imedi /  11 ივნისი 2019, 23:53 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისგან მეტი ინვესტიციები გვჭირდება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყველა მოიაზრებს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში იყო, სადაც წარმატებული კომპანიების ლიდერებს შეხვდა. 

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიში. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიო ინოვაციების უდიდესი ნაწილი ხდება. ეს არის ადგილი, სადაც საფუძველს იღებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ორიენტირებული არინ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის შექმნაზე და რა თქმა უნდა საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი და შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ამერიკელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნაზე, სწორედ საქართველო უნდა იყოს რეგიონის ლიდერი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ , რომ სილიკონ ველის ყველა ეს წარმატებული პარტნიორი ევრაზიის კონტინენტზე იყოს სწორედ საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ორიენტირი არის აღებული საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.

„განათლებაში მასშტაბური ინვესტიციების გარეშე ჩვენ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვერ ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანმა ინვესტორებმა მიიღეს ეს ინფორმაცია და ამავე დროს, უკვე გვაქვს ჩვენ კონკრეტული პროექტები. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა, ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა და დღეს არის რეალობა, რომ საქართველოში შენდება მზის პანელების საწარმოები, საქართველოში შენდება ელექტრომობილების წარმოების ქარხანა და ეს არის სწორედ ის კონკრეტული რეალობა, რომელიც ჩვენ შევძელით და შევქმენით. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ზღვაში წვეთი. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები, სწორედ ისეთი კომპანიებისგან, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით - ძლიერი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისგან, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და როგორც შედეგი, დავამარცხოთ სიღარიბე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

30 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა

ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.

დავით ჩხეიძე

30 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.