კალაძე: თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე. იგი ველობილიკების შესახებ სოციალურ ქსელში არსებულ დისკუსიას გამოეხმუარა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დისკუსია იყო, რომ სააკაძის მოედანზე ველობილიკი რომ გაკეთდა, არავინ სარგებლობს და მანქანებსაც ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი. აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ვიწყებთ და ეხება კონკრეტულ ადამიანებს და დისკომფორტის ზონაში გადადიან, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ რას აკეთებენ, აზრზე არ არიან. ეს დამოკიდებულება მიუღებელია, არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს წარმატებული მაგალითების შესაბამისად ვითარდება.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პარკირება უფასოა, ასევე შშმ პირებისთვისაა უფასო საპარკინგე ადგილები. ხოლო სხვა ადამიანებისთვის ტარიფია საათში 1 ლარი. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ეტაპობრივად ცენტრალურ უბნებზე გავრცელდება.
მესმის, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება, ისევე, როგორც ტაქსების რეფორმა შეიძლება არ იყოს პოპულარული ნაბიჯები და გარკვეულწილად რაღაც პრობლემა იყოს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ ყველა ვწუხვართ, თუ როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ქალაქში და როგორაა ჰაერი დაბინძურებული. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოგვცემს საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში, ერთბაშად შეუძლებელია მოვახერხოთ ავტომობილების ჩანაცვლება, განსაკუთრებით კერძო ავტომობილების, რითაც ქალაქის მოსახლეობა გადაადგილდება და მათ უმეტესობას ე.წ. კატალიზატორები აქვს ამოცლილი და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება დრო, რომ მოვახერხოთ ჩანაცვლება. ჩვენზე რაცაა დამოკიდებული, პროცესი დაწყებულია და ის ყვითელი ავტობუსები, რომელსაც ყველა რესურსი ამოწურული აქვს და კრიტიკას ვერ უძლებს ჩანაცვლდება. რამდენიმე დღეში ვაპირებთ წარმოგიდგინოთ 8 მეტრიანი ავტობუსები , რომელიც შემოვა წლის ბოლომდე ქალაქში. ამ პროცესს ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადააგდილება სწრაფი და კომფორტული იყოს. ამ პროექტს თან სდევს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ამ პროექტებში გათვალისწინებულია ველობილიკები, ზოლები ავტობუსებისთვის, ვინმემ არ იფიქროს რომ ეს ჩემი ახირებაა, თუ გვინდა რომ საცობები მოვაწესრიგოთ ქალაქში, ის რომ საფეხმავლო ტროტუარებზე ავტომობილები დგას, ეს უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების ქალაქებში განხორციელებული პროექტების მაგალითები. ახალს ვერაფერს მოვიგონებთ, გარდა იმისა, რომ გადმოვიტანოთ ის მაგალითები რაც სხვა ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 16:40
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა
შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.
28 მაისი 2026, 16:24
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს
შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
28 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა
რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
28 მაისი 2026, 15:21
ტაბლოიდი
Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება
„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
28 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
28 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.


