15 ივნისი 2019, 23:07 / სანდო წყარო

კახა ბექაური: ტყუილია რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული

კახა ბექაური

კახა ბექაური

„ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა“.

„ასოცირების ხელშეკრულება რეკომენდაციას კი არ გვაძლევს, გვავალდებულებს დირექტიული ვალდებულებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლებები შეილახა, მას მიეცეს შესაძლებლობა, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, გაასაჩივროს კომისიაში, ან სასამართლოში“, - აცხადებს ბექაური და განმარტავს კანონში არსებულ ხარვეზსა და იმას, თუ რატომ არის საჭირო სიძულვილის ენისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხების გასაჩივრების შესაძლებლობა აუცილებელი.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ თქვენი, ან ნებისმიერი სხვა ეთერით, პიროვნების მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა და ირღვევა მისი უფლებები, თუ მის მიმართ გაისმა დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მას შეუძლია მხოლოდ იმ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში იჩივლოს, სადაც მისი მისამართით ეს ყველაფერი გაჟღერდა. თვითრეგულირების ორგანოს განაჩენის გასაჩივრება პირს არსად აღარ შეუძლია, დღევანდელი კანონით პირი ჩივის დამრღვევთან და თუ დამრღვევმა არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, ის ვერსად ვეღარ იჩივლებს“, - თქვა მან.

ბექაურის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ინფორმაცია მოისმინა, მაშინ როდესაც რეალურად ეს ცვლილება არა შეზღუდვისკენ, არამედ ზუსტად თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„ის ცვლილებები, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და ასახულია პროექტში ჩვენს მიერ, სწორედ თვითრეგულირების ორგანოების  გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, სიძულვილის ენის და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხი, რჩება თვითრეგულირების ორგანოში, სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს თვითრეგულირება და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება. კომისიაში, ან სასამართლოში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს ეს საკითხი, რაც თვითრეგულირების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება დაინტერესებული პირი.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქმედითი მექანიზმი საჭიროა, რომ მედიამ და ჟურნალისტებმა არ შეუწყონ ხელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ან განსხვავებული მსოფლმხედველობა, განსხვავებული ორიენტაცია, ან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წევრი იყოს პირი, მის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, შესაბამისად, როდესაც მედია საშუალება ან ჟურნალისტი აძლევს საშუალებას პირს, რომ ასეთი რამის ტირაჟირება გააკეთოს, დამეთანხმებით ალბათ, რომ უნდა არსებობდეს ქმედითი მექანიზმი, გარდა იმისა, რომ მივიდეთ დამრღვევთან და დამრღვევის განაჩენი იყოს საბოლოო. ამის გარდა, უნდა არსებობდეს შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება, სად უნდა გასაჩივრდეს ხომ ვერ მეტყვით, თვითრეგულირების ორგანოს გარდა?! ეს არ არის ჩემი მიდგომა, ევროპამ ეს სტანდარტი დიდი ხანია დაადგინა, როდესაც წითელი ხაზები იკვეთება ან სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, ან - მარეგულირებელში. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
 

ბექაურის განცხადებით, თუ მედიას არ ექნება მაღალი პასუხისმგებლობა და არ დაიცავს საზოგადოების ინტერესებს, პოლიტიკური სპექტრი არასოდეს იქნება მზად უარი თქვას სიძულვილის ენაზე. „თუ მედია დაიცავს მაღალ სტანდარტს და მოწოდების სიმაღლეზე იქნება, პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენას ვეღარ გამოიყენებენ“.

კითხვაზე თუ როგორ უნდა დაიცვას მედიამ ეს სტანდარტი პირდაპირი ეთერის დროს, კახა ბექაური ამბობს, რომ ჟურნალისტს ამის გაკეთება ყოველთვის შეუძლია.

„ჩემზე კარგად იცით ჟურნალისტებმა, რომ გაქვთ საშუალება, როდესაც თქვენი რესპონდენტი სიძულვილის ენას იყენებს, გააჩეროთ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, ხანდახან ისინი არ გემორჩილებიან, მაგრამ თქვენ გაქვთ ბერკეტები, კერძოდ, თუ რესპონდენტი ბევრჯერ იყენებს სიძულვილის ენას აღარ მოიწვევთ მას ეთერში. მოგეხსენებათ სიძულვილის ენის რთული ფორმები გარკვეული თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება, შესაბამისად, თუ დანაშაული ხდება და თქვენ ფაქტს აშუქებთ, კონტექსტიდან გამომდინარე ფაქტის გაშუქებისთვის თქვენ თუ გჭირდებათ რომ ეს ასახოთ და სიძულვილის ენა მოხვდეს ეთერში იმისთვის, რომ ფაქტი კარგად მოყვეთ, რა თქმა უნდა ეს განხილული არ იქნება როგორც დარღვევა, კანონიც ამას განმარტავს ასე და მთელს ევროპაში ასე განიმარტება, ამიტომ დაზღვევა, რომელიც თქვენ წამოჭერით თავისუფლად არის შესაძლებელი, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენის გამიზნულ და მიზანმიმართულ  ტირაჟირებაზე, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლებები“.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომისია ორ წლის განმავლობაში ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისა და უწყებისთვის და ახლაც ღიაა დისკუსიისთვის.

კახა ბექაურმა ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს და 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლებას აბსურდული უწოდა და თქვა, რომ დღეს 2007 წელთან შედარებით, კანონი რადიკალურადაა შეცვლილი, რომ მაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზია საერთოდ აღარ არის საჭირო და ნებისმიერ პირს მაუწყებლობის დაწყება მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით 10 დღეში შეუძლია.
 
„საზოგადოებას კარგად ახსოვს ტელევიზიებს საერთოდ ლიცენზიები არ ეძლეოდა და ტელევიზიები არ იხსნებოდა, არავის, არც ერთ აღმასრულებელ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონით რაიმე შეზღუდვა მოახდინოს პროცესზე. კანონით მოხსნილია ყველანაირი ბარიერები, რომ უარი ეთქვას მედიას ავტორიზაციაზე, ამიტომ ავტომატურ რეჟიმში იღებს ფაქტობრივად ნებისმიერი პირი ტელევიზიის გახსნის უფლებას. რადიკალურად განსხვავებული კანონმდებლობა და მიდგომებია 2007 წელთან შედარებით. რაც შეეხება ჯარიმებს და სანქციებს, ბევრ ტყუილებს ვისმენ, მათ შორის არასამთავრობო სექტორისგან და ყალბ ინფორმაციას, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც არსებობდა, რომლის აზრსაც პატივს ვცემდი და არასწორ ინფორმაციას არ ავრცელებდა ხოლმე, ახლა მათაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, მაგალითად ნათია კუპრაშვილი, რომელმაც თქვა რომ ასეთი რამ ევრო დირექტივაში არ წერია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, მაგრამ არ წერია, რომ ეს უნდა იყოს რეგულირებაში - ეს არის ტყუილი, რადგან ზუსტად ასე წერია დირექტივაში, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი და მას უნდა შეეძლოს ადეკვატური სანქციის გამოყენება. ეს ჩანაწერია, შესაბამისად, სანქციას ვერ გამოიყენებს ვერც თვითრეგულირების ორგანო და ვერც ერთი არასახელმწიფო ორგანო, ანუ ის, რომ ამაზე არის საჭირო რეაგირება და ამაზე უნდა გამოყენებულ იქნას სანქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და გააჩნდეს ამის ბერკეტი“.

მისივე განცხადებით, ტყუილია იმაზე საუბარიც, რომ ამ ცვლილებით რომელიმე არხის მაუწყებლობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე და არხი დაიხუროს.

„რაც შეხება სანქციებს ჩვეულებრივი სტანდარტული სანქციებია, გაფრთხილება, პატარა ფინანსური სანქცია, რომელიც დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ,  არის მაუწყებლის მთლიანი შემოსავლის 01%, შემდგომ მესამე დარღვევის შემთხევაში ეს შეიძლება იყოს 05% მთლიანი შემოსავლების და ა.შ. მეოთხე, ან მეხუთე დარღვევაზე შეიძლება მივიდეს განხილვა ავტორიზაციის შეჩერებაზე, და არა - გაუქმებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, რომლის გაგრძელება ავტომატურად მოხდება, მაშინ  როდესაც მაუწყებლის მხრიდან აღმოფხვრა მოხდება დარღვევის, ეს სანქციები არანაირად არ არის ისეთი სანქციები, რომელიც იწვევს ან ტელევიზიის დახურვას ან ლიცენზიის გაუქმებას, და ლიცენზიაზე მოგახსენეთ უკვე, რომ ასეთი რამ კანონმდებლობაში საერთოდ აღარ არსებობს“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.