რა დროს ეკისრებათ ოჯახის წევრებს ერთმანეთის რჩენის ვალდებულება

ფოტო: shutterstock.com
სამოქალაქო კოდექსის მესამე თავის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
თუმცა ალიმენტების გადახდის ვალდებულების მქონე პირთა წრე მხოლოდ მშობლებით არ შემოიფარგლება. კანონმდებლობით შვილებიც მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, შვილებისაგან ალიმენტს ვეღარ მოითხოვს.
გარდა ამისა, საალიმენტო მოვალეობები ოჯახის სხვა წევრებსაც ეკისრება. მაგალითად, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
ასევე შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან. ანალოგიურად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
მეტიც, მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არ ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.
ანალოგიურად, გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.
ალიმენტის გადახდა შესაძლებელია ნებაყოფლობით, თუმცა მის ოდენობაზე დავა სასამართლოშიც შეიძლება. გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 15:33
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:24
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძემ TWINNG-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 15:18
ტაბლოიდი
ფილმ The Apprentice-ის გადასაღები მოედნიდან დონალდ ტრამპის როლში გარდასახული სებასტიან სტენის ფოტოები გავრცელდა
მსახიობი ფილმში ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის როლს ასრულებს. ფოტოებში სტენი ქერა პარიკითა და შავი მოსასხამითაა ნაჩვენები.

05 დეკემბერი 2023, 15:14
საზოგადოება
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
თბილისი, 5 დეკემბერი, 2023 - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.

05 დეკემბერი 2023, 15:10
პოლიტიკა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ 17-მა წევრმა დატოვა
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა" 17-მა წევრმა დატოვა, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 3-მა წარმომადგენელმა. გადაწყვეტილიყოს მიზეზად პარტიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ პარტია დაყოფილია და არადემოკრატიული პრინციპებით იმართება.

05 დეკემბერი 2023, 15:07
პოლიტიკა
ანა წითლიძე: მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ
მელიას შტაბის წარმომადგენლები მიყოლებით ეცდებიან, რომ პარტიიდან წავიდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 11 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცოცხალი ორგანიზმი, ვიღაცა წავა, ვიღაცა მივა.

05 დეკემბერი 2023, 15:07
რეგიონი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ბახვში სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

05 დეკემბერი 2023, 15:00
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

05 დეკემბერი 2023, 14:59
პოლიტიკა
ანა წითლიძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში არცერთი ისეთი საკითხი, რომელიც ჯგუფში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ რეალურად არ არის გათვალისწინებული
თუ ოპოზიციის მონაწილეობაზეა საუბარი, ოპოზიციის მონაწილეობა უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ ეს სამოქმედო გეგმა შედგებოდა, - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ 9 პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:57
LIVE ისრაელი
„ცაჰალმა“ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო თავდასხმა მიიტანა
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ავიაიერიშების სამიზნე დაჯგუფების ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამხედრო კომპლექსი და გამშვები პუნქტი იყო.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია: „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს
„იმდენად შეაძულა თავი თავისი პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომა, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ. უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს. მესმის ამ პარტიის წევრების. ისე ამას საბოლოო ჯამში დავარქმევდი შემდეგს, რასაც დასთეს იმას მოიმკი, მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიპტიკურ სცენარებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

05 დეკემბერი 2023, 14:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე რუსეთისთვის ე.წ. სანქციების დაწესებაზე: გამოდის, რომ გვერდის ავლა ხდება დასავლეთში და შემდეგ იქაური ცალკეული აქტორებისგან საქართველოს უნამუსო დადანაშაულება
ევროპულ POLITICO-თვის გაზიარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ სანქციებზე თაღლითობა, უფსკრული ხარვეზებში და ფართოდ გავრცელებული გვერდის ავლა ნიშნავს, რომ ნავთობის შემოსავლები კვლავ ავსებს მოსკოვის ომის ზარდახშას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

05 დეკემბერი 2023, 14:49
მსოფლიო
ხერსონში რუსული ძალების იერიშის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ხერსონში, მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის ცენტრი დილიდან რუსული თავდასხმის სამიზნეა.

05 დეკემბერი 2023, 14:45
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“
არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ფილმი სათაურით - „ტრაგიკომედია ერთხელ „ნაცმოძრაობაში“, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც პოლიტიკურ ნაწილში ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხდება, კანონზომიერია.

05 დეკემბერი 2023, 14:43
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაზე: ბიჭებო ჩამოყალიბდით, ერთმანეთს მიუტევეთ, შერიგდით - ასე უხერხულია, ხალხი გიყურებთ
„სამი მოქმედი პირი ჰყავთ. ერთია „კეზერა“, მეორე - ხელმოცარული ბელადი სააკაშვილი და მესამე, მათი ამომრჩეველი, რომელიც დაბნეულია, რა ქნას არ იცის. პროცესი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ქართული საზოგადოებისთვის კარგია, რადგან დაქუცმაცებული, ჩამოშლილი მწვალებელთა პარტია ყველასთვის მისაღები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

05 დეკემბერი 2023, 14:37
მსოფლიო
Politico: უკრაინის საკითხზე ვიქტორ ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს
ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს.

05 დეკემბერი 2023, 14:29
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: პოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაპოზიტიური მოლოდინი მაქვს მთლიანად საქართველოსთან ერთად, რომ დიახ, ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს , - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული
ოპოზიცია არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული,- ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 14:20
პოლიტიკა
ანი წითლიძე: პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ
ტყუილია, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნა არის მსგავსი. არსად არ წერია, რომ ვენეციის კომისიას ეს პუნქტობრივად ჩაეწერა. მათი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, - ეს კომენტარი „ნაციონალური მძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრისას გააკეთა.

05 დეკემბერი 2023, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: მოვუწოდებ მთელ ოპოზიციას - შავი ფულის ტრიალის იმედი ნუ ექნებათ. ხალხთან იმუშაონ და იქნებ ბარიერი გადალახონ
ეს არის ევროდირექტივა, რეკომენდაცია, სადაც იურიდიულ პირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ და ჩვენ ამას მივესალმებით და ეს რეკომენდაცია მივიღეთ, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.