imedi /  02 ივლისი 2019, 19:00 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: მაისთან შედარებით წითელას გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა

წითელა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. გამყრელიძის თქმით, თუ მაისში ყოველდღიურად, საშუალოდ წითელათი დაინფიცირების 15-20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ დიაგნოზს დღეში საშუალოდ 3-6 პაციენტს უსვამენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დავით გამყრელიძის განცხადებით, დამატებით წითელაზე აცრა 150 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა როგორც თავად განმარტავს, აცრის მაჩვენებელი 250 ათასამდე უნდა ავიდეს, რათა წითელას გავრცელებამ კიდევ უფრო დაიკლოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 2019 წლის მაისში გამოქვეყნდა, წითელას ვირუსის გავრცელების მაჩვენებელთან დაკავშირებით საქართველოც მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის პირველ ორ თვეში ევროპაში წითელას 34 ათასი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დაავადების მხრივ ევროპის ათი ქვეყანა და მათ შორის საქართველო კვლავ ენდემურ ქვეყნად რჩება. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2019 წლის პირველ ორ თვეში წითელას 2 203 შემთხვევა გამოვლინდა. 

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 13:10

მსოფლიო

Bloomberg: ჩინეთი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა

ჩინეთი ახალი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, ქვეყანამ ყოველწლიურად 26 მილიონი ტონა გადაყრილი ტანსაცმელი უნდა გადაამუშავოს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. ამის შესახებ Bloomberg წერს.

21 ოქტომბერი 2020, 13:07

ტექნოლოგიები

გიგანტური კერამიკული ფილები

ძველი, უდიდესი ცივილიზაციები აქტიურად იყენებდნენ კერამიკულ ფილებს. ერთ-ერთი პირველები, კერემიკული ფილის ტექნოლოგიის შექმნის დაუფლებაში ძველი ბერძნები, ძველი ეგვიპტელები და ბაბილონელები იყვნენ. სწორედ ბერძნებისგან გადაიღეს რომაელებმა კერამიკული ფილის დამზადების ტექნოტლოგია.

ბერლინი მუზეუმი

21 ოქტომბერი 2020, 13:07

მსოფლიო

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს

ვანდალებმა ბერლინის მუზეუმებში 70-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში დააზიანეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

21 ოქტომბერი 2020, 12:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,836 პაციენტს დაუდასტურდა, 20 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 68,530 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 49,219.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:36

COVID19

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს

უახლოესი 2-4 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები ვერ შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ცდილობენ, რომ ყველა ახალი შემთხვევა იყოს მართული და ვისაც სჭირდება მკურნალობა, ის კლინიკაში მიიღონ. გამყრელიძის ინფორმაცით, ქვეყანაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 1.5-2%-მდე მერყეობს და ასეთ პაციენტებს დამატებითი რეანიმაციული ღონისძიებები ესაჭიროებათ. „მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მიწისძვრა

21 ოქტომბერი 2020, 12:33

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:03 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

21 ოქტომბერი 2020, 12:33

COVID19

ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრინცი მუჰამედი

21 ოქტომბერი 2020, 12:30

მსოფლიო

ჯამალ ჰაშაღის საცოლე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივის

სარჩელში ჰატიდა ჩენგიზი პრინცს ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს და მისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დოკუმენტში ასევე ელ-რიადის 20 ოფიციალური პირის სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც ჩენგიზის აზრით, ჰაშაღის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებლები.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა კოვიდი იყოს

„ტესტის პასუხი სანამ გექნებათ, სასურველია ისევ იზოლაციაში დარჩეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ეს არის დღეს მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

21 ოქტომბერი 2020, 12:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ სექტემბრის თვის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, საზოგადოებას და სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის გასული თვის საქმიანობისა და პროექტების შესახებ.

ამირან გამყრელიძე

21 ოქტომბერი 2020, 12:24

COVID19

ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტუბერკულოზისა და კორონავირუსის სიკვდილიანობაზე გაკეთებული თავისი განცხადება განმარტა. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი კომენტარი 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობას ეხებოდა.

21 ოქტომბერი 2020, 12:12

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,719 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 315,826 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი

21 ოქტომბერი 2020, 12:11

რეგიონი

მიხეილ ჩხენკელი: თქვენ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი ნაკადი, საქართველოს აკადემიური ისტორიის ნაწილი ხართ

„მინდა, გისურვოთ წარმატება სწავლის პროცესში, ხოლო მომავალში – წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. განათლება არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია და არა მხოლოდ თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური წარმატების საფუძველია, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარიც გახლავთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკლემა.

ბექა ფერაძე

21 ოქტომბერი 2020, 12:09

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ თბილისში არსებულ 10 ბაზარსა და 185 საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტზე რეკომენდაციების შესრულება შეამოწმა

შრომის ინსპექცია სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს ბაზრებსა და ბაზრობებზე. შემოწმდა თბილისში არსებული 10 ბაზარი და 185 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, რომელთა მიმართაც გაიცა გაფრთხილება რეკომენდაციების სავალდებულო შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1 447 335 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1 096 560 პაციენტი.

არმენ სარგსიანი

21 ოქტომბერი 2020, 12:02

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს.

21 ოქტომბერი 2020, 11:56

COVID19

თერჯოლაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა

თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 11:50

სამართალი

ლაშა დარსალია: 1996 წლის შეთანხმებით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია

უწყებაში შესვლამდე დარსალია ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებას მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, მათ შორის რუკებთან და კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია. „მთავარი, ძირითადი პრინციპი არის რომ ვეფუძნებით 38 წლის ხაზს. ყველა მასალა, მათ შორის ეს რუკა, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს თუ როგორ გადის 38 წლის ხაზი, არის თავისთავად რელევანტური“, - აღნიშნა დარსალიამ.

21 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 30-წლამდე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30-წლამდე ასაკისაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სხვა გარდაცვლილები ხანდაზმული ასაკის არიან. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თითოეული გარდაცვალების შემთხვევებს კლინიცისტები სწავლობენ. „14 გარდაცვლილია სხვადასხვა კლინიკაში. რაც შეეხება ასაკს, ხანდაზმულები არიან, თუმცა ერთი ახალგაზრდა ასაკისაა, 30-წლამდე. ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს. თითოეული შემთხვევა კლინიცისტების მიერ ირჩევა. თითოეულ შემთხვევაზე მიზეზთა დადგენა ხდება კლინიცისტების მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენ ინფორმაციას ვიძლევით მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, ორ თვეში ერთხელ გამოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიში. მეოთხე ანგარიში უკვე საიტზე დევს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

21 ოქტომბერი 2020, 11:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე

ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.