როგორი სანიტარული მდგომარეობაა ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში
კახაბერ გვანცელაძე
ფოტო: საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადად გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრიდან ბაღებში საკვების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამასთან, სამზარეულოს ინვენტარი მოწესრიგებული და განახლებულია, სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კი დაცული.
სწავლის დაწყების დღიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2024, 12:24
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი
„ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან თქვა ასეთი რამ, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, რომ ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც მე დავაკონკრეტე, ეს უნდა ახსოვდეს მას, რომ არ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი. როგორც აღვნიშნე, ჩაკითხვაც იყო და ამაზე დავაზუსტე, რომ კრიტიკა არ იგულისხმებოდა. როდესაც ამის შემდეგ სენატორი კადრულობს ასეთ ტყუილს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო, პირადად ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
13 სექტემბერი 2024, 12:19
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „13 სექტემბერს დელეგაცია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ფხენიანში იმყოფებოდა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში კორეელ კოლეგებთან შედგა აზრების საგნობრივი გაცვლა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფართო წრის გარშემო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ფხენიანში ვიზიტისას შოიგუმ შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან. მედიის მტკიცებით, შეხვედრებმა განსაკუთრებით სანდო და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, რამაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ივნისში განხორციელებული ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებების რეალიზებას უნდა შეუწყოს ხელი.
13 სექტემბერი 2024, 12:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბორდერიზაცია არის 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც დააკანონა „ნაცმოძრაობამ“
ბორდერიზაცია არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ, როცა ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% და ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
13 სექტემბერი 2024, 12:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთავარი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე ეხება კორუფციის შემცირებას საქართველოში
„კორუფციასთან ბრძოლას რაც შეეხება, მე მაქვს გაცხადებული ამბიციური მიზანი, ჩემი პირადი მიზანია, რომ საქართველომ ევროპის ქვეყნების სამეულში დაიკავოს ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. 8 თებერვლიდან მოყოლებული ათასობით განკარგულებაა გამოქვეყნებული, უკლებლივ ყველა სამთავრობო განკარგულება არის გამოქვეყნებული მთავრობის საიტზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რომელიმე სამთავრობო გადაწყვეტილებიდან თქვენ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშანს, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვექნება უმკაცრესი რეაგირება, თუმცა დღემდე არც ერთი ასეთი პრეტენზია არ ყოფილა წაყენებული. მთავარი ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაზე, არის სწორედ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. პირველ რიგში ჩემს საქმიანობას დააკვირდით, როცა საქმე ეხება კორუფციის შემცირებას საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
13 სექტემბერი 2024, 12:15
პოლიტიკა
„ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა - „ქართული ოცნების“ დელეგატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება. "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის-ბორჯომის-ასპინძის და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 12:09
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ანონიმური წყარო პენტაგონიდან გვატყობინებს, რომ ზურაბ ჯაფარიძე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შარვალჩახდილი უკუსვლით იერიშის მასტერკლასებს ჩაუტარებს სამხედრო პირებს და მარცხით სასოწარკვეთილ პოლიტიკოსებს!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპოზიციის წარმომადგენლების აშშ-ში გამგზავრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
13 სექტემბერი 2024, 12:08
პოლიტიკა
პრემიერი: ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება
ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 სექტემბერი 2024, 11:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა - ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს, ერთადერთი მიზეზით - ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი
წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 სექტემბერი 2024, 11:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას
„რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი აშშ-ის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას უწოდებს ვიგინდარას. რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას, არავითარი ფასი არ აქვს. როდესაც კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, როცა არის სრული უსამართლობა, რა თქმა უნდა, არაფერს აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
13 სექტემბერი 2024, 11:53
საზოგადოება
სახალხო დამცველმა ქალთა პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2024 წლის 12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე რუსთავის #5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებას ეწვივნენ.
13 სექტემბერი 2024, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა, წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია“.
13 სექტემბერი 2024, 11:50
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე ჯიმ რიშის განცხადებაზე: აშშ-ის კონგრესი ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია იყო, დღეს ამ ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია
აშშ-ის კონგრესი იყო ჩვენთვის სამაგალითო ინსტიტუცია წლების მანძილზე და დღეს ამ უმნიშვნელოვანეს და ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბით შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის ძალიან გულსატკენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სენატორ რიშის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
13 სექტემბერი 2024, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სენატორმა რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული პოლიტიკიდან, ჩვენი დაპირებაც ეს არის
რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვას.
13 სექტემბერი 2024, 11:43
არჩევნები 2024
პარტია „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
13 სექტემბერი 2024, 11:43
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან
ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines-ის, Capital Airlines-ის და Sichuan Airlines-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
13 სექტემბერი 2024, 11:40
რეგიონი
ფოთის მერი: ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას
ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.
13 სექტემბერი 2024, 11:34
პოლიტიკა
პრემიერი: იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება. დღეს ეს ვითარება აღარ არის, დღეს ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ქვეყანაში
„მიზანი ის არის, რომ ასეთმა აქტებმა რაღაც გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ ასეთ აქტებზე არ ააგოს საკუთარი საარჩევნო გადაწყვეტილება. რეალურად ვერც ერთი ასეთი განხილვა, ვერც ერთი ასეთი აქტი ვერ მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოებისა არჩევანზე. ქართული საზოგადოება არჩევანს აკეთებს იმ რეალობის შესაბამისად, რომელსაც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი დანარჩენი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. თქვენ გახსოვთ, იყო გარკვეული წლები, როდესაც ერთი კუბილიუსის განცხადებაზეც კი მოდიოდა სერიოზული მღელვარება, დღეს ეს ვითარება აღარ არის. დღეს ქართული საზოგადოება უყურებს იმას, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
13 სექტემბერი 2024, 11:34
რეგიონი
შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ
შუქრუთის აქციის რადიკალური ჯგუფის წევრები, რომელთაც კომპენსაციები უკვე მიღებული აქვთ, ისევ თანხას ითხოვენ. ტრანზაქცია საბანკო ანგარიშების ამონაწერებით დასტურდება. ჯამში, 281 შუქრუთელზე გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია.
13 სექტემბერი 2024, 11:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი - რქაწითელზე ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, საფერავის ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე
ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
13 სექტემბერი 2024, 11:31
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს
„14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას - 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.