imedi /  22 ივნისი 2019, 16:11 / სანდო წყარო

კადიროვი საქართველოს დაემუქრა: თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია

რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება. თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,- იმუქრება კადიროვი. ის საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.

კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. კადიროვის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა“, - წერს კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში განვითარებული მოვლენები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არსებული საფრთხეების შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

დაკავება

10 ოქტომბერი 2024, 10:28

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 ოქტომბერი 2024, 10:27

მსოფლიო

ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს

გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა - მას ხელში უჭირავს შვილი, რომელსაც სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით.

128 გრეიზერი

10 ოქტომბერი 2024, 10:10

ტაბლოიდი

ალასკის ნაკრძალმა „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებული დაასახელა🐻

BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალში ბინადარი დათვები მონაწილეობენ. გამარჯვებული კი ვებგვერდზე explore.org ხმის მიცემის გზით გამოვლინდა. გრეიზერმა 71 ათასზე მეტი ხმა მიიღო.

10 ოქტომბერი 2024, 09:59

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ხაშურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება

მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი. სკოლას დაემატა ახალი ფლიგელი და დასკვნით ფაზაშია ყველა ინფრასტრუქტურული, საინჟინრო-ტექნიკური, წყალმომარაგება-წყალარინებისა და ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

კამალა ჰარისი

10 ოქტომბერი 2024, 09:53

არჩევნები აშშ

Reuters: კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს თანხა ჰარისის შტაბმა შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ნაცვლად დასახელდა. კანდიდატად დასახელების პირველივე დღეს ჰარისმა 25 მილიონი დოლარი შემოწირულების სახით მიიღო, ხოლო ივლისში შემოწირულების ოდენობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

10 ოქტომბერი 2024, 09:53

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბათუმში გაიმართება

დღეს, ქალაქ ბათუმში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები გამოვლენ.

10 ოქტომბერი 2024, 09:50

სპორტი

21-წლამდე ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს. მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

10 ოქტომბერი 2024, 09:32

რეგიონი

ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას.

10 ოქტომბერი 2024, 09:26

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს. მიმოიხილეს განხორციელებული პროექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

10 ოქტომბერი 2024, 09:23

არჩევნები 2024

ვარლამ ლიპარტელიანი სამგორის რაიონში მოსახლეობას შეხვდა

ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და აღნიშნა, რომ ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების პირობებში სრულად განხორციელდება.

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისი

10 ოქტომბერი 2024, 09:19

არჩევნები აშშ

Reuters: ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წინადადება მის ოპონენტთან კამალა ჰარისთან დებატების შესახებ უარყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. როგორც მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, მას ჰარისთან სადებატო არაფერი აქვს. მისი აზრით, დებატების გამართვა უკვე ძალიან გვიანია. ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს. აშშ-ის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა ჯერ კიდევ მაშინ თქვა, რომ მეორე დებატებს აღარ გამართავს. ჰარისი, პირიქით, თანახმა იყო კიდევ ერთხელ ეკამათა ტრამპთან პირდაპირ ეთერში.

10 ოქტომბერი 2024, 09:14

მსოფლიო

ფლორიდაში „მილტონის“ გამო 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ფლორიდაში ქარიშხალი „მილტონი“ მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

10 ოქტომბერი 2024, 09:04

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა პოზნანში სრული შემადგენლობით ივარჯიშა⚽

დღეს „ჯვაროსნები“ მატჩის მასპინძელ სტადიონ „ენეას“ სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

10 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ისრაელის არმია ლიბანში ერთი დაჭრილისა და ერთი დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება

ლიბანის სამხრეთით მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „ცაჰალის“ ინფორმაციით, დაღუპულია 228 ბრიგადის 5030 ბატალიონის უფროსი სერჟანტი 36 წლის რონი განიზატი. ის ქალაქ გივატ-შმუელიდან იყო.

10 ოქტომბერი 2024, 08:53

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ მორიგ იერიშს ისრაელზე მსხვერპლი მოჰყვა

BBC-ს ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა - წყვილი ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მათ სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლო ესკალაციის დროს, როდესაც ლიბანური დაჯგუფების იერიშს მსხვერპლი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ.

გიორგი ვოლსკი

10 ოქტომბერი 2024, 08:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება

„მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში“, - აცხადებს ვოლსკი.

კახა კალაძე

10 ოქტომბერი 2024, 08:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს, იმიტომ რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას და საქართველოს გაღატაკებას

„ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმისი, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე - არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამაზიანებელი, დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - აღნიშნავს კალაძე.

ირაკლი კირცხალია

10 ოქტომბერი 2024, 08:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „გორბის“ კვლევაზე: ეს არის ციფრებში გამოხატული ის ნდობა და საზოგადოების ის დაკვეთა, რაც დღეს ქვეყანაშია

„ეს არის ციფრებში გამოხატული ის ნდობა და საზოგადოების ის დაკვეთა, რაც დღეს ქვეყანაშია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და საზოგადოების უდიდესი ნაწილი აძლევს ხმას ქვეყნის სუვერენიტეტს. საზოგადოების უმეტესი ნაწილი აძლევს ხმას იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მიიღება ეროვნული და სუვერენული გადაწყვეტილებები“, - ამბობს კირცხალია.

გიორგი ჩაკვეტაძე

10 ოქტომბერი 2024, 08:30

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეიძინა, არის ფასდაუდებელი რელიკვია, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა

„ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება, მეცენატობა. ის რომ იოანე ზოსიმეს ისტორიული ხელნაწერები ბრუნდება და თავის ადგილს იმკვიდრებს საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს“, - მიიჩნევს ჩაკვეტაძე.

გიორგი ვოლსკი

10 ოქტომბერი 2024, 08:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სახელმწიფოსთვის გადაცემა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რათა საქართველომ იგრძნოს საკუთარი ავტორიტეტი და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის ქვეყანა

„ბიძინა ივანიშვილს, რასაკვირველია, ერთ-ერთი უშველებელი როლი მიუძღვის საქართველოს მთელს ისტორიაში. სწორია, კარგია, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, იმისთვის რათა ქვეყანამ იგრძნოს საკუთარი რენომე, იგრძნოს საკუთარი ავტორიტეტი და მსოფლიოს გააგებინოს, რომ ჩვენ ვართ უძველესი კულტურის ქვეყანა და ამ უძველეს კულტურაზე, მის მემკვიდრეობასა და თვითმყოფადობაზე დგას სახელმწიფო - მისი უსაფრთხოება და განვითარების პერსპექტივები“, - აცხადებს ვოლსკი.