Imedi /  13 სექტემბერი 2019, 11:20 / სანდო წყარო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დიდ ხურვალეთში ჩავიდა

მედლინ მუნი

მედლინ მუნი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საიკუპაციო ხაზს ეწვია.

ის ხურვალეთში ჩავიდა, სადაც სუსის თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

მედლინ მუნი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილსაც შეხვდა და მისგან მოისმინა იმ. სირთულეების შესახებ, რაც მას ოკუპაციის შედეგად შეექმნა.

„ჩვენ ჩამოვედით საოკუპაციო ხაზთან, რომ ვნახოთ ვითარება ადგილზე და დღევანდელ პრობლემას გავეცნოთ. მნიშველოვანია, რომ ჩვენი თვალით ვნახეთ ის, რაც აქ ხდება - როდესაც საქართველოს მოქალაქე დილას იღვიძებს და იგებს რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს. მადლობა ამ ხალხს სიმამაცისთვის, როგორ უმკლავდებიან ისინი დღევანდელი ყოფის სირთულეებს.

ზიანდებიან ადამიანები. იყოფა სახლები, მიწის ნაკვეთები. ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ მოვლენებს; დავსვათ კითხვები და მომდევნო შეხვედრაზე, ოქტომბერში, ლონდონში, გპირდებით ჩვენ არა მხოლოდ ანგარიშს და მოხსენებას წარვადგენთ, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფართოდ ვაჩვენოთ ის სისასტიკე, რასაც აქვს ადგილი არა მთვარობის მიმართ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ“, განაცხადა მედლინ მუნმა. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს 12 სექტემბერს ეწვია. 

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2020, 11:29

COVID19

როგორი კოვიდვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ისევ მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 209-ით მოიმატა და 39 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 754 პაციენტი. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში 286 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 32 ათას 500-ს მიაღწია. გარდაცვლილია 462 პაციენტი.

04 აგვისტო 2020, 11:25

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსი გართულებებს საშუალო სიმძიმით მიმდინარეობის დროსაც ტოვებს

„სხვა ცენტრში წვანან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ვერ ვიტყვით იმას, რომ დაავადება გამსუბუქდა. საერთოდ, რაც პერიოდი გავა ვირუსის ინვაზიურობის ხარისხი და ინფიცირების ინტენსივობა შეიძლება გარკვეულწილად შემცირდეს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო და არ ვიცით, რომ ეს ვირუსი იქნება როგორც გრიპი. იმის თქმა, რომ დღეს კლინიკაში არ წვანან მძიმე პაციენტები არ იქნება სწორი. რადგან ეს დაავადება გართულებებს ტოვებს არა მხოლოდ მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში, არამედ როდესაც შეიძლება დაავადება იყოს საშუალო სიმძიმის. ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ამ დაავადებას, მის პნევმონიას ახასიათებს ცოტა რთული, განსხვავებული მიმდინარეობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ კორონავირუსი არ დაგვემართოს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლაბორატორიული ტესტირება

04 აგვისტო 2020, 11:25

COVID19

ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულთა კორონავირუსზე ტესტირების პასუხები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულთა სამედიცინო ტესტირება გრძელდება. ტესტირება 300-მდე ადამიანს უკვე ჩაუტარდა, თუმცა კვლევების პასუხები ჯერჯერობით უცნობია. კვლევა მესამე დღეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.

მარიამ ქვრივიშვილი

04 აგვისტო 2020, 11:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის ეთერში: საქართველოში ჩამოსული მგზავრი მაქსიმალურად დაცული იქნება

საქართველოში ჩამოსული მგზავრი მაქსიმალურად დაცული იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. საუბარი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და დაწესებულ რეგულაციებს შეეხო. „საქართველომ ყველას აჩვენა წარმატებული მაგალითი, როგორც უნდა ებრძოლო პანდემიას, ეს უნდა იყოს მტკიცებულება, გარანტია ყველა მოგზაურისა და ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავ ვიქნებით ძალიან ფხიზლად, რათა ყველა თანაბრად დავიცვათ. მხოლოდ 2019 წელს საქართველოში, რომელიც მოსახლეობაც 3,7 მილიონია, ჩვენ შევძელით ცხრა მილიონზე მეტი ტურისტის მასპინძლობა. საქართველოს ამოცანაა, დარჩეს

04 აგვისტო 2020, 11:20

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს

3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7 პროცენტი ვადიან დეპოზიტებზე, 25.2 პროცენტი სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1 სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საპენსიო აქტივების 100 პროცენტი ლარშია დენომინირებული.

04 აგვისტო 2020, 11:15

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სახლი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში. imedinews-ის ინფორმაციით, გვიან ღამით ლამია ილიაზოვას საცხოვრებელ სახლში უცნობი კაცი შეიჭრა და ძვირფასეულობა წაიღო. სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში მონაწილე კაცის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. პირის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო- საგამოძიებო ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

04 აგვისტო 2020, 11:07

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის უწყების ბალანსზე არსებული 5 000 ბინის დაკანონება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5 000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

04 აგვისტო 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

სამი ახალი პაციენტიდან ორი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია , ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ალექსანდრ ვუჩიჩი

04 აგვისტო 2020, 10:54

მსოფლიო

ალექსანდრ ვუჩიჩი: აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სომხეთთან იარაღით ვაჭრობის საკითხს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ამის შესახებ news.am წერს. პრეზიდენტის განმარტებით, სერბეთი იარაღით სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ვაჭრობს. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, იარაღით ვაჭრობა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია.

04 აგვისტო 2020, 10:51

სამართალი

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს.

04 აგვისტო 2020, 10:27

საზოგადოება

განათლების სამინისტრო „ბიზნეს ასოციაციასთან“ ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „ევროპულ ბიზნეს“ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი.

04 აგვისტო 2020, 10:27

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

04 აგვისტო 2020, 10:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გვინდა ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, მაგრამ სააკაშვილი ამის საშუალებას არავის აძლევს

ოპოზიციის დაშლა ბუნებრივია, ამას ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის ცუდი იქნება, რადგან ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

04 აგვისტო 2020, 10:18

რეგიონი

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

04 აგვისტო 2020, 10:08

COVID19

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 7007, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა -280 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

04 აგვისტო 2020, 09:55

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ NDI-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

04 აგვისტო 2020, 09:33

ტექნოლოგიები

Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა

კომპანია Google-მა სმარტფონი Pixel 4A წარადგინა. მოწყობილობას აქვს 5,81 დუმიანი ეკრანი და Snapdragon 730G პროცესორი. ოპერატიული მახსოვრობის მოცულობა კი 128 გიგაბაიტია. Pixel 4a ბაზარზე 20 აგვისტოდან გამოვა და მისი ფასი $349 იქნება.

04 აგვისტო 2020, 09:17

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიამ 13 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ Reuters-ს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. სტიქიას ემსხვერპლა 13 ადამიანი, ხოლო 13 დაკარგულად ითვლება.

04 აგვისტო 2020, 08:55

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ავღანეთიდან ჯარის ნაწილს გამოიყვანს

აშშ, ავღანეთიდან საკუთრი ჯარის ნაწილს გამოიყვანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Axios-თან საუბარში განაცხადა. „ავღანეთში, ჩვენ მოკლე დროში შევამცირებთ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას 8 ათასამდე, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 4 ათასამდე ჩამოვა. ახალა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - აცხადებს ტრამპი.

ლეონარდო დიკაპრიო

04 აგვისტო 2020, 08:50

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიომ Apple-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა

ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა კუთვნილმა სტუდია Appian Way -მ კომპანია Apple-თან ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.