imedi /  22 ივლისი 2019, 12:32 / სანდო წყარო

როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში. რეკომენდაციები

ჯანსაღი კვება

ზაფხულის სიცხე ხშირად სხვადასხვა დაავადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პროვოცირებას იწევს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო კვების რაციონთან მიმართებით. ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს. 

მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები.

მეცნიერებმა  დაადგინეს, რომ ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები  კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონში აღარ იყოს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები, მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არაა.

ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ჭარბ კილოგრამებთან გამოთხოვებაც წელიწადის ამ დროს გაცილებით იოლია. ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. 

ზაფხულში ოფლთან ერთად ორგანიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს კარგავს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უხვადაა წყალში ადვილად ხსნადი ვიტამინები (С, B1, В2, B6 და РР). დიეტოლოგების აზრით, ცხელ სეზონზე გამოყოფილი ოფლის შედეგად დაკარგული ვიტამინები და მიკროელემენტები შეგვიძლია შევავსოთ: სეზონური ხილით, ბოსტნეულით, ახლად გამოწურული წვენებით, ბალახის ჩაით და ბურახით.ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიირთვათ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც საქართველოსთვისაც არის დამახასიათებელი. 

სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულის კვების რაციონი მდიდარია ხილით და ბოსტნეულით და არჩევანიც დიდია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას საჭიროა ზომიერების დაცვა და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება. ნესვი, ყურძენი, ლეღვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში არ არის საჭირო  დიდი რაოდენობით მირთმევა. რაც შეეხება საზამთროს, ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, თუმცა ისიც ზომიერად უნდა მიირთვათ. საზამთოს დიდი ულუფებით მიღება განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც თირკმლის რომელიმე დაავადება აქვს.

ზაფხულის პერიოდში ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, ატამი, ვაშლი. კენკროვანი ხილიდან უპირატესობა ენიჭება შავ მოცხარს, რომელიც არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გაყინული სახითაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С-ს, ასევე მდიდარია ვიტამინ Р-ით, რომელიც საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ათეროსკლეროზის პრევენციისათვის. მხედველობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, ასევე სეზონური ხილიდან აღსანიშნავია მაყვალი და მარწყვი, რომლებიც ცხელი ტემპერატურის პირობებში, მიკროელემენტებისა და ვიტამინების უნიკალურ წყაროს წარმოადგენენ. 

გასათვალისწინებელია, რომ ხილის ამ სახეობათა დიდი რაოდენობით გამოყენების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მათგან გამოწვეული ალერგიული ფონი, განსაკუთრებით კი ბავშვებში.

ზაფხული კვების რაციონში უნდა ჩართული იყოს მეტი მხალეული და მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, მწვანე სალათა, ისპანახი, ჭინჭარი. ეს პროდუქტები ასევე ვიტამინების, მინერალებისა და ამინმჟავების უნიკალური წყაროა. 

ზაფხულში სიცხის პირობებში წყლის დეფიციტი ვითარდება. ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია კიტრი და პომიდორი. კიტრის მიღებით ორგანიზმი იწმინდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნება. პომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ, მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტს გამოიწვევს.

ზაფხული წელიწადის ის ერთადერთი დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. ეს პროდუქტები აგრილებს და ხელს უწყობს სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან - გამოშრობისგან იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი. კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები - გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს. 

საუზმის მიღება რეკომენდებულია დილის 00:06–00:07 საათზე. სადილი შუადღის ძლიერ სიცხემდე, ხოლო ვახშამი 18:00 საათზე. მათ ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება არ შეუძლიათ, 20:00-21:00 საათისთვის მცირე წახემსებას ურჩევენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დღიური რაციონის კალორაჟის ამგვარი გადანაწილება: საუზმე – 35%; სადილი – 25%; ვახშამი – 25%; გვიანი წახემსება – 15%.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების სადილად მიღებაა ბოსტნეულისა და ხილის სალათები, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო) – ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევენ. ამგვარ ნახშირწყლებს ორგანიზმი ადვილად შეითვისებს, ისინი იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო ორგანიზმიდან მათ გამოსადევნად.

ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია  რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა. უმჯობესია ცხელი კერძის მომზადებისთანავე მირთმევა. პროდუქტის შეზავება, ან ცხელი კერძის გამოყენება უშუალოდ დამზადებისთანავე უნდა მოხდეს. ანუ სალათები, რომელიც ასე სასიამოვნოა ზაფხულში, უნდა შეზავდეს ზუსტად კვების წინ.

რაც შეეხება სითხის რაოდენობის გაზრდას, ზაფხულის ცხელ დღეებში, ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. ასეთ დროს უკეთესია წყლის თითო ჯერზე მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე) სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული. 

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. აქედან გამომდინარე, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე ქვევით ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტი წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცოტა წყალს სვამს შეშუპება ქრონიკულ სახეს იღებს.

ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილს და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსება. მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს. 

რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმლის და ალკოჰოლის მიღება, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევს. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას ასევე ტკბილი წვენები იწვევს.  

სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა, ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.   

ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს  გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ ”დამცავ სისტემას” რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა. 

ყველა სიახლე

21 აგვისტო 2026, 18:14

რეგიონი

ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

„ღამის სერენადების“ პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები.

ნუცა ბუზალაძე

21 აგვისტო 2026, 17:57

კულტურა

ნუცა ბუზალაძე ხვალ ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

მომღერალთან ერთად შოუში მონაწილეობას მიიღებენ: ამერიკელი მუსიკოსების ბენდი, მოცეკვავეები, პროექტს შეუერთდებიან ქართველი მომღერლებიც. კონცერტის ჩანაწერს ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელიც იხილავს .

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 აგვისტო 2026, 17:34

მსოფლიო

თურქეთმა ნეთანიაჰუს დაკავების კიდევ ერთი ორდერი გამოსცა

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აქინ გურლექის განცხადებით, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის დაკავების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანკარამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.

21 აგვისტო 2026, 17:23

მსოფლიო

პეკინი ირანის მიმართ ტრამპის ეკონომიკურ მუქარას ეხმაურება: სანქციების პოლიტიკა არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება

ჩინეთი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ მუქარას გამოეხმაურა, რომელიც ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ წამოწყებას ეხება და აღნიშნა, რომ სანქციების პოლიტიკა „არცერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება“.

21 აგვისტო 2026, 17:21

სპორტი

სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აგვისტო 2026, 17:15

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათი გაგებით, საქართველო არის დიდი საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ამიტომ ამ პროექტის მიზნებია მთავარი და არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები

გვახსოვს ყველა მათი განცხადება და განსაკუთრებით სიმბოლურად დარჩენილი სიტყვები, რომ ამ სირცხვილის წვიმას, იმიტომ რომ საქართველო არ ერთვება ანტირუსულ ისტერიაში, ჯობია რომ რუსული ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავსო, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

უკრაინის საელჩო საქართველოში

21 აგვისტო 2026, 17:13

პოლიტიკა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა - ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა

საქართველოში უკრაინის საელჩო, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, სტატიას აქვეყნებს. წერია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აგვისტო 2026, 17:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების მიერ ბოდიშის მოხდაზე: რომც მოინდომონ და შეიკრიბონ, ბოდიშის უფლებას პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

21 აგვისტო 2026, 17:03

კულტურა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას, იშვიათი ანტიკური პერიოდის მონეტა აღმოაჩინეს

აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად აღმოჩენილია ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184-185 წლებით თარიღდება, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასუდ პეზეშკიანი

21 აგვისტო 2026, 17:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, „საუკეთესო გამოსავალი“ ომის ახლავე დასრულება იქნებოდა, ვიდრე თეირანი ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს.

21 აგვისტო 2026, 16:12

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მესტიაში, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

21 აგვისტო 2026, 16:08

მსოფლიო

POLITICO: ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს

ნატო ემზადება იმ სრულიად რეალური სცენარისთვის, რომ საფრანგეთის მომავალმა პრეზიდენტმა ალიანსის ერთიანობა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს და მას სერიოზული ბზარი გაუჩინოს, - წერს გამოცემა POLITICO.

21 აგვისტო 2026, 15:19

მსოფლიო

Euronews: 2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის

2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის, - წერს Euronews-ი.

21 აგვისტო 2026, 14:46

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულს, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა.

პენიტენციურის ლოგო

21 აგვისტო 2026, 14:31

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია. ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას, - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 აგვისტო 2026, 14:27

რეგიონი

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ მაყურებელს ქართული სიმღერისა და ცეკვის მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს.

21 აგვისტო 2026, 14:25

რეგიონი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს. შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა და მათ საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ახალი დასახლების შექმნის პროექტი წარუდგინეს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია ადგილის შერჩევა და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 აგვისტო 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

21 აგვისტო 2026, 14:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

21 აგვისტო 2026, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!

სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? ომი არ იყო დამთავრებული, რუსთაველზე რომ ტაშ-ფანდური გამართა, შეშფოთება რატომ არ გამოთქვეს გიგაურებმა და ხიდაშელებმა?, - ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებას, სადაც საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.