაზში ძალიან მნიშვნელოვან კანონმდებლობას ეყარა კენჭი. ეროვნულ იდეას - განათლებას. მე მსურს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს გითხრათ, რომ ეს იყო საკითხი, რომელზეც მქონდა იმედი, რომ შეძლებდით და გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესების ჩარჩოდან. ეს ეხება ყველას, როგორც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, ასევე პარლამენტს გარეთ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა ეროვნულ იდეას, განათლებას და საქართველოს მომავალს. მე მინდა ყველა მასწავლებელმა, მოსწავლემ, მათმა მშობლებმა, პროფესორებმა, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას განათლებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ბატონო რომან, თქვენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი იყავით ერთადერთი, რომელიც წახვედით წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ მეორე შანსი, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროთ საქართველოს მომავალს. იმ მომავალს, რომელიც საშუალებას მოგვცემ დავძლიოთ ყველაფერი ის, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ყველას მოვუწოდებ, დადგეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჩარჩოების მიღმა. დადგეს იქ, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მხარი დავუჭიროთ ეროვნულ იდეას, განათლებას, საქართველოს მომავალს და ერთიან წელში გამართულ საქართველოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტში დღესვე ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


