კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის პრობლემების განსახილველად იწვევს
ფოტო: Facebook
კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს.
კომისიის ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.
ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიისა და EBRD-ის დაფინანსებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტზე 2 წელი მუშაობდა. კერძოდ, სამუშაო პროცესში ჩართული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა Grant Thornton-ი, Analysys Mason-ი და Pierstone-ი.
ასევე, ევროკომისიის დაფინანსებით, კანონპროექტებში ცვლილებების პაკეტზე კომისიასთან ერთად მუშაობდა ბელგიელი მედია ექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი, რომელიც წლების განმავლობაში, იკავებდა ბელგიის მედია მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის და მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) თავმჯდომარის თანამდებობებს.
კომისიის ცნობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეს ისეთი სენსიტიური და მნიშნელოვანი საკითხები, როგორიც არის სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა მოქმედი კანონმდებლობით არ ითვალისწინებს მაუწყებლებისთვის რეგულირების ეფექტიან მექანიზმებს და ასეთი საკითხები მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილება. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრება დაუშვებელია, რაც ევროკომისიის დაფინანსებით მოწვეული ექსპერტების დასკვნით, შეუსაბამობაშია ევრო დირექტივასთან და კანონში ცვლილებებს საჭიროებს.
ევროპელი ექსპერტების მიერ კომისიისთვის შემოთავაზებული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების თვითრეგულირებიდან მთლიანად ამოღება და საკითხის სრულად კომისიისათვის დაქვემდებარება. აღნიშნულმა რეკომენდაციებმა ასახვა ჰპოვა კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც კომენტარებისთვის გაეგზავნათ, როგორც მაუწყებლებს, ისე მედიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, ასევე თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიამ გადაწყვიტა პირველ ეტაპზე გასაჩივრების უფლება კვლავ მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოში დარჩენილიყო, ხოლო კომისიაში, ან სასამართლოში საკითხის გასაჩივრება მხოლოდ მას შემდეგ გამხდარიყო შესაძლებელი, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნებოდა უკმაყოფილო.
თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში, ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის თავად თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას და მაუწყებლები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან საჩივრებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურად მუშაობას და ამას თავად არასამთავრობო სექტორიც ადასტურებს.
კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სასამართლოში. კომისიის მიერ პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ, არასამთავრობო სექტორმა დააყენა საკითხი, რომ თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიაში გასაჩივრება მაუწყებლებისთვის რისკებს შეიცავდა.
კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი რისკის შემცველი არ არის და ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაა. მიუხედავად ამისა, კომისიამ არასამთავრობო სექტორს ევროკომისიასთან წერილის გაგზავნა შესთავაზა, რათა დაზუსტდეს, ხომ არ შეუქმნის აღნიშნული ცვლილებების განუხორციელებლობა საფრთხეს ასოცირების ხელშეკრულებას. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია რაც შედგა, თუმცა კომისიას მათგან დამატებითი ინფორმაცია, ან კომენტარი ამ დრომდე არ მიუღია.
თავის მხრივ, კომისიამ აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ დაზუსტების მიზნით, წერილობით მიმართა ევროკომისიას და ელოდება მათ პასუხს. კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დაიცვას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ქვეყნის ევროპულ განვითარებაზე იზრუნოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთანაა დაკავშირებული-ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპაა“ (CREATIVE EUROPE), რომელიც ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, საქართველო ჩაერთო პროგრამაში კულტურის ქვეპროგრამის მიმართულებით.
რაც შეეხება მედია ქვეპროგრამას, აუდიოვიზუალური დირექტივის არქონის გამო, საქართველო ნაწილობრივ არის ჩართული მასში და არსებული 14 დაფინანსების სქემიდან (კონკურსიდან) ქართველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ მხოლოდ 4 კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ქართველ ბენეფიციარებს უკვე აქვთ 280,000 ევროს ოდენობით თანხა მიღებული.
ამ კონკურსებში ქართველი აპლიკანტების მონაწილეობა, უმნიშვნელოვანეს 10 კომპონენტში სწორედ იმიტომ იზღუდება, რომ „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებების შეტანა არ განხორციელებულა. აღნიშნულის გამო, ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა იმ კონკურსებში, რომლის ბიუჯეტიც 1,50 მილიარდი ევროა. აღნიშნული შესაძლებლობა ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.
28 მაისი 2026, 18:44
მსოფლიო
AXIOS: აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო
აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მაისი 2026, 18:44
პოლიტიკა
პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.


