imedi /  08 ოქტომბერი 2019, 20:54 / სანდო წყარო

სულგუნი ყველის საუკეთესო სახეობათა შორის მოხვდა

სულგუნი

ქართული ყველი მსოფლიო კულინარიის რუკაზე. ვიდეოში, რომელშიც მსოფლიოში ყველის საუკეთესო სახეობებია წარმოდგენილი, ქართული სულგუნი მოხვდა. ვიდეო პორტალმა Insider მოამზადა.

კულტურული ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ ყველის კიდევ ერთ სახეობას - „ტენილს“ მიენიჭა. ქართული ყველის მკვლევრის თქმით, ქვეყანა, რომელშიც ამ პროდუქტის 30-ზე მეტი სახეობაა, მსოფლიო კულინარიაში მალე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 23:49

სამართალი

თბილისში ავტომობილი სკვერში შევარდა. დაშავებულია ახალგაზრდა გოგო

​თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ფანასკერტელის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობოლი სკვერში შევარდა და ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ცნობით, ის მართვით სუნთქვაზეა.

08 აგვისტო 2020, 23:44

საზოგადოება

Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

08 აგვისტო 2020, 23:37

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იმპორტული შემთხვევაც დაფიქსირდა. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში დააბრუნეს. აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

08 აგვისტო 2020, 23:25

რეგიონი

მედია: ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაწვეს

ახალქალაქში ხალხმა კიდევ ორი ​​საცხოვრებელი სახლი დაწვა, ერთი მაშტოცის ქუჩაზე, მეორე კი ახალქალაქის სპორტსკოლის მახლობლად. ცოტა ხნით ადრე, მიასნიკიანისა და ლაბანდიანის ქუჩებზე მდებარე სახლებსაც წაუკიდეს ცეცხლი.

08 აგვისტო 2020, 23:14

საზოგადოება

განათლების სამინისტროს განცხადებით, უწყების ოფიციალურ ფეისბუგვერდზე ე.წ. ბოტების შეტევა განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს“, - აცხადებენ უწყებაში.

ანდრეა პირლო

08 აგვისტო 2020, 22:57

სპორტი

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს

ტურინის „იუვენტუსს“ ანდრეა პირლო უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის Twitter-ზე გავრცელდა. 41 წლის სპეციალისტმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

საქართველოს საელჩო ყატარში

08 აგვისტო 2020, 22:30

პოლიტიკა

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით 7-8 აგვისტოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

08 აგვისტო 2020, 22:11

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველა ღონეს ვიხმართ დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

08 აგვისტო 2020, 21:54

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთიდან დაიწყებს

პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

08 აგვისტო 2020, 21:48

სამართალი

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა კაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით აწარმოებენ.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 21:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ოპონენტებს, რომლებიც გვაბრალებენ, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, არც ერთხელ არ გამოუყენებიათ უშიშროების საბჭოს ფორმატი

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა არაღიარების პოლიტიკა. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოეპოვებინა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს განვითარებასა და მშვიდობაში არის დეოკუპაციის გასაღები და ამას აუცილებლად მივაღწევთ

რა თქმა უნდა რუსეთი ოკუპანტია, ქართველი კაცი და ქალი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას. საქართველო ივლის იმ გზაზე, რომელი გზის დასასრულსაც პოზიტიური შედეგის სახით იქნება დეოკუპაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა იყო ღალატი

ყველაზე მთავარი ღალატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეზოლუციის მხარდაჭერა ამ ომიდან ორი თვის შემდეგ. სადაც 7 აგვისტო პირველად იყო ნახსენები, როგორც ომის დაწყების დღე და ომის დამწყებად მოხსენიებული იყო ქართული სამხედრო ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

08 აგვისტო 2020, 20:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში თითქოს არაფერი ხდება

ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აუცილებლად ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული სამხედროების წინაშე და არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, მუდმივად გვახსოვს ეს ადამიანები და ის მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს საკუთარი სამშობლოს წინაშე. ეს არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ქართველ დიპლომატებს მუდმივად გვახსოვს, რადგანაც ჩვენი ქვეყნის დეოკუცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 აგვისტო 2020, 20:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ნებისმიერ ომში შევა, რომ მას ეროვნული თავმოყვარეობა არ შეელახოს

ამ გზით ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენს აფხაზ და ოს დებს უნდა ვუთხრათ, რომ განვითარება და მშვიდობა არის ერთადერთი გზა მათთან ურთიერთობისა და დარწმუნებული ვარ, ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და შვილები იცხოვრებენ გაერთიანებულ საქართველოში, სადაც დეოკუპაციის პრობლემა აღარ იქნება და ერთიანი საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და წევრი. ეს არის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი წერეთელი

08 აგვისტო 2020, 20:08

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება

„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო საზღვრების გავლებას, თან ცდილობს ამ ქმედებების გამართლებას და ლეგიტიმაციას. ეს არასდროს მოხდება. აგვისტოს ომის მე12 წლისთავზე საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები გვაჩვენებს, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარება არ მოხდება“, - აცხადებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.

სოფო კილაძე

08 აგვისტო 2020, 19:54

საზოგადოება

სოფო კილაძე: ყველა ბავშვის უფლებაა აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში

ყველა ბავშვის უფლებაა აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახს და გააძლიეროს ის, თუ რაიმე პრობლემა არსებობს. ეს არის ბავშვის უფლებათა კოდექსის მიდგომა- ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე Facebook-ზე წერს.

08 აგვისტო 2020, 19:41

სამართალი

სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ პირს შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ დავით მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

08 აგვისტო 2020, 19:02

სპორტი

ლონდონის „არსენალის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად პიერ-ემერიკ ობამეიანგი დასახელდა

გულშემატკივარს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 31 წლის გაბონელმა ფორვარდმა ხმათა 74 პროცენტი დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ბერნდ ლენოსა და ბუკაიო საკას სოლიდური უპირატესობით აჯობა.

08 აგვისტო 2020, 19:01

საზოგადოება

პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

მეუფე ესაიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჩამობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ ამ დღეს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას.