დეკანოზის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოიკითხა. ამ ინფორმაციას საპატრიარქოს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი ერთი კვირის წინ გამოკითხა. დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განმარტებით, მეუფემ, ძირითადად, ბრალდებულის პიროვნების და მასთან კავშირების შესახებ ისაუბრა, რაც გავლენას ვერ ახდენს საქმის არსებით ნაწილზე. გიორგი ფანცულაია სხვა ინფორმაციას გაუთქმელობიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
ამასთან, დეკანოზ გიორგის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მეუფე დიმიტრი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მეუფესა და პრემიერს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. მიტროპოლიტის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბრალდებულის ადვოკატს საქმის გარშემო კითხვის ნიშნებს უჩენს.
რაც შეეხება საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავა მეუფე დიმიტრის პროკურატურაში გამოკითხვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს.
დეკანოზ გიორგის (მამალაძე) წინასასამართლო სხდომა 5 მაისს ჩაინიშნა. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ, რასაც საქმის არსებითი განხილვა დაემყარება.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 08:49
ტექნოლოგიები
Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა
მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს. მისიის მთავარი ამოცანა მთვარისკენ შემდეგი ფრენებისთვის ხომალდის სისტემების შემოწმებაა.
05 აპრილი 2026, 08:29
მსოფლიო
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომელიც პოლიციას ავალდებულებდა, დაეშვა პროტესტის ჩატარება გარკვეული მასშტაბით, სარაკეტო საფრთხის შესახებ სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად.
05 აპრილი 2026, 08:17
მსოფლიო
აშშ და ირანი ერთმანეთს ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრნენ
ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას ანალოგიური რიტორიკით უპასუხა. ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, „ჯოჯოხეთში“ თავად აშშ აღმოჩნდება.
05 აპრილი 2026, 08:00
საზოგადოება
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.
05 აპრილი 2026, 00:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ, დაიწყეს შესაბამისი საქმის წარმოება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
04 აპრილი 2026, 22:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც უშუალოდ გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება
საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - განმარტა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას.
04 აპრილი 2026, 22:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური
მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც დღეს კანონითაა დადგენილი, სააგენტოს მხრიდან ზედმიწევნით სრულდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:17
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2026 – 2029 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, გაზის დანაკარგი, მინიმუმ, 25 პროცენტით შემცირდება
„ჩვენს ახალ გუნდს შემუშავებული აქვს სტრატეგია და 2026 წლიდან 2029 წლამდე გვაქვს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მოემსახურება იმ მთავარ ამოცანას, რომ არსებული გაზის დანაკარგი შემცირდეს მინიმუმ 25 პროცენტით. ეს მიმართულება კიდევ გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციის პროგრამის და გაზის დანაკარგების შემცირების შესახებ.
04 აპრილი 2026, 22:16
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, ამისთვის ვართ მზად, ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, 10-წლიანი პერიოდი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:02
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: წინასწარი შეფასებით არსებული გენერაციის ზრდის პოტენციალი დაახლოებით 2–3%-ს შეადგენს
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არის საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი კვლევა, რომელიც გულისხმობს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 22:01
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით ევროდირექტივის შესრულების მაჩვენებელი 77%-ია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ენერგეტიკის კუთხით საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი აქტიურად გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ, ევროდირექტივების იმპლემენტაცია 54%-ია შესრულებული.
04 აპრილი 2026, 21:37
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა
„თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს როგორც სწორი ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი ბალანსი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას.
04 აპრილი 2026, 21:35
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით
ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ოპონენტს: გიდასტურებთ ჩვენ მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება
გიდასტურებთ ჩვენ დიდ სურვილსა და მზაობას, რომ სამეცნიერო წრეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ და სამუშაო მაგიდებთან ერთად ვიმსჯელოთ როგორ შეიძლება მოხდეს ენერგეტიკის სექტორის განვითარება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოპონენტის პასუხად.
04 აპრილი 2026, 21:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ნამოხვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:27
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მილიონი ლარი იზოგება
როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
04 აპრილი 2026, 21:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა, 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას.
04 აპრილი 2026, 21:22
პოლიტიკა
პრემიერი: ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკაში, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მლნ ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში 100 მლნ ლარი იზოგება
როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.


