მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია დაამტკიცა
ფოტო: Facebook
საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. სტრატეგიის მიზანია საქართველოს რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, სტრატეგიული ხედვის შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის, სოციალური და საჯარო სერვისების, ტურისტული მიმზიდველობის, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის გზით, 2023 წლისათვის მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე და დემოგრაფიული დინამიკა.
„ხედვის მისაღწევად სტრატეგია ითვალისწინებს სამ მიზანს, ესაა: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა. სტრატეგიის მიზნები მოიცავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, განათლების, ჯანდაცვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვას და სხვა. სტრატეგიით შემუშავებული ხედვის მისაღწევად კონკრეტული ღონისძიებები გათვალისწინებულია ორწლიან სამოქმედო გეგმაში. განსაზღვრული ისიც, თუ რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ესა თუ ის აქტივობა, ღონისძიება და რა მოცულობით“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა. უწყების ცნობით, სტრატეგიის ორწლიანი სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი დაახლოებით 700 მილიონი ლარია.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც პარლამენტმა ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს მიიღო, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,731 დასახლებას და 245,287 მოქალაქე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით.
სამინისტროს განცხადებით, სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
11 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
11 სექტემბერი 2026, 20:48
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.
11 სექტემბერი 2026, 20:47
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
11 სექტემბერი 2026, 20:44
პოლიტიკა
უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.
11 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
11 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
11 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს
28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
11 სექტემბერი 2026, 20:13
რეგიონი
ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.
11 სექტემბერი 2026, 20:10
სამართალი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.
11 სექტემბერი 2026, 19:51
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.
11 სექტემბერი 2026, 19:41
რეგიონი
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
11 სექტემბერი 2026, 19:38
სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა
გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 19:23
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
11 სექტემბერი 2026, 19:18
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.
11 სექტემბერი 2026, 19:01
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ
როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.
11 სექტემბერი 2026, 18:50
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
11 სექტემბერი 2026, 18:45
რეგიონი
ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება
ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
11 სექტემბერი 2026, 18:35
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის ინფორმაციით, ანგარიში სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ წარმოადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ილაპარაკა.
11 სექტემბერი 2026, 18:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რომლითაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.


