როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები ხაზარაძის გადაწყვეტილებას
მამუკა ხაზარაძე
ფოტო: youtube
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიესალმება ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დასრულებას.
ამით გოცირიძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დეპუტატის აზრით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სოციალური თუ სხვა რესურსი, რომელიც საკმაოდ წონადს ხდის იმისათვის, რომ სისტემის დემონტაჟში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
„ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, მას უკვე ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობა „ერთ კაცზე ჩამოკიდებული“ არ იქნება, როგორც, მისი თქმით, ამ ქვეყანაში ხდება ხოლმე.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ ეს ნაბიჯი „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადადგა. ხიდაშელის განცხადებით, ხაზარაძემ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც სახლში ჩუმად ჯდომის ნაცვლად, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად ყოფნა არჩია.
მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც აფასებს.
„ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. თუ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მოძრაობა ან რაიმე პოლიტიკური გუნდი იქნება, თუ ფუნდამენტურ და საკვანძო ღირებულებებში ეს მოძრაობა დგას ჩვენთვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით იმავე პოზიციებზე, მაშინ ძალიან კარგი. ჯერჯერობით არ ვიცნობ, რა შინაარსი აქვს ამ მოძრაობას“, - თქვა პოლიტიკოსმა.
„რადგანაც არსებობს ე.წ. მესამე ძალის მოლოდინი, ამ თვალსაზრისით ხაზარაძის მოძრაობა შეიძლება ყველაზე პერსპექტიული აღმოჩნდეს, თუმცა სანახავია, რა საზოგადოება შეიკრიბება მის გარშემო“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისგან ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და თავად გარემოებამ შექმნა დასავლური ტიპის, ევროპული მიმართულების ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ანაკლიის პორტის მშენებლობას და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. მისი განმარტებით, ხაზარაძეს წინასწარ აქვს ფონი, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა.
„გულწრფელად ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა. ყველა, ვინც კი ასეთ საქმიანობას იწყებს, განსაკუთრებით კი ბიზნესმენი, მერე პოლიტიკაში მიდის. ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში უნდა წახვიდე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის“, - განაცხადა ექსპერტმა.
„ჩვენი მთავარი სურვილია, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდნენ სხვადასხვა სუბიექტები“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მთავარია ის, რომ სუბიექტებმა, რომლებიც პარტიულ ცხოვრებაში შემოვლენ, კონსტრუქციული როლი შეასრულონ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით.
„ვინ ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარი სარგებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდნენ სხვადასხვა სუბიექტები. მთავარია, რომ ის სუბიექტები, რომლებიც შემოვლენ პარტიულ ცხოვრებაში, კონსტრუქციული როლი შეასრულონ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება წყალგამყოფს, ეს დღეები იყო ნამდვილად წყალგამყოფი. ზუსტად გამოიკვეთა ამ დღეებში, ვინ ემსახურება მტრის ინტერესებს და ვინ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენი პოზიცია მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან მკაფიო იმისთვის, რომ მტერს არ მიეცეს მტრობის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.
შესაძლებელია თუ არა ხაზარაძესთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც იხილოს საზოგადოებამ და რა შანსი აქვს ხაზარაძეს პოლიტიკაში, კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ სუბიექტებზე ვერ ისაუბრებს.
„ბუნებრივია, სხვა სუბიექტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც უნდა სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა, ყველას ვუსურვებ წარმატებებს. ვის უნდა და ვის არ უნდა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ამ სახელწიფოსთვის სარგებლის მოტანა და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, აკრეფს პოპულარობას და იქნება ანგარიშგასაწევი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვის, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა.
„მთავარია, რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ, ამის შესახებ გავიგოთ და საფუძვლიან მსჯელობის შესაძლობლობა მოგვეცეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
აღნიშნულ კომენტარებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან დღეს Facebook-ზე დაწერა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
NYT: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.


