imedi /  07 აგვისტო 2019, 11:24 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტროს დავით დვალის ბრალდება უსაფუძვლოდ მიაჩნია

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის ბრალდებას პასუხობს. „ქრონიკის" ინფორმაციით, როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების შესახებ გადაწყვეტილების მე-10 და მე-12 პუნქტებში აისახა, რომლებიც უშუალოდ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ ტელეკომპანიის წილების ფლობას ეხება. 

კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს უსაფუძვლოდ მიაჩნია დავით დვალის ბრალდება, რომ უწყებამ სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა და 2017 წლის 9 დეკემბრის პრესრელიზში არასრულად წარმოადგინა ის კითხვები, რითიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიმართა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი 18 ივლისს გააუქმა. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - არხის 40%-იან წილზე უარი განაცხადეს. როგორც დვალი და ხალვაში ამბობენ, მათი მიზანია წართმეული უფლება სამართლებრივი გზით აღდგეს და არა კულუარული გარიგებით.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას 25 ივლისს შეხვდნენ.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ამ ამბიდან მალევე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა და ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დანებებას არ აპირებენ ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია, რომლებმაც 27 ივლისს განცხადება გაავრცელეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი კომპანიის „ტვ საქართველოს“ 50%-იანი წილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა. წილების გასხვისებამდე „ტელეკომპანია საქართველოს“ 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2021, 14:52

COVID19

შიდა ქართლში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი

„ფაიზერი“ უკვე შიდა ქართლშია. რეგიონისთვის ვაქცინის 2160 დოზაა გამოყოფილი და მათი შენახვისთვის ყველა აუცილებელი პირობაა დაცული. ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. „ფაიზერით“ ადმინისტრირებაში სამხედრო ჰოსპიტალის გარდა გორის კლინიკა „გორმედიც“ ჩაერთო. იმუნიზაციის პროცესი ამ კონკრეტულ ვაქცინაზე 26 ივლისიდან დაიწყება. ამისთვის მოქალაქეებს პორტალზე დარეგისტრირება მოუწევთ.

24 ივლისი 2021, 14:48

COVID19

ორშაბათიდან, კახეთში „ფაიზერით“ აცრაც შესაძლებელი იქნება

კახეთში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. რამდენიმე ასეული დოზა ვაქცინა თელავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ცოტა ხნის წინ გადაეცა. რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან „ფაიზერით“ აცრები, ამ ეტაპზე, მხოლოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩატარდება.

24 ივლისი 2021, 14:35

COVID19

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აშშ-ს ვაქცინების გადმოცემისთვის მადლობას უხდის და თვლის, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს

სამედიცინო საზოგადოების სახელით გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 ის პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინის მნიშვნელოვანი მარაგის გადმოცემისთვის, - ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

24 ივლისი 2021, 14:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ - ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 14:25

პოლიტიკა

გივი მიქანაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე: თუ ოპოზიციას რამე არგუმენტაცია აქვს, მოვიდნენ და კონკრეტული კითხვები დასვან

საგამოძიებო კომისია იქნებოდა თუ არა ამ პოლიტიკურ სუბიექტებს რამე სახის მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, რომლითაც ისინი შეძლებდნენ დაესაბუთებინათ, რომ რამე სახის გაყალბება მოხდა, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, ისინი საგამოძიებო კომისიის გარეშეც წარუდგენდნენ მას საზოგადოებას. ვხედავთ, რომ 8 თვის თავზე, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება რომელსაც არსებითი გავლენა შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, მათ მიერ გამოვლენილი არ არის, - ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.

თამარ გაბუნია

24 ივლისი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე: ამჟამად, საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არაა

„დღეს, 12:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე. ამ დრომდე, დარეგისტრირებულია 107 ათასზე მეტი მოქალაქე. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, დიდი ნაკადის გამო, საიტი, შედარებით, ნელა მუშაობდა, თუმცა, ნახევარ საათში, ეს პრობლემები სრულად მოიხსნა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

24 ივლისი 2021, 14:01

მსოფლიო

ინდოეთში სტიქიას უკვე 110 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებსა და წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, შტატში, ივლისში, რეკორდული ოდენობის ნალექი დაფიქსირდა.

ლონდა თოლორაია

24 ივლისი 2021, 13:49

პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა არასრულწლოვნების წინაშე.

24 ივლისი 2021, 13:44

COVID19

ბათუმში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის, კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობაზე, საინფორმაციო შეხვედრა იმართება

ბათუმში, კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ორგანიზატორი გაეროს ბავშვთა ფონდია. ცნობილი ექიმები იმუნიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და გლობალურ ტენდენციებზე მსჯელობენ.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 13:24

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს და სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგმა მათ პოზიციები გაუმყარა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე, სადაც განიხილება და დამტკიცდება კომისიის დასკვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, წარდგენილი იქნება ოპოზიციისა და არასამთავრობოთა ნაწილის მიერ მოსახლეობის აზრით მანიპულირების შემთხვევებიც.

24 ივლისი 2021, 13:12

COVID19

კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა . დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

24 ივლისი 2021, 13:03

პოლიტიკა

უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების პროექტების განხილვის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული კომისიის სხდომა გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა.

გივი მიქანაძე

24 ივლისი 2021, 12:49

პოლიტიკა

რა დაადგინა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ. გივი მიქანაძის განცხადება

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა მოისმინონ და დაამტკიცონ.

24 ივლისი 2021, 12:37

COVID19

ბათუმში საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ვაქცინაციაში ჩაერთნენ

ბათუმში, 100-მდე მეზღვაური, ლოცმანი და ნავსადურის პერსონალი „სინოფარმითა“ და „სინოვაკითა“ აიცრა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრო.

24 ივლისი 2021, 12:35

საზოგადოება

გლდანში, ექვს მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა. მათ შორის, ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაო ექვს მისამართზე უკვე დასრულდა, კიდევ ექვსზე კი, მიმდინარეობს.

24 ივლისი 2021, 12:28

COVID19

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება. ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

24 ივლისი 2021, 12:23

რეგიონი

წითელ ხიდზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოდან უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სატვირთო ავტომობილით, არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 170 980 ღერი სხვადასხვა სახეობის სიგარეტისა და პიროტექნიკური ნაწარმის (294 880 ცალი) საბაჟო წესის დარღვევით საქართველოდან გატანის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

24 ივლისი 2021, 12:18

საზოგადოება

მაშველები საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 100-მდე ადამიანს დაეხმარნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა განსაკუთრებული მამაცობისთვის სამახსოვრო საჩუქრები 3 მაშველს: მამუკა წულუკიძეს, დავით ბაუჟაძეს და ბექა ხელაძეს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

24 ივლისი 2021, 12:06

COVID19

თამარ გაბუნია: მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით

გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში. რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში sms-ის სახით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „ფაიზერის“ ახალი დოზებით ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

პაატა იმნაძე

24 ივლისი 2021, 11:53

COVID19

პაატა იმნაძე: ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა - ყველა გემოვნების ადამიანისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.