imedi /  09 ივლისი 2019, 13:59 / სანდო წყარო

ფადი ასლი მზადაა თავისი რესურსები მამუკა ხაზარაძის მოძრაობას მოახმაროს

ფადი ასლი

ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, რადგან ქვეყანას ალტერნატივა სჭირდება.

როგორც ფადი ასლიმ აღნიშნა, ის ხაზარაძეს მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა, თავისი რესურსები საზოგადოებრივი მოძრაობის წინსვლას მოახმაროს.

„მამუკა ხაზარაძე ნამდვილი ქართველი პატრიოტია. მე მასთან ერთად 23 წელია ვსაქმიანობ, ის ყოველთვის აკეთებდა ინვესტირებას იქ, სადაც უკეთესი იყო საქართველოსთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის. ის ასევე გამოცდილი ბიზნესმენია, ესმის ეკონომიკა. ესმის, რომ მის ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ძლიერი ხელისუფლება. მას ესმის, რომ ხალხი ჩართული უნდა იყოს პროცესებში და იდეებს თავზე არ უნდა ახვევდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნებისმიერ ინიციატივას. სულ ახლახანს მივწერე და ვუთხარი, რომ პირადად ვუჭერ მხარს და ჩემს რესურსებს მოვახმარ იმისთვის, რომ წინ წავიდეს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

02 ოქტომბერი 2026, 22:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო

თუ ვინმე ოდნავ მაინცაა ჩახედული ევროკავშირის გაფართოების პროცესში, რა თქმაა უნდა, 2027 წლის 1 იანვარს ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის წევრობა ყველასთვის არარეალისტური თარიღი და არარეალისტური ამოცანა იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას.

დავით ჩიხელიძე

02 ოქტომბერი 2026, 22:03

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა, ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის? ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!

ექსპერტი დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშორებით ამბობს, რომ დღის განმავლობაში არაერთი მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა.

02 ოქტომბერი 2026, 21:55

სპორტი

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ეგოიანი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე.

02 ოქტომბერი 2026, 21:38

მსოფლიო

Amnesty International France საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს რეზინის ტყვიების გამოყენება, ვინაიდან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია - ძალოვნებმა რეპრესიული მიდგომის ნაცვლად, აქცენტი დეესკალაციასა და დიალოგზე უნდა გააკეთონ

Amnesty International France-ი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობის მიმართ პოლიციის მოქმედებებით შეშფოთებას გამოთქვამს და ძალის გადამეტების შემთხვევებს გმობს.

02 ოქტომბერი 2026, 21:35

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

02 ოქტომბერი 2026, 21:23

საზოგადოება

მზადება „თბილისობისთვის“ - მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ადგილას გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხვალ თბილისობაა. სახალხო დღესასწაულისთვის მასშტაბური ღონისძიებები სამ და ოთხ ოქტომბერს დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

ლევან მახაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 21:17

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული, ლევან მახაშვილი მედიასთან აფასებს.

02 ოქტომბერი 2026, 21:14

საზოგადოება

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო და პრევენციულ აქტივობებს მართავს.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო და პრევენციულ აქტივობებს მართავს.

02 ოქტომბერი 2026, 21:10

საზოგადოება

წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით. ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.

ინგა გუდაძე

02 ოქტომბერი 2026, 21:05

პოლიტიკა

ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში

ირმა ინაშვილო! სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, დიდი ხანია „ტვ.პირველისა“ და „ფორმულას“ „ზვეზდა“ გახდი და იმ წუთიდან ვიფიქრე, რომ სული სატანას მიჰყიდე, - წერს ხელოვნებათმცოდნე, ინგა გუდაძე, სოციალურ ქსელში.

02 ოქტომბერი 2026, 21:00

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდა

მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრის საქართველოში ვიზიტისას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

02 ოქტომბერი 2026, 20:50

ეკონომიკა

ფასების შედარების ახალმა ციფრულმა პლატფორმამ, რომელიც 16 სუპერმარკეტის ქსელს აერთიანებს, ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციასა და პროდუქციის გაიაფებას შეუწყო ხელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სექტემბრის მონაცემებით, შემცირებულია როგორც საბაზისო სურსათის, ისე არასასურსათო საქონლის ღირებულება.

ვიტალი კლიჩკო

02 ოქტომბერი 2026, 20:47

მსოფლიო

ვიტალი კლიჩკო: მტერი ანადგურებს კიევს

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსეთის ბოლო თავდასხმების სერიის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში შექმნილი სიტუაცია შეაფასა, როგორც „ძალიან რთული“.

სანდრო ბარამიძე

02 ოქტომბერი 2026, 20:45

პოლიტიკა

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შური ეძიათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე „ფორმულის“ ეთერში აცხადებს, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმიანება.

02 ოქტომბერი 2026, 20:40

საზოგადოება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი - საიუბილეო თარიღი და მასშტაბური კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. საერთაშორისო კონფერენცია თბილისში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, ხელისუფლების პირველი პირები და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი.

02 ოქტომბერი 2026, 20:39

რეგიონი

მზის მიკროსადგურები დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში - უწყვეტი ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროთი 58 ოჯახი ისარგებლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის განვითარების ფონდი მზის მიკროსადგურებს იმ დასახლებებში ამონტაჟებს, რომელთა მიერთებაც ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.

02 ოქტომბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

IRI-ის კვლევის შედეგების ვიზუალური დადასტურება - „ნაცმოძრაობის“ ჩავარდნილი გეგმა და მცირერიცხოვანი აქცია სააკაშვილისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციის ჩავარდნის მიზეზებს ეძებს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისულმა ადამიანებმა რიყის ამფითეატრიც ვერ შეავსეს.

02 ოქტომბერი 2026, 20:34

პოლიტიკა

ფონდი პოლიტიკური ინტერესებით - კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ოფისი დაიხურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა. ფონდი აღიარებს თავის პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. პარიზის დეკლარაციის მიხედვითაც დონორი ვალდებულია ქვეყნის სტრატეგიას და პრიორიტეტებს არ გასცდეს.

02 ოქტომბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

4 მუნიციპალიტეტში ხვალ საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუალედური არჩევნები ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში იმართება. შვიდი საარჩევნო უბნიდან ოთხში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება.

02 ოქტომბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

საქართველო ლიდერთა ხუთეულში და პასუხი პოლიტიკურ სპეკულაციებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის პასუხი ევრობიუროკრატიისთვის. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.