imedi /  25 სექტემბერი 2019, 17:42 / სანდო წყარო

პროფკავშირები ტყიბულში შექმნილ ვითარებაზე პრემიერმინისტრს მიმართავს

ვითარება ტყიბულში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერმინისტრს მიმართავს, რომ ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა სასწრაფოდ მოიწვიოს.  

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ტყიბულში არსებული სიტუაცია მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს: 

„აუცილებელია საზოგადოებამ და ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შახტები უფრო სოციალური პროექტია ვიდრე მხოლოდ ბიზნესპროექტი და მეტი ძალისხმევა და ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან, რათა ქალაქმა შეინმარჩუნოს სიცოცხლე. აღმაშფოთებელია, მეშახტეებისთვის იმ მიზერული ხელფასის დამადლება, რომელსაც წელიწადია იძულებითი უმუშევრობის პირობებში იღებენ, თუმცა ეს თანხაც არაა საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ხელფასის ყოველი გადაცილებული დღე ტყიბულისთვის ტრაგედიაა, კომპანია კი უკვე სამი კვირაა ვერ უზრუნველყოფს თანხის გადახდას, რაც სერიოზული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავიდეს მისი მართვიდან“, - ნათქვამია პროფკავშირების მიმართვაში. 

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით ტყიბულში ახალი ინვესტორის შეყვანა უნდა მოხდეს, რომელსაც ძალუძს უპასუხოს ტყიბულში არსებულ გამოწვევებს.

„ერთი წლის წინ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმართა სამმხრივი პარტნიორობის კომისიას - შახტებში არ განახლებულიყო მუშაობა, სანამ საექსპერტო დასკვნით არ დადასტურდებოდა შახტებში უსაფრთხო შრომა. ინიციატივის საფუძველზე სწორედ სამმხრივმა კომისიამ საერთო გადაწყვეტილებით მოიწვია გერმანული კომპანია, რომელსაც დაუკვეთა ექსპერტიზა. აღსანიშნავია, რომ დასკვნა უკვე 10 თვეა მიღებული აქვს ხელისუფლებას, რომელიც მას ასაიდუმლოებს და პროფკავშირების გაერთიანებასაც კი, რომელიც ექსპერტიზის ინიციატორი იყო არ აძლევს გასაცნობად დოკუმენტს, მასში აღნიშნული ხარვეზების და მათი გამოსწორების გზების შესახებ“, - ნათქვამია მიმართვაში.  

პროფკავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ დასკვნა შესაძლოა იყოს მძიმე და საჭიროებდეს დიდ და ხანგრძლივ ინვესტიციას, იმისთვის რომ ტყიბულში შრომა გახდეს უსაფრთხო.

„არსებული ფაქტორების მიუხედავად, ვფიქრობთ გამოსავალი არსებობს - უნდა მოხდეს შახტების გარკვეული ნაწილის ავტომატიზება, იქ კი სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ტყიბულისთვის აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა. ქალაქ ტყიბულს თავისი შრომითი და ადამიანური რესურსით აქვს პოტენციალი განავითაროს სხვა ტიპის ბიზნესებიც, რისი ალტერნატივაც სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არ ჩანს. ფაქტი ფაქტად რჩება, ინვესტორი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს კომპანია და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ახალი პასუხისმგებლიანი ინვესტორის შესვლა ტყიბულში, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას შახტებში მუშაობის განახლების, უსაფრთხო შრომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. პროფკავშირები პროტესტის სოლიდარული იყო პირველი დღიდანვე და დარჩება ბოლომდე, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მასში ჩავერთოთ ყველა სტრუქტურით ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში საპროტესტო აქციებს შევუერთდეთ არა მხოლოდ ტყიბულში არამედ პროტესტი გავაგრძელოთ თბილისში "GIG ჯგუფი"-ს ოფისთან“, - აცხადებენ პროფკავშირებში.  

პროფკავშირების გაერთიანება თხოვნით მიმართავს პრემიერმინისტრს, როგორც სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, რათა პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს, როგორც უსაფრთხო შრომასთან ასევე მეშახტეების სოციალურ გარანტიებთან, მათ შორის საპენსიო ასაკის შემცირებასთან, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებასა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ტყიბულში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 235824 წევრს და 4668 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. მისი წევრია 19 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

კომპანია „საქნახშირთან“ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ტყიბულელი მეშახტეები მეორე დღეა აქციას მართავენ.

პროტესტის მიზეზი დაგვიანებული ანაზღაურებაა. დასაქმებულებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია „საქნახშირმა“ ისინი თანხის გარეშე დატოვა. კომპანია ამის მიზეზად მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეების სახელფასო დავალიანება დაახლოებით 6-7 დღეში დაიფარება.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 17:45

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა

წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა

12 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2026, 17:19

რეგიონი

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 17:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.