imedi /  05 აგვისტო 2019, 17:47 / სანდო წყარო

ოპოზიციასა და არასამთავრობოებს საარჩევნო კანონმდებლობის პროექტზე შენიშვნები აქვთ

თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეთანხმება, თუმცა გარკვეული შენიშვნები აქვს. მათ არ მოსწონთ სარეკლამო ტექსტის რეგულირება, რომლის მიხედვითაც ნეგატივზე კამპანიის მხოლოდ 25% შეიძლება იყოს აგებული.

„წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არის ჩვენთვის მისაღები და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული წინადადებები, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება და დახვეწა. მაგალითად, დაშვებული იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნა. ამის აკრძალვის ვერანაირ რაციონალურ მიზეზს ჩვენ ვერ ვხედავთ“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამას, რათა პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კანონში აისახოს, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ​თალაკვაძე-კობახიძის ხელით ივანიშვილმა შემოგვთავაზა. კანონპროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ რამენაირად შეიზღუდოს ან შეფერხდეს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საარჩევნო ბლოკების აკრძალვა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფინანსების ხარჯვაზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.

„სამ პარტიას - „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაგროვილი აქვთ ნაძარცვი ათეულობით მილიონი, რომლებსაც არჩევნებში ხარჯავენ, მე კი დედაჩემის პენსიით ვაპირებ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის თანასწორი მიდგომა. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი - საქართველოს პირობებში ეს უნდა იყოს 1 მილიონი ლარი“, - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

საარჩევნო რეკლამის რეგულირებაში ხედავს პრობლემას მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თავად პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, საარჩევნოდ რა ტიპის კამპანია სურს - პოზიტიური თუ ნეგატიური. მათი თქმით, ამ შეზღუდვით გამოხატვის თავისუფლება ილახება.

„წარმოდგენილი ვერსია არის საკმაოდ სუსტი. ჩვენი, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების, წარმომადგენლობების და ეუთოს რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი გათვალისწინებული არ იყო. გამოხატვის თავისუფლების კუთხით პრობლემურია შემოთავაზებული ჩანაწერი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო​ს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

„ის, რომ 2018 წლის წინასაარჩევნო პროგრამა დისკრედიტაციაზე იყო აგებული, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს არ იყო მისაღები ფორმა. თუმცა ახლა შეზღუდვები წესდება რეკლამაზე, რაც, ჩვენი წარმოდგენით, წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან. საარჩევნო სუბიექტს უნდა შეეძლოს, თავად გადაწყვიტოს, რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს“, - ამბობს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი ნატა ძველიშვილი.

საქართველოს მთავრობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყების შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 10:14

რეგიონი

ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა, ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო

„ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ - ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც, ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად, სიმსივნეს ებრძვის. პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად, თვალს ადევნებენ ჟურნალისტებიც.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global

27 თებერვალი 2021, 10:00

ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

27 თებერვალი 2021, 09:55

რეგიონი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

27 თებერვალი 2021, 09:51

თავდაცვა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

27 თებერვალი 2021, 09:49

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ენტონი ბლინკენი

27 თებერვალი 2021, 09:46

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით აშშ ნათლად მიანიშნებს ყველას, რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.

კორონავირუსი გერმანია

27 თებერვალი 2021, 09:31

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 9 762 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთი

27 თებერვალი 2021, 09:23

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა. ამასთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ შეხვედრა გამართა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2021, 09:15

COVID19

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 65 169 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 65 169 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 337 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამინდი

27 თებერვალი 2021, 09:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 27 თებერვალს ქუთაისში მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს და მზიან ამინდის პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და მოსალოდნელია წვიმა.

ტერეზა მეი

27 თებერვალი 2021, 08:55

COVID19

ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

გიტანას ნაუსედა

27 თებერვალი 2021, 08:34

პოლიტიკა

გიტანას ნაუსედა: მზად ვართ მედიაციისთვის კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა ავიცილოთ არასათანადოდ მომზადებული ქმედებები

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის მედიაციისთვის საქართველოში შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა თავიდან უნდა იყოს აცილებული სპონტანური და არასათანადოდ მომზადებული ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, წარსულში ჰქონდა ადგილი.

ასტა სკაისგირიტე

27 თებერვალი 2021, 08:19

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი პავილიონისის ვიზიტზე: მისია ვერ შესრულდა

ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ასტა სკაისგირიტე აცხადებს, რომ საქართველოში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მისია ვერ შესრულდა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

27 თებერვალი 2021, 08:08

საზოგადოება

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.

27 თებერვალი 2021, 08:06

საზოგადოება

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

27 თებერვალი 2021, 01:46

მსოფლიო

საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს

საუდის არაბეთის სამეფო ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს კატეგორიულად უარყოფს.

27 თებერვალი 2021, 00:38

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ის კონსერვატიული ძალების კონფერენციაზე დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს. ვიდეო

აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებებების კონფერენციაზე (CPAC) დონალდ ტრამპის „ოქროს“ ქანდაკება დადგეს.

ვიქტორ ლუკაშენკო

27 თებერვალი 2021, 00:01

მსოფლიო

ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა

ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ალექსანდრე ლუკაშენკო მისმა ვაჟმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ სააგენტო Belta წერს.

26 თებერვალი 2021, 23:54

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 427 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 427 644 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 093 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.