მაშველებმა დრონის დახმარებით აჭარაში კაცი გადაარჩინეს
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მახინჯაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი კაცი გადაარჩინეს. ის ზღვაში, 3 ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რა დროსაც მოქალაქემ დაინახა და სანაპირო ზოლზე მყოფ სამაშველო დანაყოფს მიმართა.
გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.
ტექნოლოგიური სიახლე, მაშველი დრონი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, წელს, 2019 წლის საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 08:30
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას
„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.
04 მარტი 2026, 08:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „იმედი“ და POSTV საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ
„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
04 მარტი 2026, 08:21
პოლიტიკა
პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, მათ შორის განხილულ იქნება ცვლილებები „გრანტების შესახებ კანონში“
პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნება „გრანტების შესახებ კანონში“, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.
04 მარტი 2026, 08:17
პოლიტიკა
დღეს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი
საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. მხარეები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, რეგიონულ საკითხებს, ასევე საქართველო-სომხეთის შუა დერეფნის როლს განიხილავენ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრესკონფერენციაც გაიმართება.
04 მარტი 2026, 08:13
მსოფლიო
CNN: ისრაელმა ირანის საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში
ისრაელმა საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში, რომელსაც ირანელი მეცნიერები ბირთვული იარაღისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებდნენ. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 მარტი 2026, 08:09
მსოფლიო
ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან კვამლი ამოდის. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანში საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღაა.
04 მარტი 2026, 08:00
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
04 მარტი 2026, 01:30
მსოფლიო
Deutsche Welle: აიათოლა ხამენეის ვაჟი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს
მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს.
04 მარტი 2026, 01:24
მსოფლიო
ტრამპი ირანელებს: თუ აპირებთ გარეთ გასვლას და პროტესტს, ჯერ ნუ იზამთ ამას, იქ ძალიან საშიშია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერჯერობით არ სურს ირანელების მიერ პროტესტის გამოხატვა.
04 მარტი 2026, 01:14
რეგიონი
გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
04 მარტი 2026, 00:40
საზოგადოება
კახა კალაძე: მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად, რიადიდან ჩამოვფრინდით სტამბოლის აეროპორტში და თბილისში ვბრუნდებით
თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით სტამბოლის აეროპორტიდან მიმართა.
03 მარტი 2026, 23:48
მსოფლიო
მაკრონი: აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება
აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ხორციელდება, რასაც ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
03 მარტი 2026, 23:14
პოლიტიკა
სამხარაძე ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ბევრ საკითხზე - საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე
საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
03 მარტი 2026, 22:53
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
03 მარტი 2026, 22:36
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.
03 მარტი 2026, 22:16
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: 9 პარტიად გაერთიანებული ნაცები საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ცდილობენ განმეორდნენ, მაგრამ ამაოდ
საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში" ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
03 მარტი 2026, 22:09
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა
დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი ეკა ჭიჭინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
03 მარტი 2026, 22:05
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
03 მარტი 2026, 22:00
სამართალი
გურამ დავითაშვილი: 2026 წელს მიგრაციის დეპარტამენტის სამიზნე შედეგი გახლავთ 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება - მიმდინარეობს ახალი განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 150 ადამიანზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი უკანონო მიგრაციასთან წარმატებული ბრძოლაზე საუბრობს. როგორც გურამ დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, უკანონო მიგრანტების გაძევების მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
03 მარტი 2026, 21:48
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სამიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას
გაიმართება სუვერენული ერების ალიანსი, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.


