imedi /  08 ივლისი 2019, 12:56 / სანდო წყარო

სინოპტიკოსები საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ

წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. 8-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

16 მარტი 2026, 00:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ

ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილი

16 მარტი 2026, 00:24

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე - ეს პროცესი დაიწყო

როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

გია აბაშიძე

16 მარტი 2026, 00:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?

ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together); თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 00:03

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ვიცე-ჩემპიონია

ფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, 17:17, ხოლო შემდეგ წინ 2 ქულითაც გავიდნენ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 17:19 დასრულდა.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 23:47

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება

„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 23:14

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზე: მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა - როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, უფლებებზე ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის [ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. საკმაოდ მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა,შ. ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

15 მარტი 2026, 22:39

სპორტი

პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნების უპირატესობით - 12:3 დასრულდა

ფინალური მატჩი მადრიდში იმართება. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებს.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 22:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: წარმოუდგენელი აბსურდია, რომ „იმედი“ და „პოს ტვ“ უკრაინაში გავლენას ახდენენ და ბრიტანეთის მთავრობა აქ საქართველოში ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს - აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი

ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მითუმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

15 მარტი 2026, 22:22

პოლიტიკა

მაჭავარიანი ფიშერის მიერ ყულევზე გაკეთებულ განცხადებაზე: აქ არის შემდეგი ტიპის ორი ალბათობა. ერთია, რომ იგი არის არაკომპეტენტური, ხოლო მეორეა, რომ კომპეტენტურია, უბრალოდ მავნებელია. ნებისმიერ შემთხვევაში მას ბოდიში აქვს მოსახდელი

აქ არის შემდეგი ტიპის ორი ალბათობა. ერთია, რომ იგი არის არაკომპეტენტური, ხოლო მეორეა, რომ კომპეტენტურია, უბრალოდ მავნებელია. მესამე ოფცია არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში მას ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩის მიერ ყულევის პორტზე გაკეთებულ კომენტარზე საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 22:16

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს, ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს

თითქოს ჩამოვიდა ექსპერტი, თითქოს განიხილა აქ რეალობა, ესაუბრა ყველას, მაგრამ წინასწარ დაწერილს უფრო ჰგავს [ანგარიში], ვიდრე ამ პასუხების შემდეგ შედგენილ აქტს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილი თამარ ბაგრატიონი

15 მარტი 2026, 22:02

პოლიტიკა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მარტი 2026, 21:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველო აკეთებს კეთილსინდისიერად თავის საქმეს, ძალიან რთული იყო, რომ ყულევის პორტი იქცა ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვიზიტები აშშ-დან დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტები თბილისში. მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან დეტალურად შეისწავლა, თუ რას აკეთებდა საქართველო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღებაზე საუბრისას.

15 მარტი 2026, 21:46

სპორტი

საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი მიმდინარეობს

რაგბი ევროპის ფინალში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს უპირისპირდება.

15 მარტი 2026, 21:35

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

პროცესი დაიძრა - რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა ამერიკასთან; ვინ მიემგზავრება ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით - ექსკლუზიურად ,,იმედის კვირაში“ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 21:25

პოლიტიკა

პრეზიდენტი: მედიით, სოცქსელებით, დაფინანსებით და აქტივისტებით ცდილობენ, ნაწილის დამორჩილებას - სანქციებით, „მოსკოვის მექანიზმით“ და სხვადასხვა საშუალებით კვებავენ, რომ არ დაკარგონ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მათ მხარს უჭერს

„გარე მსახურების ბევრი მაგალითის მოყოლა შეიძლება, მაგრამ რადგან ბოლო წლებზე ვსაუბრობთ, პირდაპირ განვაცხადოთ და ნაწილი საზოგადოების ნეიტრალური, თითქოს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არც ოპოზიცია მოსწონს, მაგრამ უყვარს თავისი ქვეყანა, მათ დაძახილზე გამოვიდა რამდენჯერმე. აი სად მოხდა მაგალითად რომ გავარჩიოთ, შეიძლება ჩვენს მომხრეებშიც გამოიწვია ამ განცხადებამ, რაზეც აქვთ საუბარი, 28 ნოემბრის [განცხადებაზე], როდესაც გამოვიდა პრემიერი და [თქვა], რომ ჩვენ მოვემზადებით 2028 წლისთვის და ვიქნებით ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატებს შორის.

ლევან მაჭავარიანი

15 მარტი 2026, 21:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა - ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 21:09

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება

ძირითადი ბირთვი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულია და მომზადებულია იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არ მისცეს არავის პროვოკაციის საშუალება, რომ აქ რაიმე ექსცესები მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მიხეილ ყაველაშვილი
ირაკლი ჩიხლაძე

15 მარტი 2026, 21:06

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: „იმედის“ მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მითუმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა

ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს პრეზიდენტმა, მითუმეტეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის ეს სანქცია დაწესებული და ამიტომ აუცილებელია მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 21:05

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დროს გამოიკვეთა პროცესი, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ხორციელდებოდა ზეწოლა. რატომ? იმიტომ, რომ ამ პროცესში საქართველოს თავისი როლი უნდა ეთამაშა. გახსოვთ დეზინფორმაციის ნიაღვარი და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების რჩევები გავისეირნოთ [აფხაზეთში, ცხინვალში] ასევე მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებული თემები, გამოსვლა და პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციებთან შეერთებაზე, ერთი ძალა კურირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი მთავარი მოტივაცია იმ დღეებში იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოგვეხდინა ინფორმირება ჩვენი საზოგადოების - რა იყო სიმართლე, რა უნდა დაგვეცვა. სხვათა შორის ჩვენს მომხრეებშიც იწვევდა გაუგებრობას, ისეთი დიდი ნიაღვარი იყო [დეზინფორმაციის], თითქოს მტრის მხარეს დგებოდა ჩვენი ქვეყანა და ამას ყველამ ერთად გავუძელით, მთელმა სახელმწიფომ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მარტი 2026, 20:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.