imedi /  26 აგვისტო 2019, 11:10 / სანდო წყარო

საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საქართველო აფხაზეთი

ფინეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურებიან. შესაბამისი განცხადებები უწყებების Twitter-ზე გამოჩნდა. 

„ფინეთი საქართველოს სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას ადასტურებს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“, - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში. 

მსგავსი განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლეილა აბდულაევამაც გამოაქვეყნა:

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და მათ შედეგებს“. 

ე.წ. არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც გამოეხმაურნენ

„სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად 2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ არც კანონიერია და არც ლეგიტიმური. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს „არჩევნები“ ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად მათ ერთმანეთს აშორებს. ამის მხოლოდ დაგმობა შეგვიძლია“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ე.წ. არჩევნებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

„ნატო არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - დაწერა აპატურაიმ. 

მანამდე ე.წ. არჩევნები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდა. პრეზიდენტის პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა. ე.წ. არჩევნების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ძალიან დიდია მეორე ტურის ალბათობა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

24 თებერვალი 2024, 16:34

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 15:57

სპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2024, 15:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,„ნავალნობ“ - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

24 თებერვალი 2024, 15:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

24 თებერვალი 2024, 15:00

კულტურა

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2024, 14:44

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში,

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

24 თებერვალი 2024, 13:57

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადიდდა მდინარეები, წყლის საფარ ქვეშ მოექცა ათობით საცხოვრებელი სახლი.

24 თებერვალი 2024, 13:32

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2024, 13:30

რეგიონი

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა.

24 თებერვალი 2024, 13:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ომარ ბაკურაძეს, ლეიტენანტ ემილ ფოჩხუას, უფროს სერჟანტ გიორგი ალავერდაშვილს, უმცროს სერჟანტ მალხაზ თარხნიშვილსა და კაპრალ მურთაზ ედიშერაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

24 თებერვალი 2024, 12:59

მსოფლიო

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას მაშველებთან ერთად არმია და ავიაცია ცდილობს.

ინდოეთის ბაზრობა

24 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან

რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

მესტია

24 თებერვალი 2024, 12:38

რეგიონი

მესტია გემოფესტს მასპინძლობს

დღეს და ხვალ გურმანების შეხვედრის მთავარი ადგილი მესტიაა. წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და სტუმრებს რეგიონის ტრადიციულ კერძებს და მათ თანამედროვე ნაირ სახეობებს გააცნობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 თებერვალი 2024, 12:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გურამ მაჭარაშვილი

24 თებერვალი 2024, 12:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სასამართლო რეფორმის ოპოზიციურ ვერსიაზე: შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას საელჩოების მეშვეობით

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ სასამართლოს რეფორმის ფორმაზე. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს გეგმა თავისი შინაარსით კოლონიალურია და ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესუსტებისკენაა მიმართული.

ძლიერი ქარის ამინდი

24 თებერვალი 2024, 12:10

საზოგადოება

28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ოსამა ჰამდანი

24 თებერვალი 2024, 12:00

მსოფლიო

„ჰამასმა“ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას „ჰამასი“ გამოეხმაურა და მას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა.

24 თებერვალი 2024, 11:49

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „X“ - ზე გამოქვეყნდა.