Imedi /  25 სექტემბერი 2019, 14:52 / სანდო წყარო

საქსტატი: საქართველოში 2018 წელს 51 138 ბავშვი დაიბადა და 46 524 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში 2018 წელს 51 138 ბავშვი ცოცხლად დაიბადა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. აღნიშნულის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 9.6 პროცენტით შემცირდა.

ყველაზე მეტი - 51 138 ბავშვი თბილისში დაიბადა, რაც მთლიანი მონაცემის 31.6 პროცენტს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე რიცხვი ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა - 328 ბავშვი, ანუ - 0.6 პროცენტი.

რაც შეეხება სქესთა სტატისტიკას, 2018 წელს საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოსთან ერთად 107.9 ბიჭი გაჩნდა. 

2018 წლის მონაცემებით, 15-19 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ  32.3 შეადგინა, ხოლო 20-24 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ - 121.9. 2016 შედარებით ეს მონაცემები შემცირებულია. 

რაც შეეხება დედის საშუალო ასაკს პირველი ბავშვის დაბადებისას, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 25.6 წლამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2016 წელს 25.0 წელი დაფიქსირდა.

არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2018 წელს 17 375 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულთა 34.0 პროცენტს შეადგენს.

2018 წელს 438 ბავშვი მკვდრად დაიბადა, რაც 2016 წელთან შედარებით 21.5 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხვი 2016 წელთან შედარებით 8.4 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაბადების მსგავსად კვლავ თბილისში დაფიქსირდა - 12 122 ადამიანი (26.1%), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 656 ადამიანი (1.4 %).

2018 წელს 1 წლამდე ასაკის 416 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 2016 წელთან შედარებით 0.9 პუნქტით შემცირებას გულისხმობს.

გარდაცვალების უმეტეს მიზეზად კი, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (46.3 პროცენტი) და სიმსივნეები (15.8 პროცენტი) დასახელდა. 

რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზს, 2018 წლის მონაცემებით ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი. 

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

28 აპრილი 2026, 20:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და „მტრები ამა ქვეყნისანი“ ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.

ალარ კარისი ალექსანდრ სტუბი

28 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ვეთანხმები ესტონეთის პრეზიდენტს იმაში, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ - მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რუსეთში მომავალში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობლად

ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ოდესღაც მომავალში ევროპას მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

შაკო კუჭაშვილი

28 აპრილი 2026, 19:23

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით

დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.

28 აპრილი 2026, 19:14

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო წყვილს თეთრ სახლში უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს თეთრ სახლში მივიდნენ.

მიხეილ დუნდუა

28 აპრილი 2026, 19:13

პოლიტიკა

პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 86 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 19:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მათგან პასუხი არ მაქვს, ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოსგან ის არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს

ევროკავშირმა რატომ შეწყვიტა დიალოგი მე მათგან ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს არის მათი შიში, რომ ოფიციალურ ფორმატში მოისმინონ საქართველოს მხრიდან ის არგუმენტები და ის ფაქტები, რომელიც საფუძვლად უდევს მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ირინე წაქაძე

28 აპრილი 2026, 19:08

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

28 აპრილი 2026, 19:03

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფართოვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციას ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM) მასპინძლობს.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ცალკეული უწყებების დამოუკიდებელი მოქმედება

ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „დღის ქრონიკა“.

28 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება

საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

ეკა სეფაშვილი

28 აპრილი 2026, 18:50

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა - ადრე თუ გვიან ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია შეიცვლება იმ ძალებით, რომლებისთვისაც ღირებულებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლობალური ძალების დავალებების შესრულება

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა, განვითარება, განუხრელად დავიცავთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველა ის დემოკრატიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ღირებულება, რაც საქართველოს აქცევს ისეთი ტიპის ევროპულ დემოკრატიად, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

სულხან თამაზაშვილი

28 აპრილი 2026, 18:48

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ახალი მანდატისთვის, ნდობისთვის და მინდა მივულოცო რა თქმა უნდა ღირსეულ ადამიანს - ბატონ ზურას თავმჯდომარედ დამტკიცება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიდეონ საარი

28 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მთავრობას „ტვიტერის დიპლომატიის“ გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კიევს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რუსეთიდან მომავალი მარცვლეულის მოპარვის შესახებ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ისრაელი თავის პორტებში მოპარული მარცვლეულის შეტანის უფლებას იძლევა.

28 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილების მინიჭებას

პარლამენტმა 82 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებას.

28 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 91 ხმით მხარი დაუჭირა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:14

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ გაერთიანების პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მათ არ უწერიათ დიდი ხნის თანაცხოვრება - მსგავსი გაერთიანებები, იგივე შემადგენლობით წინასაარჩევნოდ ბევრჯერ გვინახავს

„დღეს, ამ ადამიანებმა, თითქოს მოინდომეს ახალი ველოსიპედის შექმნა და არჩევნებამდე ორწელიწადნახევრით ადრე შექმნეს რაღაც ერთობა და დააანონსეს, რომ თითქოს ახალი ფორმატით იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ვხედავთ. ისინი მხარდაჭერას არ ეძებენ ქართულ საზოგადოებაში, ეძებენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სანამ ისინი ქართულ საზოგადოებაში არ დაიმკვიდრებენ სტაბილურ სახელს, მოუწევთ დამტკიცება, რომ თავისი ქვეყანა უყვართ და მათი სამშობლო საქართველოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით ამას ვერასდროს დაამტკიცებენ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, სულხან თამაზაშვილის მინისტრობის პერიოდში გვექნება ძალიან დიდი წარმატებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა.

ზვიაშ შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 18:11

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე სინოდის სხდომაზე: თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა

თითოეული ჩვენგანი თვალყურს ვადევნებთ ისტორიულ პროცესს, ვინაიდან ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში მსგავსი არჩევნები არ ჩატარებულა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ საპატრიარქოში გამართულ სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

28 აპრილი 2026, 18:10

პოლიტიკა

პრემიერი: ზურაბ პატარაძის მოღვაწეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან წარმატებული იყო და მასზე ღირსეული კანდიდატის დასახელება იყო შეუძლებელი - დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება დაწყებული პროექტები

ბატონ ზურაბს მინდა მივულოცო მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება. დღეს, ოფიციალურად გვაქვს წარდგენის ღონისძიება, თუმცა, ბატონ ზურაბს წარდგენა არ სჭირდება. ის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას.