თბილისის ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2 თვეში დაიწყება
გარდაბანში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 81 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, მშენებლობა კი თვენახევარ-ორ თვეში დაიწყება. ამის შესახებ imedinews-ს თბილისის მერიაში განუცხადეს. ქარხანა თბილისს მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქარხანა დღის განმავლობაში, საშუალოდ1000 ტონა ნარჩენს გადაამუშავებს და სრულად უზრუნველყოფს თბილისის მასშტაბით არსებული მყარი ნარჩენების ათვისებას. ქარხანა გერმანული ტექნოლოგიით იმუშავებს.
ცნობილია, რომ ქარხანა გარდაბანში, თბილსერვის ჯგუფის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე აშენდება, რომლის ფართობიც 50 ჰექტარია, თუმცა ქარხნის მშენებლობისთვის მხოლოდ 15 ჰექტარს გამოიყენებენ.
ქარხანა მყარი ნარჩენების გადამუშავების შედეგად, ევრო 5-ის სტანდარტის დიზელს გამოიმუშავებს. გამომუშავებული დიზელის რაოდენობა დღის განმავლობაში ივარაუდება, რომ 400 ტონამდე იქნება. მერიაში აცხადებენ, რომ ეს იმდენად დიდი ოდენობაა, რომ დიზელი ექსპორტზეც კი გავა.
ქარხანა ასევე შეძლებს ცემენტის წარმოებისთვის საჭირო სხვადასხვა კომპონენტის მიღებას, რომელიც ქართულ ბაზარზე გაიყიდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობისთვის 1 წელია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები კი თვენახევარ-ორ თვეში დაიწყება.
ქარხნის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გასული წლის მარტში გამოცხადდა, რომელშიც 13-მა კომპანიამ წარმოადგინა წინადადებები. ამ კომპანიების წინადადებები უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა და გამარჯვებულად ქართული კომპანია შპს "კა დე ვე ჯორჯია" დაასახელა. (უწყებათშორის კომისიაში შედიოდნენ - თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები).
გამარჯვებულ კომპანიასთან მემორანდუმი 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით მომზადებული შევხვდეთ სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს
როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - შსს-მ მოამზადა მორიგი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქმე ეხება მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმის გაუმჯობესებას - რაზე მიუთითებს ეს ცვლილებები?
08 ივნისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:34
მსოფლიო
მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა
„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, - განაცხადეს სამინისტროში.
08 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას.
08 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება, ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა
ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
08 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
არჩილ კალანდია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად
ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივ შეხვედრაზე.
08 ივნისი 2026, 11:21
მსოფლიო
ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე, დაშავებულთა კი 129-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა 3 დაღუპულისა და 5 დაშავებულის შესახებ.
08 ივნისი 2026, 11:15
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი საპროცესო შეთანხმებები გაფორმდება. დამატებით 4-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
08 ივნისი 2026, 11:10
პოლიტიკა
სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
08 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.
08 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია
კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.
08 ივნისი 2026, 10:58
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
08 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.
08 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:28
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:25
მსოფლიო
სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით ფხენიანში ჩავიდა
ბოლოს სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეას 2019 წელს, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე ეწვია. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც პირისპირ მოლაპარაკებები, ისე დელეგაციების შეხვედრები.
08 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.


