imedi /  26 სექტემბერი 2019, 15:13 / სანდო წყარო

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას ორმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

ევროპული საქართველო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირეს. 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას 16 სექტემბერს მხარი არ დაუჭირა არც ევროინტეგრაციის კომიტეტმა. 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობდა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ.

ყველა სიახლე

პირბადეები გადაცემა

02 აპრილი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო მისიებს ადგილობრივი წარმოების პირბადეები გადაეცა

ნიღბების წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

02 აპრილი 2020, 10:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

აშშ კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 09:57

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღემატება

გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილია. ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:43

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

„მინდა საზოგადობას ვუთხრა, რომ „პლაქვენილი“ არ არის პრევენციული საშუალება კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად. ადამიანებმა, ვინც არიან ჯანმრთელები ან აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, არც ერთი შემთხვევაში არ უნდა მიიღონ „პლაქვენილი“ 2 მთავარი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ეს უეფექტოა და მეორე ის, რომ „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს სხვადასხვა ორგანო“, - განმარტა გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:30

COVID19

ალექსანდრე გოგინავამ განმარტა რამდენად ეფექტურია კუსტარულად დამზადებული ნიღბები

„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დამცველობის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს, იმიტომ რომ არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.

ტესტირება ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 09:16

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სპეციალისტების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება.

ჯოან როულინგი

02 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებგვერდი გახსნა

„მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაართონ სახლში ჩაკეტილი ბავშვები ცოტაოდენი ჯადოქრობა გამოადგებათ, ამიტომ მიხარია მათი დახმარება“, - დაწერა როულინგმა Twitter-ზე.

„თალიბანის“ დელეგაცია

02 აპრილი 2020, 08:46

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობამ და „თალიბანმა“ პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ევგენია კოტანიდისი

02 აპრილი 2020, 08:31

COVID19

ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაზე ისაუბრა

დაუჯერებელია, თუმცა პატარა ქვეყანამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეძლო რომ სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არაა,, - ამის შესახებ საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ, ევგენია კოტანიდისმა ბერძნულ ტელეარხ „Open TV-სთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ბერძენი ტელეწამყვანის შეფასებით, თუ საქართველო შეძლებს იმას, რომ არ დაფიქსირდეს ქვეყანაში არც ერთი ინფიცირებულის გარდაცვალება, ის მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ადგილს დაიკავებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

მსოფლიოს მასშტაბით კორნანვირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი. ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 3 პაციენტის ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტი იმყოფება, აქედან 2-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 7 პაციენტიდან 6 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. მათგან ორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

02 აპრილი 2020, 04:38

COVID19

დონალდ ტრამპი: არ ვარ ჩინელი ბუღალტერი - საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა სტატისტიკა. „რაც შეეხება იმას არის თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტი, მე არ ვარ ჩინელი ბუღალტერი. საიდან უნდა ვიცოდეთ შეამცირეს თუ არა ეს ციფრები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რომელიც მათ გასწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაკოვ ლიცმანი

02 აპრილი 2020, 04:13

COVID19

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel იუწყება. როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, მინიოსტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. 71 წლის იაკოვ ლიცმანი ისრაელის მთავრობაში ყველაზე ასაკოვანი მინისტრია. ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ექიმები აკვირდებიან. მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

02 აპრილი 2020, 03:58

COVID19

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა

აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თეთრი სახლი

02 აპრილი 2020, 03:35

COVID19

თეთრი სახლი: საზარელი შეცდომა იქნება, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე შეეცდება ზიანი მოგვაყენოს ამ კრიზისის ჟამს

აშშ-ის ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, არც კი შეეცადონ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამოყენება, რათა ამერიკის ინტერესებს ზიანი მიაყენონ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ რობერტ ობრაიენმა განაცხადა.

რონ დესანტისი

02 აპრილი 2020, 02:37

COVID19

ფლორიდის შტატში დაწესებული იზოლაციის რეჟიმი ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე არ გავრცელდება

ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე შემოღებული იზოლაციის რეჟიმი არ გავრცელდება ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე. გუბერნატორის განმარტებით, ეკლესიებში, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებში ჩატარებული რელიგიური მსახურება აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს და შესაბამისად, იზოლაციის რეჟიმი მათზე არ გავრცელდება.

02 აპრილი 2020, 02:18

COVID19

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა.

ფრჩხილები

02 აპრილი 2020, 01:14

COVID19

გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. ამის შესახებ Galmour-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის. ექსპერტების თქმით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი ვარიანტია მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ფრჩხილების შიდა ნაწილს.

02 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ვიდეო

კორონავირუსის ფონზე მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. წყვლმა ვიდეო საკუთარი სახლის მყუდრო სავარძლიდან გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სიმღერა ვერა ლინს ეკუთვნის და „ჩვენ ისევ შევხვდებით“ ჰქვია. ვიდეოს independent ავრცელებს.

02 აპრილი 2020, 01:10

COVID19

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნა.