imedi /  15 სექტემბერი 2019, 17:11 / სანდო წყარო

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიხსნა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და თქვა, რომ ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის  გაცოცხლებას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მისი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

"მე ვიქნები სააგენტოსა და იმ მუნიციპალიტეტების გვერდით, რომლებიც დაიწყებენ კულტურაში ფინანსური რესურსის ჩადებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს მხოლოდ სააგენტოს საქმე არ არის, ეს მთელი ქართული საზოგადოების საქმე და პასუხისმგებლობაა, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა, რომლითაც უნდა გავიდეთ ევროპაში", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად. ფორუმზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვარიელონ საგამოფენო სივრცეები, მიიღონ მონაწილეობა მასტერკლასებში, გაეცნონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაციებს.

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი მოიცავს სანახაობრივ და გასართობ პროგრამასაც: სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, სპორტულ ასპარეზობებსა და დასკვნით ნაწილში _ საესტრადო კონცერტს.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

31 მარტი 2020, 22:25

COVID19

თეა წულუკიანი: სუპერუნარიანმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება

ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი. ჩვენ გვყავს სუპერუნარიანი ხელისუფლება, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა პრევენციაზე, სამედიცინო და სხვა ტიპის მარაგები შექმნა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

31 მარტი 2020, 22:12

COVID19

ნიუ-იორკის პოლიციის 1193 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1193 თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირება ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1048 პოლიციელსა და 145 სამოქალაქო სპეციალისტს დაუდასტურდა.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 22:07

COVID19

ლევან რატიანი: როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული

„დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია, იმ დროს როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული. ყველაზე ცუდი მომენტია, როდესაც ოჯახის წევრს ეუბნები, რომ შენი ოჯახის წევრი დაიღუპა, რაც არ უნდა ასაკის იყოს ის. რამდენი წლის ექიმი ვარ და როცა პაციენტი გარდაცვლილა არასდროს დამირეკავს მის ოჯახის წევრთან და არ მითქვამს, რომ შენი ახლობელი გარდაიცვალა. რაც არ უნდა ასაკიანი ან ავადმყოფი პაციენტი იყოს, ვერ ვეტყვი მის ოჯახის წევრს რომ თქვენს ახლობელს გული გაუჩერდა. ყველა პაციენტი მესიზმრება, ყოველ ღამე. ვცდილობ რომ ეს ემოცია ოჯახში არ გამოვავლინო, იმიტომ რომ ეს ჩემი ემოციაა, ჩემი ცხოვრება, ჩემი გარემოა და ამიტომ ოჯახში როდესაც 2 და სამი საათი მივდივარ მათთან ერთად ვიყო“, - ამბობს რატიანი.

ევროვიზია

31 მარტი 2020, 21:58

კულტურა

გაუქმებული „ევროვიზია 2020-ს“ ნაცვლად სპეციალური კონცერტი ჩატარდება

ღონისძიება 16 მაისს გაიმართება. სწორედ ამ დღეს იყო დაგეგმილი კონკურსის ფინალი. კონცერტში სახელწოდებით Europe Shine A Light მონაწილეობას წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად ევროვიზიის ვარსკვლავებიც მიიღებენ.

Georgian Airways

31 მარტი 2020, 21:41

COVID19

თბილისში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის აეროპორტში „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 179 მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადავლენ. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისს განახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილი

31 მარტი 2020, 21:41

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს.

თავდაცვის სამინისტრო

31 მარტი 2020, 21:26

COVID19

თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, კორონავირუსით სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედროები დაინფიცირდნენ.

31 მარტი 2020, 21:22

COVID19

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13 531-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13 531-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 704 კი დაინფიცირდა. საერთო ჯამში თურქეთში ამ მომენტისთვის 214 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

კორონავირუსი აშშ

31 მარტი 2020, 21:19

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

თბილისი კომენდანტის საათი

31 მარტი 2020, 21:00

COVID19

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა

21:00 საათიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სრულად იკრძალება როგორც ქვეითად, ასევე საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტით გადაადგილება გამონაკლისი შემთხვევების გარდა.

ხიბულა

31 მარტი 2020, 20:57

საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ზვიად გამსახურდიას როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე უმნიშვნელოვანესია

ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ Facebook-ზე წერს.

ბლოკპოსტი

31 მარტი 2020, 20:51

COVID19

მთავრობა ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

31 მარტი 2020, 20:41

COVID19

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხიბულა

31 მარტი 2020, 20:36

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სოფელ ხიბულაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სოფელ ხიბულაში სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მისივე ინიციატივით, სოფელში აშენდა საბავშვო ბაღი და მიმდინარეობს ტაძრის მშენებლობა. სოფელში კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება.

31 მარტი 2020, 20:28

COVID19

საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტებს ზუგდიდში მკურნალობას სთავაზობს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები დადგენილია. საქართველოს ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა 45 წლის ქალთან კონტაქტში მყოფ პირებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმკურნალონ.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2020, 20:25

COVID19

დონალდ ტრამპი: რუსეთმა და ჩინეთმა სამედიცინო დახმარება გამოგვიგზავნეს, რაც ძალიან სასიამოვნო იყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა აშშ-ს სამედიცინო დახმარება გამოუგზავნეს.„რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ალბერ II

31 მარტი 2020, 20:23

COVID19

მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა მონაკოს პრინცს კარანტინიდან გამოსვლის ნებართვა დართეს. 19 მარტს მონაკოს პრინცს ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდგინდა. პრინცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მუშაობას სასახლიდან განაგრძობდა.

ირაკლი ჩიქოვანი

31 მარტი 2020, 20:07

COVID19

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობას ე.წ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა

„ზუსტად ერთ საათში, 21 საათზე საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ასეთი არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარგანსაზღვრული სასწრაფო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელე და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გადაადგილების შეზღუდვა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გალი

31 მარტი 2020, 20:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

Backstreet Boys

31 მარტი 2020, 19:38

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფმა Backstreet Boys-ის წევრებმა თავიანთი ცნობილი ჰიტი შეასრულეს. ვიდეო

მუსიკოსები კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ამიტომ სიმღერა ყველამ საკუთარი სახლიდან შეასრულა. ზოგს კი ამაში შვილებიც კი დაეხმარნენ.