მარნეულის ქარხანამ იმ პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა, რომელშიც „სუდანის“ ჯგუფის საღებავი აღმოჩნდა
ფოტო:facebook
მარნეულის სასურსათო ქარხანამ იმ პროდიქციის რეალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რომელშიც Momxmarebeli.ge -ს კვლევის თანახმად, არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოჩნდა. კომპანიამ ორგანიზაციას Facebook-ის გვერდზე სპეციალური განცხადებით უპასუხა.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით , აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი.
სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს.
პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„გერმანული ლაბორატორიის მიერ ადგილობრივი 6 კომპანიის ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის დაფქულ ნიმუშებში აღმოჩენილი არასაკვები საღებვი იწვევს სიმსივნეს და გენების გადაგვარების რისკს“, - ამის შესახებ imedinews-ს momxmarebeli.ge-ს კონსულტანტმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.
სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Momxmarebeli.ge ავრცელებს.
არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 23:58
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ
26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამართულ დებატებში განაცხადა, რითაც მან უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს.
01 ივნისი 2026, 23:54
მსოფლიო
The Washington Post: პენტაგონმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ოფიცრებთან შესახვედრად, რომლებიც ტრადიციულად პასუხობდნენ მათ კითხვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 23:43
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით
ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.
01 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცრუ ბრალდებებში ამხილა.
01 ივნისი 2026, 23:22
საზოგადოება
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
01 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 22:42
პოლიტიკა
კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.
01 ივნისი 2026, 22:37
პოლიტიკა
კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“.
01 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე, ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებდა, რომ თეირანმა მოლაპარაკებები ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო შეაჩერა.
01 ივნისი 2026, 22:05
სპორტი
ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთის გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ვილი სანიოლის მომზადებული ფეხბურთელების მეტოქე, რუმინეთის გუნდია. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს. ტრავმის გამო მასპინძლებს სამი წამყვანი ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ვერ ეხმარება.
01 ივნისი 2026, 21:56
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებას ზეიმობს - სადღესასწაულო მსახურება ფოკაში და პატრიარქის ქადაგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პრემიერ-მინისტრი პარაკლისსაც დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-ი წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.
01 ივნისი 2026, 21:55
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით
ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
01 ივნისი 2026, 21:53
მსოფლიო
გაერო ღრმად შეშფოთებულია ლიბანში ისრაელის დარტყმების გამო და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს კონფლიქტის მხარეებს
გაერომ ორშაბათს განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ლიბანში ისრაელის მიერ დარტყმების გაძლიერებით, ხოლო „მსოფლიო სასურსათო პროგრამამ“ ქვეყანაში „ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების“ შესახებ გაავრცელა გაფრთხილება.
01 ივნისი 2026, 21:44
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. როგორც იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება.
01 ივნისი 2026, 21:37
მსოფლიო
ტრამპი: ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან - ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება, ხოლო გზაში მყოფი ნაწილები უკვე უკან მობრუნდნენ
ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან - ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება, ხოლო გზაში მყოფი ნაწილები უკვე უკან მობრუნდნენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გადაზრდას
„სამართლიანი და ღირსეული ურთიერთდამოკიდებულება გახლავთ ის აუცილებელი წინაპირობა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რაც ჩვენ აქამდე არაერთგზის გაგვიცხადებია. მოსაწონია, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში სწორედ ეს ლაიტმოტივი ჟღერდება. ახლა ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების გადაზრდას რეალურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
01 ივნისი 2026, 21:09
პოლიტიკა
ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: მესიჯები არის საკმაოდ თვალსაჩინო - ჩვენთვის მისასალმებელია ურთიერთობის იმ ნორმებში დაბრუნება, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. ვოლსკი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მესიჯები თვალსაჩინო და გასათვალისწინებელია.
01 ივნისი 2026, 21:05
საზოგადოება
პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა და იმ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს საპარლამენტო პროცესების უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
01 ივნისი 2026, 21:04
მსოფლიო
ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს
ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს.
01 ივნისი 2026, 20:55
რეგიონი
ბავშვთა დაცვის დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებებს მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შეუერთდა. იგი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართულ ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.


